სიახლე 

ფოთში ასოციაცია დეამ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა 12 10 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ასოციაცია ,,დეამ ‘’ პროექტის – ,,იყავი აქტიური მოქალაქე, იცოდე შენი საარჩევნო უფლება!“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ფოთელ ახალგაზრდებთან, საარჩევნო საკითხებსა და უფლებებზე ისაუბრეს და საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ფოთში 11 10 19

ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღაში მაწანწალა ძაღლების საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ზარებმა იმატა. მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩვენს ქალქში მომრავლდა ავადმყოფი და ლეკვებიანი მაწანწალა ძაღლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. მათი განცხადებით დაფიქსირდა ძაღლის დაკბენის შემთხვევებიც. ჩვენი ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდდა და ფოთის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია მოსახლეობის გულისტკივილი, თუმცა არსებული დაფინანსებით შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება. გახდება თუ არა შესაძლებელი ფოთში ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა , ამ საკითხზე ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს.

იხილე მეტი

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ახალ გადაცემას იწყებს 11 10 19

პარასკევს 11 ოქტომბერს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში ახალი გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემებს დაეთმობა, სადაც მოწვეულ სტუმრებთან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე გაიმართება დისკუსია. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელების აზრი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე 11 10 19

რამდენად ენდობიან სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, რა ფუნქციები აქვთ რეალურად, ახორციელებენ თუ არა მოქალაქეებისთვის საჭირო საქმეს და ნამდვილად იცავენ თუ არა საზოგადოების ინტერესებს, ამ კითხვებით მოქალაქეებს მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა გამოკითხულთა უმრავლესობა ნაკლებად იცნობს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას და მათ როლს.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 11 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც მოიცავს ფილოსოფიის იდეას, ფილოსოფიის გაგებას თანამედროვეობაში. ასევე პოლიტიკური ფილოსოფიის, ნეიროფილოსოფიის სოციალური ფილოსოფიის და სხვა მნიშვნელოვანი დარგების თანამედროვე მდგომარეობას, როგორც ევროპულ ისე ქართულ ფილოსოფიაში. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოწვეული მომხსენებლები. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ჯაკობო რინალდს საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა 10 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა რინალდმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „XX საუკუნის იტალიური ფილოსოფიის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება“. ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხუროშვილმა დამსწრე საზოგადოებას ჯაკომო რინალდის ბიოგრაფია გააცნო, როგორც მან აღნიშნა, ჯაკომო რინალდი ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორია თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით. იგი არის 20-მდე მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამვიდნენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და პროფესორ რინალდის სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს. პროფ. რინალდი რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად…

იხილე მეტი
სიახლე 

ინფრასტრუქტურული პროექტების წარდგენა ფოთში 10 10 19

ქალაქ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ, ფოთის თეატრში ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. სადაც განხილული იყო: კუნძულის სანაპირო ზოლის მოწყობა, რიონის არხის ამოწმენდა, კოსტავას ქუჩის ტროტუარების კეთილმოწყობა, ასევე აკაკის და წმ. გიორგის ქუჩების შემაერთებელი გზებისა და ჭავჭავაძის, თავდადებულის, თამარ მეფის და ბერდიანსკის ქუჩების ასფალტირება. შეხვედრის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას მიმართა, ქალაქში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მათი მოგვარების გზები განიხილა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსახლეობასთან ერთად მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლეჯ ფაზისში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო 09 10 2019

კოლეჯ ფაზისში ღია კარის დღე გამართა. მოსწავლეებს საშულება აქვთ დარეგისტრირდნენ სხვასასხვა პროგრამებზე . როგორიცაა: ინჟინერია, ბიზნესი და სხვა. კოლეჯი მათ 14 საგანმნათლებლო პროგრამას სთავაზობს. პროფესიულმა სასწავლებელმა ასევე დაიმატა ახალი პროგრამა სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკაში, რომელიც განხორციელდება დუალური და მოდულური მიდგომებით. დუალურ პროგრამაზე სწავლება ხორციელდება კოლეჯსა და პარტნიორ კომპანიებში. რეგისტრაცია 15 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს.

იხილე მეტი
სიახლე 

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი ჩატარდა 09 10 2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მეათე საერთო კრება გაიმართა. კრებაზე განიხილეს 2018 წლის, ასევე 2019-2020 წლების ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ასევე წარადგინეს ეროვნული პლატფორმის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები. საერთო კრებაზე მოწვეული იყო ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და ევროდელეგაციის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები სიტყვით გამოვიდნენ და დისკუსიაც გაიმართა. კრების ბოლოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის არჩევნები ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მორიგი სემინარი გაიმართა 09 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მორიგი სემინარი გაიმართა ,,ჰეგელის სკოლის” ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ჰეგელის რეცეფციას ევროპულ სამყაროში. „ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე გერმანულ ფილოსოფიაზე და “„ჰეგელიანიზმის გავლენა თანამედროვე ანგლო-საქსურ ფილოსოფიაზე“. სკოლას ჰეგელის ფილოსოფიის ცნობილი იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი გაუძღვება. ლექციაზე განხილული იქნება ყველა ის ავტორი ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჰეგელის ფილოსოფიის გამდიდრებაში. ჰეგელის სკოლა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობირების ამაღლებას ჰეგელის ნაშრომების შესახებ. .

იხილე მეტი