სიახლე 

ფოთში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო 06 04 20

ფოთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება დაიწყო. გზის მორეცხვის სამუშაოებს ფოთის მერიის სერვისების ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც ჩაერთო. გზების სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

გუბერნატორმა ფოთის ცხელების ცენტრი დაათვალიერა 04 04 20

სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დღეს ფოთში, ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მან ცენტრი დაათვალიერა და და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ცხელების ცენტს 23პაციენტის მიღება შეუძლია. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით გუშინ სამართალდარღვევის 26ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება შემთხვევას რეგიონში ერთ ერთ მოქალაქეს რომელსაც დაუდასტურდა კორონა ვირუსი 27მარტს ჰქონდა კონტაქტი ზუგდიდში,ასევე წალენჯიხის რაიონის 2სოფელში. კონტაქტები უკვე გამოვლენილია და მოხდება მოქალაქეთა გადაყვანა კარანტინში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აგრარული ბაზრის მდგომარეობაზე და განაცხადა რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო აქცია მოეწყო 03 04 20

დღეს ფოთშის საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელშიც ფოთელი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. მათივე განცხადებით ეს გადაწყვეტილება შექმნილი რთული მდგომარეობიდან მიიღეს. ისინი სურსათით დაეხმარნენ შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს. ორგანიზატორთა განცხადებით, მათი მიზანია დაეხმარონ ოჯახებს, რომლებსაც არა აქვთ სოციალური დახმარება ან სხვა სახის შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ფოთელმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში შექმნეს გვერდი ,,დავეხმაროთ ფოთელებს” -covid 19 , სადაც შეგიძლიათ ნახოთ მათი აქტივობა. ორგანიზატორთა განცხადებით ეს აქცია მომავალშიც გაგრძელდება. დღეისმდგომარობით ფოთელი ახალგაზრდები 11 ოჯახს დაეხმარა და მათი მიზანია ადამიანთა დახმარება იმ პრობლემის დაძლევაში, რაც შექმნა covid 19-ის გავრცელებამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 03 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 4 აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი. ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +10° +12 იქნება. 5 აპრილს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15°+17° ; ღამით +9° +11° იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

წუხელ ფოთში რეჟიმის დარღვევისთვის სამი ადამიანი დააჯარიმეს 03 04 20

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით გასულ ღამეს კომენდანტის საათის დროს 3მოქალაქე დააჯარიმეს რომელთაც დაეწერათ შესაბამისი ოქმები. მისივე განცხადებით განსაკუთრებულ დარღვევებს ადგილი არ არ ჰქონია, და ქალაქში მიმდინარეობს მგზავრთა გადაადგილების მკაცრი კონტროლი ორივე ბლოკ-პოსტებზე და ყველა შემოსასვლელ გასასვლელში. ტარდება თერმოსკრინინგი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ქალაქის ცხელების ცენტრში მოთავსებული იქნა 3მოქალაქე რომელთაც კლინიკო-ლაბორატორიული დაკვირვება უტარდებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელთა აზრი კომუნალური გადასახადების სუფსიდირებაზე 02 04 20

საქართველოს მთვრობის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით , თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, ვინც თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­იხ­მარს 200 კი­ლო­ვატ­ზე ნაკ­ლებ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და ასე­ვე, 200 მ3-ზე ნაკ­ლებ ბუ­ნებ­რივ აირს, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში – მარ­ტში, აპ­რილ­სა და მა­ის­ში სრუ­ლად და­უ­ფი­ნანსდება გა­და­სა­ხა­დე­ბი. თ როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას ფოთელები დეტალები ნახეთ სიუჟტში

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სკოლებში დისტანციური სწავლება ინერგება 02 04 20

მაშინ როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, განათლების სისტემა სასკოლო განათლების ახალ რელსებზე გადადის. მსოფლიო პანდემიის გამო დახურულმა სკოლებმა, მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე გავლენა რომ არ იქონიოს, ამისთვის მთავრობა დისტანციურ სწავლებას ნერგავს. ახალი ქართული პლატფორმის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება აქვთ ონლაინკლასში ერთდროულად ჩაერთონ. ფოთის 15-ვე სკოლაში საგაკვეთილო პროცესი რამდენიმე დღეა ვებ-კამერის მეშვეობით ხორციელდება. ფოთის განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა მოსწავლეებს არ აქვთ და ონლაინ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს . ონლიან სწავლება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებითაა შესაძლებელი. მათ შორის უკვე გამოჩნდა პირველ ქართული ალტერნატიული პლატფორმა feedc edu, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა 02 04 20

ბლოკ პოსტებზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მედიასთან საუბარში. ის მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და საჭიროებების შემთხვევაში ცხელი ხაზით ისარგებლონ. მისივე განცხადებით წუხანდელმა ღამემ ქალაქში მშვიდად ჩაიარა  და ყველა სიცოცლისთვის საჭირო სტრატეგიული ობიექტი შეუფერხებლად მუშაობდა.  ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ რამდენიმე პაციენტი მაღალი ტემპერატურით იქნა შემოყვანილი, მათი ანალიზები გადაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორტორიაში და ვირუსი არ დაუდასტურდათ. ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდიდან  გვიან ღამით გადმოყვანილ  ორ პაციენტსაც  კლინიკურად „კოვიდ 19“-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოაჩნდათ. ეს პაციენტები დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი არიან,  . საზოგადოებრივი ჯანდაცვის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო 02 04 20

ფოთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, საბავშვო მოედნების მშენებლობა, არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა. ასევე ატრაქციონების მონტაჟი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ჯორჯიან სტოუნი” ახორციელებს და მისი მშენებლობა 2021წელს დასრულდება

იხილე მეტი
სიახლე 

კორონა ვირუსთან ბრძოლის ქართულ-ამერიკული პარალელი. ფოთი 01 04 20

რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის მასშტაბი და მოსახლეობის ოდენობა ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანობაზე?რა როლი აქვს ვირუსის მართვაში სწრაფ ტესტებს? რა კონკრეტულ სირთულეებს შევეჩეხებოდით საქარათველოში ლუგარის ცენტრის არ არსებობის შემთხვევაში ?პასუხები ამ კითხვებზე და მეტი საინტერესო ინფორმაცია ნახეთ ინტერვიუშირესპონდენტი: ზურაბ გურული – აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი

იხილე მეტი