სიახლე 

ფოთის ცენტრალუბ ბიბლოთეკაში შეხვედრა გაიმართა 17 06 19

ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დისკუსია გაიმართა თემაზე – ,, საბჭოთა რეპრესიები საქართველოში”. დისკუსიის მოდერატორი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის კოორდინატორი, არჩილ თოდუა გახლდათ. შეხვედრას მოსწავლე ახალგაზრდები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროექტი, ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას ინტერნეტ გამოცემა ,,ლაივპრესი” ახორციელებს. დისკუსიები მთელი სამეგრელოს მასშტაბით გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტაეკვანდოს 3 მწვრთნელი დააკავეს 17 06 19

ფოთში, ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე სამი მწვრთნელი დააკავეს. ისინი ამ დრომდე ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან. მათ ბრალს დღეს წაუყენებენ. ინციდენტი გუშინ, ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის სულხან ბაბუაძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს და მის გადაყენებას მოითხოვს. დაპირისპირება ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელების ახლობლები ამ დრომდე პოლიციის შენობასთან იმყოფებიან. ისინი საპროცესო შეთანხმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობაში რეგატა ჩატარდა 17 06 19

ფოთში, მდინარე რიონზე ომარ ბერაიას სახელობის რეგატა აკადემიურ ნიჩბოსნობაში ჩატარდა, სადაც თბილისის, ქუთაისის, მცხეთის, აბაშის, კოლხი-2016-ის, ფოთის სპორტულ კლუბ ,,მალთაყვის’’ და ფოთის აკადემიური სასპორტო სკოლების ნიჩბოსანთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ფოთელებმა სამი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ 17 06 19

15 ივნისს, ფოთში, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა აქციის ფარგლებში, სახელწოდებით „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა. სხვადასხვა პროფილის კვალიფიციური ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტის მიხედვით შერჩეული მედიკამენტები უფასოდ გაიცა. გამოკვლევები 26 მაისის ქუჩაზე მდებარე №6 საბავშვო ბაღის შენობაში გაიმართა. აღნიშნული აქტივობა ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 14 06 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ხვალიდან 17 ივნისის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსების ვარაუდით ამ სამი დღის მანძილზე ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ზღვის ღელვა კი 2-3 ბალამდე შენარჩუნდება. 15 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დღისით +24-26 გრადუსი, ღამით +22-24 გრადუსი იქნება, საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16 ივნისს დღისით მცირე წვიმა ელჭექით დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24-26 გრადუსი, ღამით +22-24 გრადუსია მოსალოდნელი. 17 ივნისს დილის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25-27 გრადუსი, ღამით +21-23 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეროვნული გამოცდები მესამე სკოლაში ჩატარდება 14 06 19

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის პირველ ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. ხოლო, მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციების და პროფესიული უნარების გამოცდა 10 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ფოთის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განცხადებით, რეგისტრაცია 1100-მდე აბიტურიენტმა და 500-მდე პედაგოგმა გაიარა. ერთიან ეროვნულ გამოცდებს ტრადიციულად მესამე საჯარო სკოლა უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

არჩევნები ფოთის საჯარო სკოლებში 13 06 19

17 ივნისს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ის ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს, ბიუჯეტს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში მშობლები და პედაგოგები თანაბარი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა, ამჯერად რიგით მეხუთე არჩევნები იმართება. მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საქველმოქმედო ორგანიზაციები ზუგდიდის ფორუმზე 13 06 19

ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ელექტრონული კომერციის რეგიონალური ფორუმი შედგა. სადაც სხვადასხვა კომპანიებსა და მეწარმეებს შორის ფოთიდან მოწვეული იყვნენ ფონდი “ქველმოქმედი 2015” და “არტგალერეა 34”. მათ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვისა და უსინათლო გოგონების ნამუშევრები-ნაქარგები,ნახატები და სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარები წარადგინეს. ფორუმი პროგრამის “ინტერნეტი განვითარებისთვის” ფარგლებში ტარდება. პროექტის ფარგლებში მეწარმეები საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან ტრენინგებს ელექტრონული კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით გადიან. რაც საბოლოოდ მათ მისცემს შესაძლებლობას კვალიფიციური მენტორის დახმარებით გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ონლაინ-პლატფორმებზე და მიიღონ შემოსავალი.

იხილე მეტი
სიახლე 

მაშველი გოგონა ფოთიდან 13 06 19

ფოთში, შსს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები ზღვის სანაპიროზე პატრულირებას პირველუ ივნისიდან ახორციელებენ. მაშველებს შორის ერთ-ერთი 23 წლის გოგონაა. ის 2017 წლის მსოფლიო რბენის გამარჯვებულია, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მიღებული. როგორც ის აცხადებს, მაშველად მუშაობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, თან ცურვა ძალიან უყვარს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 12 06 19

ქალქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი ახორციელებს. ამჯერად არხების გაწმენდა სპეციალური ტექნიკით, კუნძულისა და ცენტრის უბნებში ხდება. სერვისების ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები, წინასწარი შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ასევე მოსახლეობიდან შემოსული განცხადებების გათვალისწინებით ტარდება.

იხილე მეტი