სიახლე 

ფოთში მწერლის რევაზ ინანიშვილის საღამო გაიმართა 20 12 18

დღეს, ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო – “ტკივილი მონატრებისა” გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა, მწერლის მოთხრობები წაიკითხეს. ღონისძიება, ლიტერატურული სალონის “გულის სამელნე”-სა და მეორე სკოლასთან არსებული ლიტერატურული სალონის „ფერადი სტროფების სამყაროს“ ერთობლივი მუშაობით ჩატარდა. როგორც მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა თქვა, საღამოს, მიზანია, ახალი თაობის წარმომადგენელებს, მწერლის შემოქმედება და ბიოგრაფია გააცნონ. რევაზ ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მისი პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს გამოიცა. რევაზ ინანიშვილი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალულია.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში c ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი უკვე ათასმა მოქალაქემ ჩაიტარა 20 12 18

ფოთის იუსტიციის სახლში, C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი უკვე ათასმა მოქალაქემ ჩაიტარა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუდმივად ფართოვდება. სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის კუთხე ფოთის იუსტიციის სახლში მოეწყო. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან დაკავშირებით. როგორც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსიმა აღნიშნა, სიახლეებია დაფინანსების კუთხითაც, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. ხოლო, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისა და ვეტერანებისთვის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, თანადგომის სახლის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს 19 12 18

სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში დღეს საზეიმო განწყობა იყო. ფონდი “ქველმოქმედი 2015”-ისა და “არტ გალერია 34”-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „თანადგომის სახლში“ ბენეფიცარებს თავიანთი ფოტოსურათით გაფორმებული კალენდრები გადაეცათ. მანამდე კი სამდღიანი ფოტო სესია გაიმართა. ასევე, ერთ-ერთი ორგანიზატორის, ია როგავას თქმით, წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად, მათ ტკბილი ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. როგორც ია გორგოტაძემ აღნიშნა, 28 დეკემბერს, ფონდი ქველმოქმედი, სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღასთნ ერთად გეგმავს, სოციალურად დაუცველი 25 ოჯახისათვის სეზონის შესაბამისი სამოსისა და პროდუქტის გადაცემას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო სამზადისია 19 12 18

ფოთში საახალწლო სამზადისია. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს, რომელიც 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში აინთება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წმ. ნიკოლოზის ხსენების დღე აღნიშნეს 19 12 18

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ნიკოლოზის ხსენების აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი მან შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.წმ. ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება. ქალაქ ბარში, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მისი წმინდა ნაწილებია დასვენებული, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს,…

იხილე მეტი
სიახლე 

2019 წლის ფოთის ბიუჯეტის საჯარო განხილვა 18 12 18

ფოთში, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნანა ჭანტურიამ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 204 ათასი ლარით მეტია. მისივე თქმით 2019 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება.შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ. მრავალსართულიანი სახლების მაცხოვრებლებმა დაზიანებული სახურავების შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა მოითხოვეს. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარება, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ,,კოლხმა რაინდებმა” ქუთაისის ,,ბაგრატი” ანგარიშით 12:8 დაამარცხეს 17 12 18

პარკი არენაზე საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ლიგის მეორე წრის მეორე ტურის კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს, ფოთის ,,კოლხი რაინდები’’ და ქუთაისის „ბაგრატი“ დაუპირისპირდა. თამაში მორაგბეებს შორის დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩი კოლხი რაინდების გამარჯვებით, ანგარიშით 12:8 დასრულდა. დღეს, ფოთელ მორაგბეთა სამი გუნდი, ქუთაისში ასაკობრივი ჯგუფების ფესტივალში მონაწილეობს. ამ თამაშებით დასრულდება მიმდინარე წლის შეხვედრები. მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი 2019 წლის 15 თებერვალს  გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა 18 12 18

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატებამ გამოიწვია. ოპოზიციამ სოციალურ პაკეტში დარჩენილი თანხა და მრავალშვილიან ოჯახებზე დაწესებული რეგულაციები გააპროტესტა.მათი განცხადებით, არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედება სამარცხვინო ფაქტია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა 17 12 18

ფოთში, სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ, შავი ზღვის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივების განცხადებით, 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები დააზიანა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ერთ სახლში, სადაც სახურავი მთლიანად არის ჩაინგრეული. დაზარალებულების მტკიცებით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ. ,,სტიქიამ ფოთში რამდენიმე სახლი დააზიანა,მათ შორის ჩემიც.სახურავი მთლიანად ჩაინგრა. ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ , დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ დღემდე არანაირი შემწეობა არ მიგვიღია. ოჯახის რამდენიმე წევრი ღამეს ახლობელთან ათენებს, -განუცხადა ჟურნალისტებს აქციის მონაწილემ, ზოია გრაფიშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ დაზარალებულებს დახმარება უახლოეს დღეებში გაეწევათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა 17 12 18

ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. ის 3 დეკენბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი ჩატარდა.გამარჯვებული მოჭადრაკეები, მედლებით დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს ასევე ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალი შპს “კავტრექს ფოთის” სპონსორობითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

იხილე მეტი