სიახლე 

ფოთში 29 ივლისის ჩათვლით მცირე ნალექი დაფიქსირდება 26 07 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 29 ივლისის ჩათვლით უმნიშვნელო ნალექი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს. 27 ივლისს სინოპტიკოსების ცნობით ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მ/წ სიჩქარით დაქროლავს. ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24° +26°, ხოლო ღამით +19° +21° დაფიქსირდება. 28 ივლისს სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 6-11მ/წმ სიჩქარით. სინოპტიკოსები ზღვაზე 3 ბალიან ღელვას ელოდებიან. დაფიქსირდება ცვალებადი ღრუბლიანობა, დღის დასაწყისში უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22° +24°; ხოლო ღამით + 20° + 22° დაფიქსირდება. 29 ივლისს მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 5-10…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თეატრალური ფესტივალის დღეები გრძელდება 26 07 19

ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დღეს, მორიგი სპექტაკლი გაიმართა. ,,წერილი ღმერთს“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ანატოლი კრიმის ნაწარმოების მიხედვით, უკრაინის თეატრალურმა დასმა, ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დადგა. სპექტაკლის რეჟისორი გალინა პანიბრატეცია. სპექტაკლში, სადაც ორი მსახიობი თამაშობდა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ყოფითი თუ სოციალური პრობლემები. ადამიანთა ირონიული დამოკიდებულება საქმისადმი. სპექტაკლის დასასრულს ფესტივალის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ უკრაინელ მსახიობებს სერტიფიკატები გადასცა. ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი 14 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს საზეიმოდ დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება 26 07 19

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, მარათონი და პლაჟის თამაშები, ასევე დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებები ერთდროულად სამ ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, „ოქროს ტბაზე“ და მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება. უკვე მიმდინარეობს სამი ფოტოკონკურსი: „ჩემი შუქურა“, „მე და ჩემი ოჯახი“ და „ჩემი ბაღი სახლის წინ“. როგორც, „კეფალის ფესტივალის“ დამფუძნებელმა, ნანა ტაბიძემ განაცხადა, ეს იქნება აქტიური დასვენების დღე, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩართვა, ამასთან მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება. ასევე ფესტივალის მთავარი ღონისძიება იქნება, საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო თამაში, სახელწოდებით „არგო ქვესტი“. ნანა ტაბიძეს თქმით, ფესტივალის მიზანია ღია ცის ქვეშ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში საზაფხულო სკოლის დამთავრების ცერემონალი გაიმართა 25 07 19

სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი 2 კვირიან საზაფხულო სკოლას მასპინძლობდა და იგი დღეს დასრულდა. მასში ფოთის საჭარო სკოლების 15 მოსწავლე მონაწილეობდა. საზაფხულო სკოლა მათ საშუალებას აძლევდა გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურასა და ადათ წესებს, გაეუმჯობესებინათ ინგლისური ენის ცოდნა და საკომუნიკაციო უნარჩვევები. მოსწავლეებს ასევე განუვითარდათ ლიდერული უნარჩვევები და გუნდურობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბულინგის პრევენციას. საზაფხულო სკოლის დამთავრების ცერემონიალი ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში გაიმართა. მოსწავლეებმა სხვადასხვა იუმორისტული სკეჩები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ცერემონიალის დასასრულს მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამოქალაქო აქტივისტმა „გახარიას ტყუილები“ დაარიგა 25 07 19

დღეს ქალაქის ცენტრალურ პარკში, სამოქალაქო აქტვისიტმა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა, მალხაზ გაბისონიამ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ აქცია გამართა. მალხაზ გაბისონია, აქცია – „სირცხვილიას” ორგანიზატორების აქტივობას – “გახარიას ტყუილებს” შეუერთდა და ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი სია გადასცა, სადაც მისი თქმით, გახარიას ტყუილებია ჩამოთვლილი.

იხილე მეტი

კურსორის სტუმარია რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია 25 07 19

კურსორის სტუმარია ფოთის განათლების რესურსცენტრის უფროსი, გოჩა ქორქია, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების და პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდების შესახებ ისაუბრა. ასევე, განათლების სამინისტროს ახალ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საპენსიო ასაკის პედაგოგებს ეხებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი „ჭაბონამა“ ხობის „ხეთას დაუპირისპირდა 25 07 19

გუშინ, „პარკი არენას“ სტადიონზე მოყვარულთა შორის „საქართველოს თასი 2019-ის“ გათამაშების მეოთხე ტური ჩატარდა. ერთმანეთს ფოთის „ჭაბონამა“ და ხობის „ხეთა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გოლის გატანა და საბოლოოდ ფრე 0:0 დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ფოთის „ჭაბონამა“, მოყვარულთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი რეგიონულ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს 25 07 19

ფოთი რეგიონულ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფოთის კულტურის სახლში, სადაც ამჟამად ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო თეატრი დროებითაა შეხიზნული, ლიეტუვის, ქალაქ ალიტუსის თეატრალურმა დასმა აფთონ სინკლერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – ,,ამერიკული ოცნება” მაყურებლის წინაშე წარმოადგინა. რეჟისორი ალბერტას ვიძიუნასია. რეგიონალური თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, წელს მეხუთედ ტარდება და მასში 17 რეგიონული თეატრი მონაწილეობს, ასევე თეატრალური დასები ლიეტუვიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან და ირანიდან. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობდა. მას რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, პროფესიული თეატრების ცნობილი მსახიობები და თეატრის მოყვარულები ესწრებოდნენ. დღეს, ფესტივალის ფარგლებში ფოთის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში ირაკლი ლოლუას მემორიალი დასრულდა 24 07 19

ფოთის საჭადრაკო კლუბში ირაკლი ლოლუას მემორიალი დასრულდა. ღია ტურნირი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ჩატარდა. გამარჯვებული მოჭადრაკეები მედლებით, დიპლომებით, თასებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებული უკრაინელი, საერთაშორისო ოსტატი კატერინა დოლჟიკოვა გახდა. ხოლო ელვისებურ ჭადრაკში პირველობა არავის დაუთმო ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანას“ დირექტორმა დავით კოდუამ. ასევე დაჯილდოვდნენ 12 წლამდე ასაკის საუკეთესო შედეგის მქონდე მოჭადრაკეები. ტურნირი ტრადიციულია და ირაკლი ლოლუას მიერ დაფუძნებულ ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანაში“ ყოველწლიურად ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილეებს უმასპინძლეს 24 07 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილეებს უმასპინძლეს. მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ, მერის მოადგილეებმა-მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ 22 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ფესტივალი მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. ფესტივალი მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ადათ-წესების პოპულარიზაციას. დღეს 19:00 ფოთის ცენტრალურ პარკში ფესტივალში მონაწილე ანსამბლები საკუთარი ქვეყნის ფოლკლორ ნომრებს წარმოადგენენ. ფესტივალის საზეიმო დახურვა კი ხვალ 20 საათზე მარტვილში გაიმართება.

იხილე მეტი