სიახლე 

,კეფალის ფესტივალი”-ს ფარგლებში, წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ფოთში გალერეა ,,34’’-ში ,,კეფალის ფესტივალი”-ს ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა,რომელშიც როგორც ადგილობრივი ისე მოწვეული მხატვრები მონაწილეობდნენ. ,, კეფალის ფესტივალი’’-ს ორგანიზატორის ნანა ტაბიძის განცხადებით ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს, მათ შორის ტრენინგები ფეისბუქ ადმინისტრატორებისთვის, რომლებსაც ფოთის შესახებ ვებგვერდები აქვთ შექმნილი. აღსანიშნავია,რომ მსგავსი ღონისძიებები ფესტივალის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

,, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში” დასრულდა 28 12 21

ფოთში   22-25 დეკემბერს ,, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი’’ კრივში მიმდინარეობდა , რომელშიც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების, კრივის სასპორტო სკოლებისა და მოკრივეთა კლუბების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ტურნირზე, ფოთელმა მოკრივეებმა  წარმატებით იასპარეზეს: 46 კგ წონითი კატეგორიაში 1 ადგილი გიორგი კილასონიამ დაიკავა.50 კგ წონითი კატეგორიაში კი პირველ ადგილზე აკაკი ბასარია გავიდა, ხოლო 46 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ლიზი ხარბედიამ დაიკავა. 54 კგ წონითი კატეგორიაში მეორე ადგილი თორნიკე დანელიამ მოიპოვა, 42 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე თაზო გაბელია გავიდა, ხოლო 46 კგ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილი რუზი მამედოვმა დაიკავა. აღსანიშნავია,რომ ორგანიზატორების განცხადებით :…

იხილე მეტი

“კურსორის„ სტუმარია პედიატრი ნინო კირთაძე 28 12 21

,,კურსორი”-ს სტუმარია : ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი”-ს, ბავშვთა კოვიდ განყოფილების მთავარი ექიმი, პედიატრი, ნინო კირთაძე, რომელიც კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 28 12 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია რომ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს. აღსანიშნავია,რომ  პროექტის მიზანი ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენაა.

იხილე მეტი
სიახლე 

კომპრომისზე არ წავალთ – ნატო რუსეთთან მოლაპარაკებას იანვარში შეეცდება სტუდია ვაშინგტონი 28.12.2021

მოსკოვის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას, ნატო კრემლს დაახლოებით 2 კვირაში, 12 იანვარს სთავაზობს. ორშაბათს ისრაელში “ფაიზერ-ბიონტექის” კოვიდ-19-ის ვაქცინის მე-4 დოზის ადმინისტრირება დაიწყეს – რამდენიმე სიახლე გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 26 დეკემბერს საახალწლო დღეები მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა 27 12 21

ფოთში 26 დეკემბერს ,,საახალწლო დღეები” მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა,რომლის ფარგლებში მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული სტუდია „ანა-ბანას“ და სამეჯლისო სტუდია „მზის გული”-ს კონცერტი გაიმართა .აღსანიშნავია რომ 14 იანვრამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დაგეგმილია ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. გაიმართება კონცერტები ,როგორც ადგილობრივი, ასევე, მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე 7 იანვარს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაგეგმილია საახალწლო-საშობაო ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები.

იხილე მეტი

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 27 12 21

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პატიმრობა მიესაჯათ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებს. ლევან ჩოჩიასა და ზურაბ ყურუას 7-7 ხოლო ნიკოლოზ გრიგოლიას 2 წლით. ამასთან ზურაბ ჯამბურიასა და თემურ ლატარიას, თანხის გადახდა დაეკისრათ . ხსენებულ პირებს ბრალად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება

იხილე მეტი
სიახლე 

პროტესტი ფოთში – ფირმა “ტაჰალში” დასაქმებული პირები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ 27 12 21

პროტესტი ფოთში, ფირმა ,,ტაჰალში” დასაქმებული პირები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 100 მდე დასაქმებულს ოქტომბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია. კომპანია კი მათი საკითხის გადაწყვეტას 31 დეკემბერს ჰპირდება, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. ,,ტაჰალის” თანამშრომლები ფოთის მერს საკითხში გარკვევას და მედიატორის როლის შესრულებას სთხოვენ.ფირმა ,,ტაჰალში “კი ინტერვიუზე უარს აცხადებენ, პირად საუბარში კი ამბობენ რომ საკითხის გარკვევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია,რომ ,,ტაჰალი” ფოთში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ახორიციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფსიქიკური პრობლემები პანდემიის დროს გაიზარდა – “სტუდია ვაშინგტონი”

ტრესის, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური პრობლემების ზრდის ფონზე, ამერიკელი სპეციალისტები შობა-ახალი წლის გატარებას ახლობლებთან ერთად გვირჩევენ, უსაფრთხოების ზომების გათვალიწინებით. ❖ მანჰეტენზე, საკონფერენციო ცენტრის სახურავზე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის მოსავალი წელიწადში 18 000 კილოს გადააჭარბებს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა 27 12 21

ფოთში სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა და საახალწლო თემაზე შექნილი ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა.სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილის, გრიგოლ ღვანიას განცხადებით შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა პირობაა შექმნილი იმსთვის, რომ მოსწავლეებმა ხატვა საფუძვლიანად შეისწავლონ . აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სამხატვრო სკოლაში 70 მდე მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ხატვის, მინანქრისა და ანიმაციების შექმნის ხელოვნებას ეუფლებიან.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. რეაბილიტაციის პროექტი ფონდ “ქართუ”-მ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა.

იხილე მეტი