სიახლე 

ახალი პროგრამა დევნილი მოსახლეობისთვის 02 03 20

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს ააშენებენ. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში 122 სახლი აშენდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება 02 03 20

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული რეკომენდაცია ფოთის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. შაბათს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს სკოლამდელ დაწესებულებებშიც. სადენზიფექციო სამუშაოები იწარმოება სპეციალური საშუალებებით, ეს არის “მიკრო ბაგ ფორტე” , რომლის საშუალებითაც ხორციელდება იატაკების, მაგიდის ზედაპირების და ზოგადად ყველა იმ საგნის დამუშავება, რომელთანაც შეხება აქვთ ბავშვებს, მოხდა ასევე კვების ბლოკის და ჭურჭლის დავუშავება “მიკრო ბაგ ფუდის” პრეპარატების საშუალებით. სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადები, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია სპეციალური საშუალებებით და პერსონალი ყველა ჰიგიენური წესისა და ნორმის დაცვით უზრუნველყოფს სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დარეჯან სანიკიძემ საქველმოქმედო აქცია გამართა 02 03 20

ფოთში დარეჯან სანიკიძის ორგანიზებით 29 თებერვალს საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ის ოთხ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სურსათით დაეხმარა. ერთ-ერთი შშმ პირი ანი ხაბურზანია 11 წლისაა, ის თვეში ერთხელ საჭიროებს თბილისში ექიმთან ვიზიტს, რომელსაც 90 ლარი სჭირდება ამას ემატება საგზაო ხარჯები, რომლის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ასევე დაგეგმილი იყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ვირუსების გამო გადაიდო. საქველმოქმედო ღონისძიებაში წვლილი შეიტანა სააღმზრდელო დაწესებულებამ და მერვე საჯარო სკოლამ. დარეჯან სანიკიძე ფოთის საზოგადოებას მოუწოდებს, მიიტანონ გულთან მათი მდგომარეობა, ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი საგანგებო განცხადებას აკეთებს 02 03 20

,,ლეიბორისტული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ფოთში რეგისტრირებული ავტომობილებისთვის დროებით შეაჩერონ ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექ-დათვალიერების ვალდებულება. მისი განცხადებით, ფოთის ქუჩების ავარიული მდგომარეობა ავტომანქანების დაზიანებას იწვევს და მძღოლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. შეგახსენებთ, რომ ფოთის კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩების უმეტესობა გადათხრილია, დასრულების ვადებმა კი რამდენჯერმე გადაიწია.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 29 თებერვალს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15° +17° ; ღამით: +7° +9°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. სიჩქარით. 1 მარტს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა დროგამოშვებით წვიმა, დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7 +9 ; ღამით:+ 5° +7° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ გოგონას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა 27 02 20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში გუშინ კორონა ვირუსის პირველი ფაქტი დადასტურდა. ვირუსი 50 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა და საზღვარი აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა. ასევე გუშინ, ფოთიდან თბილისში 18 წლის გოგო გადაიყვანეს, რომელიც 2 კვირის წინ იტალიაში იმყოფებოდა და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. თუ რა მდგომარეობაა ამჟამად ფოთში, ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს, ზინაიდა გაგუას ვესაუბრეთ. გავრცელებული ინფორმაციით 18 წლის ფოთელ გოგონას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა 27 02 20

ფოთში საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა, სადაც 2 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად დეპუტატებმა ფოთის სერვისების ცენტრის ანგარიში მოისმინეს, რომელმაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები გამოიწვია. ,,ევროპული საქართველოს“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სერვისების ცენტრს მენეჯმენტი დაუწუნეს და თანხების არაეფექტურ ხარჯვაში დაადანაშაულეს, პასუხად ვერა ლაღიძემ განაცხადა, რომ არსებული პრობლემები არასაკმარისი ტექნიკური საშუალებების და სხვა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, რომლის აღმოფხვრის შემდეგ, მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მეორე საკითხი მალთაყვის განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხს ეხებოდა. სხდომაზე დამსწრე კერძო მესაკუთრემ ვახტანგ ალანიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აღნიშნული საკითხის დამტკიცებით, როგორც მისი, ასევე ათეულობით კერძო მესაკუთრის ინტერესები ილახება. არქიტექტურის…

იხილე მეტი
სიახლე 

მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს 26 02 20

წარმატებით დასრულდა ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკებს შორის, სადაც ფოთის, ზურაბ სარსანიას სახელობის მოკრივეთა კლუბის “ლიდერის” სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულები საბა ტყებუჩავა 54კგ წონით კატეგორიაში, ირაკლი ჯანელიძე 70კგ წონით კატეგორიაში, ლუკა ბასარია 50კგ წონით კატეგორიაში გახდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც წელს საქართველოში გაიმართება.

იხილე მეტი