სიახლე 

მის საქართველო 2018″-ის ფინალისტი, ფოთელი მარეხ ახალაძე გახდა 5 12 18

მის საქართველო 2018-ის” სილამაზის კონკურსის ფინალური კასტინგი შედგა, სადაც 200-მდე კონსკურსანტიდან 20 მონაწილე შეირჩა. ორგანიზატორებმა საზოგადოებას ის მონაწილეები გააცნეს, რომლებიც გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. 2018 წლის სილამაზის კონკურსი „მის საქართველოს“ ერთ-ერთი ფინალისტი ფოთელი გოგონა, მარეხ ახალაძე გახდა.”მის საქართველო 2018″- ის ფინალური ჩვენება 15 დეკემბერს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

აქციას გააზიარესითბო, ფოთელები შეუერთდნენ 5 12 18

სიკეთე გადამდებია. მარინა კვაჭაძემ თავის თანამშრომლებთან ერთად, ფოთში, რუსთაველის რკალზე კარადა დადგა, სადაც თბილი ტანსაცმელი მოათავსა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ. მარინა კვაჭაძე, რამდენიმე დღის წინ, ბერი სალოსის ქუჩაზე გამართულ საქველმოქმედო აქციას, #გააზიარესითბო-ს გამოეხმაიურა. აქციის ორგანიზატორი იმედოვნებს, რომ კიიდევ მეტი ადამიანი შეუერთდება ამ გამოწვევას _ „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ – აიღეთ” და ნივთებთან ერთად სურსათსაც დატოვებენ. თბილისში, რამდენიმე მეგობრის საქველმოქმედო აქციას „გააზიარე სითბო“, ბევრი ადამიანი შეუერთდა და თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძის ლექცია გაიმართა 5 12 18

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის, არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ლექცია-სემინარი გაიმართა. სემინარი თემაზე „წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა“ ჩატარდა. არქიმანდრიტ დიონისეს თქმით, ქრისტიანული ჰერმენევტიკის შესახებ ლექცია, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მიმართულება შეისწავლის წმინდა წერილის განმარტების პრინციპებს და მეთოდებს. სწორედ ამ პრინციპების მიხედვით ხდება ქრისტიანული კომპენსების დაყოფა, პროტესტანტულ, კათოლიკურ და მართმადიდებლურ ეკლესიებად. ლექცია-სემინარს სასულიერო პირები და ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ნიკო ნიკოლაძეს კოშკში მემორიალური დაფა გაიხსნა 4 12 18

დღეს, ნიკო ნიკოლაძის კოშკში, რომელიც კოლხური კულტურის ერთ-ერთი მუზეუმია, ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ასევე ნავსადგურისა და მაშინდელი ხლმძღვანელობის სურათების გამოფენა მოეწყო. „ფოთის თვითმმართველობა და ნიკო ნიკოლაძე“ ამ სახელწოდებით გახსნილი გამოფენა, ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 160 წლის თარიღს მიეძღვნა. დღეს სიმბოლურად, მუზეუმის კლუბის წევრებს ბარათები გადაეცათ, რითაც მომავალში საგამოფენო სივრცეში შესვლას და დათვალიერებას შესძლებენ. გამოფენა, ნიკო ნიკოლაძეს კოშკში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკეებმა გუნდურ ჩემპიონატში საპრიზო ადგილები მოიპოვეს 4 12 18

ქუთაისში, დავით ჩირაძეს სახელობის ჭადრაკის ტურნირი დასრულდა. თმაში 12, 10, 8 და 7 წლის მოჭადრაკეთა შორის გაიმართა, სადაც ოთხი რეგიონის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანას” მოჭადრაკეებმა, ოთხივე ტურნირში საპრიზო ადგილი მოიპოვა. 12 წლის მოჭადრაკეთა შორის ფოთის კლუბმა: თეიმურაზ კვიკვინიამ, კახაბერ კიზირიამ, გიორგი სიჭინავამ და ლიზი ფოჩხუამ, რომელთა მწვრთნელი გოჩა ჩაჩუაა მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა. 10 წლამდელთა შორის ასევე მე-2 ადგილს დაეუფლა ფოთელი მოჭადრაკეები, კახაბერ კიზირია, ლუკა წურწუმია, გიორგი კვარაცხელია და ანა სანიკიძე. 8 წლის ასაკში ასევე მე-2 ადგილს დაეუფლა ფოთელთა გუნდი: გაგა გვასალია, დემეტრე კაკულია, მარიამ ვადაქარია და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთმა ეროვნული ლიგა დატოვა 4 12 18

დღეს, პარკი არენაზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ფოთის “კოლხეთი 1913-მა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. შეხვედრა დინამოს გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამ მოგებით, თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. რაც შეეხება ფოთის „კოლხეთს“, უმაღლესი ლიგის გარეშე დარჩა. ის მომავალი სეზონიდან „ეროვნულ ლიგა 2-ში“ იასპარეზებს. „სეზონი უარყოფითი შედეგით დასრულდა, თამაში უიღბლო აღმოჩნდა ჩვენთვის, რის შედეგადაც დავტოვეთ უმაღლესი ლიგა. ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის განწყობა არ ჰქონდათ. როცა უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი გვქონდა, მაშინ ბიჭები იბრძოდნენ. მიუხედავად ამისა მათ მადლობას ვეუბნები და დინამოს წარმატებებს ვუსურვებ“, _ განაცხადა კოლხეთის მწვრთნელმა მომავალ კალენდარულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 7 დეკემბრამდე მოღრუბული ამინდი შენარჩუნდება 3 12 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფილული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე, მოღრუბლული ამინდი, ზოგან წვიმა დაფიქსირდება. დღისით აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 8-13 მ/წმ სიჩქარით, ღამით 7-12მ/წმ სიჩქარით. ზღვის ღელვა 2 ბალი იქნება. დღის მანძილზე ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით: +15 ° + 17 °; ღამით:+11 ° + 13 °. 5 დეკემბერს, დღე-ღმის განმავლობაში აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 6-11 მ/წმ სიჩქარით. ზღვის ღელვა დღისით 2-3 ბალი იქნება, ღამით კი 3-4 ბალი ცვალებადი მოღრუბლულობა,ღამით მოღრუბლული ამინდი დაფიქსირდება. ასევე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ფესტივალი გაიხსნა 3 12 18

ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა მე-9 საჭადრაკო ფესტივალმა სტარტი დღეს აიღო. ის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლასი გაიმართა. მასში წელს 300-მდე მოჭადრაკე იასპარეზებს. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი გაიმართება. დღეს დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი ჩატარდა, რომელიც 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.  

იხილე მეტი
სიახლე 

არჩევნების საბოლოო შედეგები ფოთში 30 11 18

ფოთში.70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40,38% მიიღო, ის შედეგები, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 59,62%. სალომე როდონაიას თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგები, საოლქოში საჩივრების განხილვის შემდეგ დაიდება. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 972 ხმით მოუგო, ამჯერად არსებული 32 უბნიდან, უპირატესობა მხოლოდ ხუთ უბანზე მოიპოვა და 4 167 ხმით დამარცხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია 30 11 18

ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ფოთის ვიცე-მერმა კოტე თოფურიამ განაცხადა და დასძინა, რომ ეს პირველადი მონაცემებია, სპეციალური კომისია კი ზარალის დათვლას აგრძელებს. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს, კერძო სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებს სახურავი გადახადა. წაქცეულია ხეები, დამტვრეულია მანქანები და დაზიანებულია ელექტროსადენები. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როგორც ვიცე მერმა აღნიშნა, მათ სახლების გადასახური მასალა უკვე დაურიგდათ. წინასწარი ინფორმაციით, ფოთში 94 კერძო სახლი და მუნიციპალურ ბალანსზე არსებული 40 ობიექტია დაზიანებული.

იხილე მეტი