სიახლე 

ფოთში დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება 09 07 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 12 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება 09 07 19

სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება. სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების მიღებას აგრძელებს. ორ კვირიანი კურსები 15 ივლისიდან დაიწყება, სადაც მოსწავლეებს ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები კვირაში 4-ჯერ ჩაუტარდებათ. როგორც სკოლის პედაგოგმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას და საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას. რაც შეეხება ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო 2 წლიან აქსეს პროგრამას, ის უკვე შეუდგა მუშაობას. სტუდენტებთან სამი კვალიფიციური პედაგოგია ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისეა. ფოთში, სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი 2009 წელს დაარსდა…

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულ პარკში მეთევზეებმა აქცია გამართეს 09 07 19

ფოთში, მეთევზეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ისინი პალიასტომის ტბაზე არსებულ აკრძალვებს აპროტესტებენ. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ თევზაობით თავიანთ ოჯახებს არჩენენ, დაწესებული შეზღუდვების გამო კი თევზჭერას, პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, დავით გრიგოლიას თქმით, რეგულაციებით აკრძალულია ნაპირთან მიახლოება, ე.წ. “დაბუხვით” თევზჭერა და ქვირითობის პერიოდში თევზაობა. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ადმინისტრაციასთან ერთად პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. როგორც ადგილზე განმარტეს, კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რომლის განხილვაც უკვე მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მასწავლებელთა გამოცდები ხვალიდან დაიწყება 09 07 19

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, გოჩა ქორქია, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას აკვირდება. მისი თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში შეფერხების და კანონდარღვევის გარეშე მიმდინარეობს. დღეს გამოცდები ოთხ ძირითად საგანში, უცხო ენის გამოცდით დასრულდა. აბიტურიენტებმა ტესტი ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულსა და რუსულ ენაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტთა 95% გამოცხადდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ხვალიდან, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდები დაიწყება. ფოთის საგამოცდო ცენტრში 500 პედაგოგია დარეგისტრირებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები გიორგი გაბუნიას მონოლოგს აფასებენ 08 07 19

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფოთში, მოქმედი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. სატელეფონო კომენტარში, საკრებულოს წევრმა, მაია ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგი მისთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა რომ საქმე ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს ეხება. მამუკა ხორავას თქმით, არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ ნებისმიერი მედია საშუალების მხრიდან არაკორექტული საუბარი დაუშვებელია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებას, დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ გიორგი გაბუნია ქვეყნის პატრიოტია, რომელსაც რუსეთის მომხრები აუჯანყდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, რუსეთის პრეზიდენტს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის…

იხილე მეტი
სიახლე 

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო ცენტრის ეზოში მუსიკალური საღამო გაიმართა 08 07 19

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო ცენტრის ეზოში მუსიკალური საღამო გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „ონავრები“ მაყურებლის წინაშე შემაჯამებელი კონცერტით წარსდგნენ. მათ ცნობილი ქართული და უცხო ენოვანი საესტრადო სიმღერები შეასრულეს. როგორც ჯგუფის ხლმძღვანელმა აღნიშნა, პატარა „ონავრები“ ცოცხალი შესრულებით გამოვიდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტურ ოპერატორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა 08 07 19

შაბათს 6 ივლისს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში ტურ-ოპერატორებთან შეხვედრა გამართა, და მათ ფოთის ისტორიული შუქურა წარუდგინა, როგორც რეგიონის საზღვაო ტურისტული ატრაქცია და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. სამეგრელო -ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, (DMO) რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა ტურ-ოპერატორებისათვის ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციების გაცნობას ახდენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთი 1913 თბილისის მერანს დაუპირისპირდა 08 07 19

პარკი არენას სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის, მეთვრამეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ფოთის “კოლხეთი-1913″ გათამაშების ლიდერს, თბილისის – “მერანს” დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა. თამაში სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. დღეისათვის 18 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთი – 1913“ დაგროვილი 17 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონატში გამოცხადებულია საზაფხულო შესვენება და იგი 4 აგვისტოს განახლდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრმა დურუჯი 2019-ზე მარინა რევია წარადგინა 05 07 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ყოველწლიურ თეატრალურ პრემია ,,დურუჯი 2019-ზე“ სპექტაკლი – ,,მარინა რევია“ წარადგინა, რომლის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძეა. ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დადგმული ერთ მოქმედებიანი წარმოდგენა, ჩვენი დროის ყოველდღიურობას ასახავს. სპექტაკლში მოქმედება ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც მთავარი გმირის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება. დასავლეთის ტურნეს ფარგლებში “დურუჯის” ჟიურის 7 წევრიანი ჯგუფი ფოთის თეატრს სტუმრობდა. 2019 წლის “დურუჯის” საკონკურსო პერიოდი 30 ივლისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ჟიურის მიერ შერჩეული ნომინანტების ნუსხა გამოქვეყნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ბოდიბილდერი საქართველოს ჩემპიონი გახდა 05 07 19

თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგში, საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულები შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის, ქალაქ ფოთის სახელით 20 წლამდე ასაკობრივ მენზფიზიკის კატეგორიაში დავით მურადოვი გამოვიდა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. შეჯიბრება როგორც ვაჟებში, ისე ქალებში გაიმართა. ჩემპიონატში, მთლიანობაში ქვეყნის 50-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით, დავით მურადოვი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

იხილე მეტი