სიახლე 

ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო 04 03 20

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, ბრიფინგზე განაცხადა. რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს. მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ. ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარი, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის რეგისტრაციას, ის გამოცდებს გამოეთიშება. საჯარო და კერშო სკოლებში კი არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება. მანამ კი ფოთში სასწავლო დაწესებულებების სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, მეორე ნაწილი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 1 კვირით ადრე შეწყდა და არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2…

იხილე მეტი
სიახლე 

დედის დღისადმი მიძღვნილი მილოცვები. ფოთი 03 03 20

დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. ,,დედის დღე”, დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა. ამიტომ არასოდეს დავინანოთ ის ფრაზა, რომელიც უთუოდ გაახარებს მის გულს: “მიყვარხარ, დე” დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფოთელ მოსახლეობას საშუალება მისცა მეცხრე ტალღის ეთერით ახლობლებისთვის დღევანდელი დღე მიელოცათ. დედის დღეს 46 ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ლიტერატურული სალონის- „გულის სამელნე” პროექტი „ეს ჩემგან” 03 03 20

მიილია ზამთარი.. მზემ, სითბომ ყვავილებმა გუნებაც გაზაფხულის შესაფერად გამოგვიკეთა! კანონზომიერია ის რომ გაზაფხულის პირველი დღესასწაული სწორედ მშვენიერ ქალბატონებს ეკუთვნით.. ქალი და გაზაფხული, გაზაფხული და ქალი განუყოფელია მსგავსება.. ჰარმონიუილია შეთავსება… პოეზიამ თითქოს დატოვა ტელე-სივრცეები, მაგრამ ის არ გამქრალა.. მას ათასობით, ასიათასობით გულშემატკივარი ყავს..მინი- ფილმები წარმოსხვის საშუალებას აძლევს მაყურებელს არა მხოლოდ მოისმინოს, დაინახოს ლექსი. „ეს ჩემგან“ – საბიბლითეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონის „გულის სამელნე“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.. რომელიც მიზნად ისახავს შექმნას ახალი სივრცე, მისცეს საშუალება ნებისმიერ მსურველს მიიღოს მონაწილეობა.. ძალიან ხშირად ყოფიერება განაპირობებს ადამიანის ცნობიერებას. დღევანდელი ყოფიერება კი რთულია, ძნელია ამ პირობებში…

იხილე მეტი
სიახლე 

ლანჩხუთში პოეტ სოფიო ღლონტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა 03 03 20

მორიგი საღამო გაიმართა ლანჩხუთში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში. მუზეუმმა ამჯერად გურული ფესვების მქონე პოეტსა და მსახიობს სოფიო ღლონტს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის ხალხმრავალ შეხვედრაზე სტუმრები ვანიდან, ფოთიდან, ბათუმიდანაც იყვნენ. სოფიო ღლონტმა მართლაც სასიამოვნოდ გააკვირვა ის მსმენელი, ვინც მის შემოქმედებას არ იცნობდა. ქალბატონ სოფიოს აშკარად ემჩნეოდა მისი მეორე პროფესია არტისტობა, იგი თავისი ლექსებით ნუსხავდა შეკრებილ საზოგადოებას, ყველამ იხალისა და ტაში დაუკრა დიმიტრი ბერიძის მიერ სახელდახელოდ დაწერილ ლექსს, რომელიც სოფიოს სტუმრობასა და ლანჩხუთის მასპინძლობას შეეხებოდა, ფეხზე წამოუდგნენ აკაკი გოგუას, რომლის ლექსებიც პატრიოტიზმით არის გაჟღენთილი, ტრადიციულად ემოციური გამოვიდა მისი გამოსვლები, ჯემალ დობორჯგინიძე თავის…

იხილე მეტი
სიახლე 

ნაქარგების გამოფენა „არტ გალერეა 34″-ში 03 03 20

ფოთში გალერეა 34-ში თამარ დობორჯგინიძის ნაქარგების პერსონალური გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო დაახლოებით 30-მდე ნამუშევარი. ასევე იყო ლალა თუნთიას ნამუშევრებიც. ნამუშევრები იყო სხვადასხვდა თემაზე, ბუნება აღმოსავლური და იაპონური მოტივები. შთამბეჭდავი იყო ცნობილი ტილოს “გოგონა მარგალიტის საყურით” ნაქარგი, რეპროდუქცია ვან გოგის ,,მზესუმზირები”. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა 02 03 20

კორონავირუსთან დაკავშირებით, ფოთში საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. შესაბამისი სტანდარტების მიხედვით დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ,,ფოთიქალაქტრანსპორტი”, შიდა საქალაქო სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს. წესისამებრ დამუშავდა როგორც ავტობუსები, ისე სამარშუტო ტაქსები. ტრანსპორტის სამსახურის განცხადებით ფოთის საავტობუსო მარშუტებს დაემატა ორი სვლა გეზი, რომლებიც ღამის ჩქაროსნული მატარებლის ჩამოსვლის დროს მგზავრებს მოემსახურებიან რკინიგზის სადგურიდან მალთაყვისა და ნაბადის მიმართულებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი პროგრამა დევნილი მოსახლეობისთვის 02 03 20

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს ააშენებენ. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში 122 სახლი აშენდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება 02 03 20

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული რეკომენდაცია ფოთის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. შაბათს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს სკოლამდელ დაწესებულებებშიც. სადენზიფექციო სამუშაოები იწარმოება სპეციალური საშუალებებით, ეს არის “მიკრო ბაგ ფორტე” , რომლის საშუალებითაც ხორციელდება იატაკების, მაგიდის ზედაპირების და ზოგადად ყველა იმ საგნის დამუშავება, რომელთანაც შეხება აქვთ ბავშვებს, მოხდა ასევე კვების ბლოკის და ჭურჭლის დავუშავება “მიკრო ბაგ ფუდის” პრეპარატების საშუალებით. სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადები, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია სპეციალური საშუალებებით და პერსონალი ყველა ჰიგიენური წესისა და ნორმის დაცვით უზრუნველყოფს სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დარეჯან სანიკიძემ საქველმოქმედო აქცია გამართა 02 03 20

ფოთში დარეჯან სანიკიძის ორგანიზებით 29 თებერვალს საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ის ოთხ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სურსათით დაეხმარა. ერთ-ერთი შშმ პირი ანი ხაბურზანია 11 წლისაა, ის თვეში ერთხელ საჭიროებს თბილისში ექიმთან ვიზიტს, რომელსაც 90 ლარი სჭირდება ამას ემატება საგზაო ხარჯები, რომლის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ასევე დაგეგმილი იყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ვირუსების გამო გადაიდო. საქველმოქმედო ღონისძიებაში წვლილი შეიტანა სააღმზრდელო დაწესებულებამ და მერვე საჯარო სკოლამ. დარეჯან სანიკიძე ფოთის საზოგადოებას მოუწოდებს, მიიტანონ გულთან მათი მდგომარეობა, ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

იხილე მეტი