„კურსორი“-ს სტუმარია ნონა სილაგავა 19 01 22

,,კურსორი”-ს სტუმარია :ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ნონა სილოგავა რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობით დაწყებული ახალი პროექტის შესახებ გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

გაძვირდება, თუ – არა, პური? 19 01 22

მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,რომ წისქვილკომბინატების ნაწილი იხურება,რამაც შესაძლოა პურის ფასზე იქონიოს გავლენა. ჩვენ დავინტერესდით,როგორ აფასებენ პურის მწარმოებლები ბაზარზე არსებულ ვითარებას, მოსალოდნელია თუ არა პურზე ფასის ზრდა და შეიძლება თუ არა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას პრობლემა შეექმნას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარეს მალხაზ დოლიძეს ვესაუბრეთ, როგორც ის აცხადებს: ქვეყანაში ფქვილი ხელსაყრელ ფასად შემოდის და ამ ეტაპზე პურის გაძვირება არ იგეგმება. აღსანიშნავია რომ გასულ წელს პურის ფასმა 12%ით მოიმატა და საშუალოდ პურის ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

0:01 / 1:41 მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს 19 01 22

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. საზეიმო ლიტურგია,დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა,ასევე ხდება წყლის კურთხევა ,რის შემდეგაც მრევლსა და ყველა მსურველს, ნაკურთხი წყლის სახლში წაღება და მიზნობრივად გამოყენება შეუძლია.ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა და რამდენიმე ადამიანი გაქრისტიანდა . მრევლმა და სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცეს.ნათლისღებიას სხვაგვარად ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ამ დღეს განცხადდა ყოვლადწმინდა სამება,სწორედ ამიტომ ქრისტიანული სამყროსთვის ეს დღე…

იხილე მეტი
სიახლე 

რუსული ჯარები ბელარუსში, საფრთხე უკრაინისთვის – სტუდია ვაშინგტონი

“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი

იხილე მეტი
სიახლე 

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა 18 01 22

კოვიდის 7 521 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა.ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ “ომიკრონის” გავრცელებიდან გამომდინარე დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს გადააჭარბებს.სიტუაციიდან გამოსავალს ექიმები ვაქცინაციის გააქტიურებასა და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.ეპიდემიოლოგ ნინო ჭანტურიას განცხადებით, ,,ომიკრონი’’-ით ინფიცირების შემთხვები განსაკუთრებით ბავშვებში ხდება,ამიტომ უპირობა გზა ვაქცინაცია და რეგულაციების მკაცრი დაცვაა. შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 934 667 ვირუსს ემსხვერპლა 14 512 ადამიანი.

იხილე მეტი
სიახლე 

სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა 18 01 22

17 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქის განცხადებით : ფოთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო და სულ 900-მდე მოსწავლემ, სწავლა ონლაინ რეჟიმში განაახლა. ქორქიას განცხადებით: იმ შემთხვევაში თუ ეპიდ ვითარება დამძიმდება ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, განათლების წარმომადგენლები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ,ამ ეტაპზე კი კოვიდ პანდემიის გამო სწავლის შეჩერების საკითხი არ განიხილება. აღსანიშნავია რომ მშობლებს კვლავ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, დისტანციურსა და დასწრებით სწავლების ფორმატს შორის, ხოლო რისკჯგუფის წარმომადგენელ მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

იხილე მეტი
სიახლე 

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა 14 01 22

დღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. მორთულია დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე. აღსანიშნავია რომ საქართველოში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან, 14 იანვარს, ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“-ს სტუმარია თენგიზ ხუხია 14 01 22

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა., კურსორი”-ს სტუმარია: ,, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის” დირექტორი, თენგიზ ხუხია, რომელიც დღეს დაგეგმილ პრემიერაზე და თეატრის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 01 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება. დროგამოშვებით, იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ფოთში 18 იანვარს დღისით +3 , 5 ღამით +1.+3 გრადუსია მოსალოდნელი,ძირითადად მოღრუბლული ამინდი გველოდება. 19 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით 0,ხოლო ღამით +3 გრადუსი იქნება, დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი