სიახლე 

ამინდის პროგნოზი 26 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 27 თებერვალს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +17° +19° ; ღამით: +8° +10°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. სიჩქარით. 28 თებერვალს ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ხანმოკლე წვიმა, დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +9° +11° ; ღამით:+ 7° +9° იქნება. 29 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13°+ 15 ° ღამით +8° +10°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა 25 02 20

ფოთში, საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის- ,,ხანმოკლე მეოცე საუკუნე“, ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ისტორიკოსი სილოვან გვასალია, რომელმაც წაიკითხა ლექცია, სადაც მიმოიხილა დამოუკიდებლობის წლები ფოთში. შეხვედრას ბიბლიოთეკის მკითხველები ესწრებოდნენ. ნიკო ნიკოლაძის კოშკში კი 1921 წლის ოკუპაციის ამსახველი ხელთნაკეთი პოსტერების გამოფენა -პრეზენტაცია გაიმართა. ასევე ოკუპაციისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმის ,,იუნკერების“ ჩვენება შედგა. მოეწყო დისკუსიაც, სადაც დამსწრეებმა ოკუპაციისადმი საპროტესტო დამოკიდებულები დააფიქსირეს. დღის ბოლოს ფოთის თეატრში მე-3 საჯარო სკოლის ორგანიზებით სპექტაკლი ,,ახლა ეს ლექსი სხვა სამარეა“ გაიმართა. რომლის რეჟისორიც ლევან მაშავაა. ოკუპაციის დღე საქართველოში პირველად 2011 წლის 25 თებერვალს აღინიშნა. ამ დღეს…

იხილე მეტი
სიახლე 

,,ეს ქვეყანა შენია” 24 02 20

ეს ქვეყანა შენია, ამ სახელით პროექტი გასული წლის სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათ გამოვლენასა და მოგვარებაში, რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა საერთო მიზნის მისაღწევად და როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები ჩვენს ირგვლივ, რომელიც მე, შენ და ყველა ჩვენგანს ეხება? ამ საკითხების გაშლას და წარმატებული მაგალითების ჩვენებას ემსახურებოდა პროექტი ,,ეს ქვეყანა შენია”, რომელის ფარგლებშიც 11 რეგიონულ მაუწყებელში 70-მდე ტელედისკუსია გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სოციალური კვლევების ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა 24 02 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სოციალური კვლევების ლაბორატორიის“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე „ბულინგის პრობლემა მოზარდებში“ პრეზენტაციას ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე უძღვებოდა. კვლევა მიზნად ისახავდა ამ მიმართულებით პრობლემების გამოვლენას და მათ მოგვარებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. კვლევამ არა მარტო ფოთი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა. სოციალური კვლევების ლაბორატორია შემდეგ საქმიანობას ახორციელებს ქართული საზოგადოების ინტერესთა სფეროში არსებული სოციალური პრობლემების, სოციალური, ეკონომიკური, გენდერული უთანასწორობის, საზოგადოებაში არსებული სოციალურად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ კონკრეტული ჯგუფების დამოკიდებულებების შესწავლას. ლაბორატორია მიზნად ისახავს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოებას ფსიქოლოგიისა და სხვა სოციალური მეცნიერებების შესწავლის კუთხით.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მანჩო ჩემიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართა 24 02 20

ფოთის საკალათბურთო დარბაზში, კოლხეთი 1913-ის ყოფილი მეკარის მანჩო ჩემიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში 2009 წელს დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა შორის გაიმართა. სადაც მარტვილის ,,დინამო’’, ლანჩხუთის ,,გურია’’, სენაკის ,,ეგრისი’’ და ფოთის ,,კოლხეთი’’ მონაწილეობდნენ. ტურნირი წრიული სისტემით 3 ტურად ჩატარდა. გამარჯვება 7 ქულით სენაკის ,,ეგრისმა’’, მოიპოვა რომელმაც, I ტურში ფრედ 4:4 ითამაშა ლანჩხუთის ,,გურიასთან’’. II ტურში 5:1 დაამარცხა ფოთის ,,კოლხეთი’’, ხოლო III ტურში სძლია მარტვილის ,,დინამოს’’ ანგარიშით 4:2. II საპრიზო ადგილი 4 ქულით მარტვილის ,,დინამომ’’ მოიპოვა, რომელმაც I ტურში დაამარცხა ფოთის ,,კოლხეთი’’ ანგარიშით 6:4. II ტურში ფრედ ითამაშა ლანჩხუთის ,,გურია’’ III საპრიზო…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 24 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 25 თებერვალს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა უმეტესად უნალექოდ, დრო გამოშვებით წვიმა. შესაძლებელია ელჭექი . ჰაერის ტემპერატურა დღისით: +6° +8° ; ღამით: +3° +5 °. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, სიჩქარით. 26 თებერვალს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა დღისით და ღამით უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14° ; ღამით + 5 ° 7° °იქნება.

იხილე მეტი