სიახლე 

ფოთში მასწავლებლის დღე აღინიშნა 07 10 19

ფოთში, მასწავლებელთა დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ 16 პედაგოგს წლის საუკეთესო მასწავლებლის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადასცა. ხოლო დამსწრე საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად 2020 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ. ფოთის პედაგოგიურ საზოგადოებას 209 უფროსი მასწავლებელი ყავს. მიმდინარე სასწავლო წელს 7 მათგანს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ერთს კი მენტორის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო დიპლომი და სამკერდე ნიშანი მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს ტარიელ გაგულიას გადაეცა, რომელიც 48 პედაგოგთან ერთად, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლის პროგრამის მონაწილე გახდა. საჯარო სკოლის 4 პედაგოგს: ნაილი გეგეჭკორს, მარინა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს 07 10 19

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, ასევე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი” ახორციელებს. მშენებლობა ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი გაიმართა 07 10 19

7 წლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი გაიმართა. ფოთის „კოლხეთი 1913“ ზუგდიდის „ზუგდიდს“ მასპინძლობდა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ესწრებოდა. მატჩი ზუგდიდელთა უპირატესობით დაიწყო და სტუმრებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს თამაშის ბედი, მათ 4 უპასუხო გოლი გაიტანეს კოლხეთის კარში. მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით გაიმართა და სტუმრებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. ფოთელებმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა შესძლეს და საბოლოოდ 6:1 დამარცხდნენ. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთ ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, სველი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ევროპის დღეები აღინიშნა 07 10 1

ფოთში ევროპის მემკვიდრეობის დღეები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში , საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში „საუბრები ლიტერატურაზე“გაიმართა, სადაც საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული სალონი „გულის სამელნეს“ ახალგაზრდა მკითხველებმა მსმენელს საყვარელი ევროპელი ავტორების ნაწარმოებები წარმოუდგინეს, საგანმანათლებლო-ლიტერატურული მიუზიკლი სახელწოდებით „ ძველი ზღაპრების ახალი სიცოცხლე“. მეშვიდე საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ევროპელი და ქართველი მეზღაპრეები გააცოცხლეს. ნიკო ნიკოლაძის კოშკში ევროპული ქორეოგრაფიული ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებების პრეზენტაცია თანამედროვე ცეკვის მკვლევარის, ხათუნა მზარელუას მიერ და ფრანგი ქორეოგრაფის ანჟელენ პრელჟოკაჟის ახალი ბალეტის ,,ფრესკა” ექსკლუზიური ვიდეოჩვენება მოეწყო. ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, დღის ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი…

იხილე მეტი
სიახლე 

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 04 10 19

დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი – „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“ გაიმართა. კურსს გერმანული იდეალიზმის თვალსაჩინო იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი უძღვებოდა. ლექცია ჰეგელის ნაშრომს, მეცნიერებისა და ლოგიკის შესახებ დაეთმო. ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროფესორები ‐ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით იყვნენ მოწვეულნი. პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, კოლეჯ „ფაზისში“ პროექტ”ახალგაზრდული იდეა ფოთს”ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა 04 10 19

პროექტის ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს’’ ფარგლებში მორიგი საინფორმაციო სახის შეხვედრა კოლეჯ ,,ფაზისში’’ სტუდენტებთან გაიმართა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პროექტის ხელმძღვანელებმა ახალი იდეები მოისმინეს და იმსჯელეს თუ როგორ უნდა მოხვდნენ აღნიშნულ პროექტში და როგორ განახორციელონ საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინოვაციური და ურბანული პროექტები. პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტში მონაწილეობა 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ იდეების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება .

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სტუმარია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია. 3 10 19

“კურსორის” სტუმარია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პოეზიის ფესტივალი “პონტოს ბრამეა” ჩატარდა 01 10 19

ფოთში პოეზიის ფესტივალი ,,პონტოს ბრამეა” და ტურნირი თევზჭერაში – ,,ოქროს ლოქო- 2019″ საქართველოს მწერალთა კავშირის ფოთის განყოფილების ორგანიზებით ტელეკომპანია მე-9 ტალღის და ფონდი ,,ქველმოქმედი -2015“ მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ მთელი საქართველოდან ჩამოსული მწერლები და პოეტები საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, — პოეტი ლაშა გვასალია ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით, ხოლო მწერალი ჭაბუკი ქოიავა ნიკო ლორთქიფანიძის პრემიით დააჯილდოვა. ფესტივალის პარალელურად რიონის ხიდზე ტარდებოდა ტურნირი ,,ოქროს ლოქოს მოსაპოვებლად. რომელშიც 20-მდე მეთევზე მონაწილეობდა. მთავარი პრიზი მხატვარმა ბორის პაპასქუამ დაამზადა. საღამოზე ლექსების გარდა შესრულდა მუსიკალურ და ქორეოგრაფიული ნომრები. საღამოს საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო მე-8 საჯრო სკოლის…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო 03 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის საზეიმო გახსნისა და 2019 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე საპატიო სტუმრები იტალიიიდან და გერმანიიდან მონაწილეობდნენ. როგორც ახალი საქართვერლოს უნოვერსიტეტში აღნიშნეს, მთელი წლის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრი მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 03 10 19

საკრებულოს ფრაქცია ,,ფოთის“ თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ხორავამ სხდომაზე გამოთქვა გულისტიკივილი ქალაქში ყოფილი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე არსებული “არგოს” შენობის დანგრევის, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდგარი ისტორიული თბომავლის გადატანის, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე არსებული განათების ანძების ასევე ორი ხელოვნური ელექტრო პალმის გასხვისების თაობაზე. მამუკა ხორავას განცხადებით ის აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

იხილე მეტი