ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მხარდაჭერას განაგრძობს 29 12 21
ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო ტიპის 46 სახლსა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფარში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს მთლიანად აფინანსებს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობა 2022 წელსაც გაგრძელდება.
იხილე მეტიაფხაზეთის მთავრობის კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სენაკში გრძელდება 29 12 21
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და, ასევე, სამედიცინო პირბადეები გადაეცათ. ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება და იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით იმართება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.
იხილე მეტიფოთის ფოლკლორის ცენტრმა ღონისძიება გამართა 29 12 21
,,ფოთის ფოლკლორის ცენტრი”-მა , ვაჟა ფშაველასადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოაწყო.ღონისძიების მონაწილეებმა პოეტის შემოქმედება და ბიოგრაფია გაიხსენეს. შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. მაყურებლის წინაშე ანსამბლები ,,ფაზისი და ,,სამება“ წარსდგა. ფოლკლორის ცენტრის დირექტორის ზაზა ღადუას განცხადებით მსგავსი სახის ღონისძიებები,რომლებიც ქართველ შემომქმედებს მიეძღვნება, მომავალშიც გაგრძელდება.აღსანიშნავია,რომ ღონისძიებაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
იხილე მეტიდღეს ფოთის N1 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 29 12 21
ფოთში წინასაახალწლო სამზადისი, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს.დღეს ფოთის პირველ საბავშვო ბაღში, ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა,რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელებმა სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს. აღსანიშნავია,რომ პანდემიის გამო,რეგულაციებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო.დასასრულს პატარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ცნობილია,რომ ფოთის ყველა ბაღის აღსაზრდელს საახალწლო ნობათი ეტაპობრივად გადაეცემა, აღნიშნული აქტივობა ყოველწლიურად ხორციელდება.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი 29 12 21
“დემოკრატიის უკუსვლა” მსოფლიოში – სტუდია ვაშინგტონირა გამოწვევებია მსოფლიოში, დემოკრატიის მხრივ და რა გავლენა იქონია 6 იანვარს განვითარებულმა პროცესებმა ამ მიმართულებით? გთავაზობთ ექსპერტების პოზიციებს და მოლოდინებს. კაპიტოლიმში შეჭრიდან არასრული ერთი წლის თავზე, დონალდ ტრამპს კვლავ არ აქვს წვდომა სოციალურ ქსელებზე.
იხილე მეტი,კეფალის ფესტივალი”-ს ფარგლებში, წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ფოთში გალერეა ,,34’’-ში ,,კეფალის ფესტივალი”-ს ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა,რომელშიც როგორც ადგილობრივი ისე მოწვეული მხატვრები მონაწილეობდნენ. ,, კეფალის ფესტივალი’’-ს ორგანიზატორის ნანა ტაბიძის განცხადებით ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს, მათ შორის ტრენინგები ფეისბუქ ადმინისტრატორებისთვის, რომლებსაც ფოთის შესახებ ვებგვერდები აქვთ შექმნილი. აღსანიშნავია,რომ მსგავსი ღონისძიებები ფესტივალის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.
იხილე მეტი,, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში” დასრულდა 28 12 21
ფოთში 22-25 დეკემბერს ,, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი’’ კრივში მიმდინარეობდა , რომელშიც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების, კრივის სასპორტო სკოლებისა და მოკრივეთა კლუბების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ტურნირზე, ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს: 46 კგ წონითი კატეგორიაში 1 ადგილი გიორგი კილასონიამ დაიკავა.50 კგ წონითი კატეგორიაში კი პირველ ადგილზე აკაკი ბასარია გავიდა, ხოლო 46 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ლიზი ხარბედიამ დაიკავა. 54 კგ წონითი კატეგორიაში მეორე ადგილი თორნიკე დანელიამ მოიპოვა, 42 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე თაზო გაბელია გავიდა, ხოლო 46 კგ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილი რუზი მამედოვმა დაიკავა. აღსანიშნავია,რომ ორგანიზატორების განცხადებით :…
იხილე მეტი“კურსორის„ სტუმარია პედიატრი ნინო კირთაძე 28 12 21
,,კურსორი”-ს სტუმარია : ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი”-ს, ბავშვთა კოვიდ განყოფილების მთავარი ექიმი, პედიატრი, ნინო კირთაძე, რომელიც კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება.
იხილე მეტიფოთში, კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 28 12 21
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია რომ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს. აღსანიშნავია,რომ პროექტის მიზანი ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენაა.
იხილე მეტი