სიახლე 

ფოთში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 05 19

ფოთში, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად 6 თვიანი პროექტი, კოსტავას ქუჩაზე 546 მეტრი სიგრძის 2 ზოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის განაცხადებით, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ტროტუარზე ბეტონის ფერადი ფილების, გაზონებზე ბორდიურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მისივე თქმით, სამუშაოები 18 მარტს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოებს შპს „ტოტალი“ აწარმოებს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 343 238 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი ყულევის ტერიტორიაზე ქარიანი ამინდი დაფიქსირდება 22 05 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 24 მაისის ჩათვლით მოღრუბლული და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +30° დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

კურსორის სტუმარი შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ფსიქოლოგი 22 05 19

კურსორის სტუმარია არასამთვრობო ორგანიზაცია „სოციალური რეფორმებისათვის“ წევრი და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ფსიქოლოგი მანონი ბასილაია. მან ისაუბრა, იმის შესახებ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მათი ორგანიზაცია. ასევე ისაუბრა, როგორ ხდება სხვადასხვა პროექტების განხორციელება, შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ხელთნაკეთი თოჯინების საქალაქო კონკურსი ჩატარდა 22 05 19

ფოთში პირველად, ხელთნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ინიციატივით შედგა. კონკურსში 8 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოება, პირველ ივნისს, ცენტრალურ პაკში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება. ღონისძიების მიზანია, მოზარდთა შემოქმედებითი უნარების, ფანტაზიის სტიმულირება, შრომითი ჩვევების დანერგვა და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, 45 წლის მამაკაცი ტბაში დაიხრჩო 22 05 19

ფოთში, გუშინ ღამით გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მობილიზებული იყო პოლიცია. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პოეტი ნენე კორიშელი გაიხსენეს 21 05 19

საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში, ფოთელი პოეტის, ნენა კორიშელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას, სახელწოდებით „ლექსები, მსგავსი ცხოვრების“ პოეტი ზოია გრაფიშვილი უძღვებოდა. ჟურნალ „ორნატი“-ს წევრებმა მოიგონეს ქალბატონი ნენა და ისაუბრეს მის შემოქმედებაზე. მესამე ბიბლიოთეკის ფილიალთან არსებული ლიტერატურული სალონის წევრებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს სკოლებში ბოლო ზარი დარეკეს 21 05 19

2018-2019 სასწავლო წელი დასრულდა. საჯარო და კერძო სკოლებში 350 მოსწავლისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ფერადი წარწერებით და უამრავი კეთილი სურვილით, აჭრელებული თეთრი პერანგებით თავმომწონე მე-12 კლასელები სკოლის კედლებს, კლასს, მერხს და მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. მე-12 კლასელებმა აღნიშნეს, რომ დღეიდან დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მზად არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს პირველ კლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო 21 05 19

პირველ კლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო და დღეიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდნენ. სკოლებში პირველკლასელთა დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. სკოლებში გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია ანუ, IV ეტაპისთვის დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში საპრემიერო ჩვენება ანშლაგით გაიმართა 20 05 19

19 მაისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. „მომკალ, მომკალ“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ორი ხანდაზმული მეზობლის, ქვრივი ქალბატონების მარტოობის და გაუცხოების პრობლემას მოგვითხრობს. რეჟისორი მწარე სარკაზმით და ტკივილნარევი იუმორით გვაჩვენებს, თუ როგორი რთულია სიმარტოვე. საზოგადოების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიეს. ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლი, თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რამაზ იოსელიანმა დადგა. სპექტაკლში მსახიობები, ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა მონაწილეობენ. სპექტაკლის მხატვარი ანანო დოლიძეა, ტექნიკური რეჟისორი კი ეკა კულუა.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმრები არიან ფოთის მუზეუმის დირექტორი და არქეოლოგები 20 05 19

კურსორის სტუმრები არიან კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორი ელენე გაბლიანი, არქეოლოგები, დავით ნასყიდაშვილი და ემანუელ ინტალიატა.

იხილე მეტი