სიახლე 

,,კოლხეთი 1913″ 0 -1 “რუსთავი” 26 11 18

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში, ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. შხვედრა პარკი არენაზე გაიმართა. რუსთაველმა თავდამსხმელმა, ლობჯანიძემ პირველივე წუთებში თავისი გუნდი დააწინაურა. მატჩის განმავლობაში ორივე მხარეს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა 11 მეტრიანი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ შეხვედრა რუსთაველების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური დარჩა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ „კოლხეთი“მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგას დაემშვიდობება.

იხილე მეტი
სიახლე 

„რა სად როდის“ შემოდგომის თასის გათამაშება ფოთში 26118

ფოთში ინტელექტუალური თამაში „რა სად როდის“ შემოდგომის თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც საჯარო და კერძო სკოილების მოსწავლეთა 13 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი მე-15 საჯარო სკოლამ დაიკავა. მათ სკოლის ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და ინტელექტკლუბის ორგანიზებით გაიმართა. ორგნიზატორების განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან, ტურნირი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ყოფილი და მოქმედი საკრებულოს წევრები ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ 26 11 18

ფოთში, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, ფოთის საკრებულოს 6-ვე მოწვევის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ყოფილმა და მოქმედმა საკრებულოს წევრებმა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ნიკო ნიკოლაძის შთამომვალის დამარცხება იმით ახსნეს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე ფოთელები განაწყენებულები არიან. მათ პრობლემების გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ფოთისთვის არის შანსი და ეს შანსი ადგილობრივებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ყოფილმა მერმა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი გაზეთები დაარიგა 26 11 18

ფოთის ყოფილმა მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომან მელიამ აგრარულ ბაზარში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი გაზეთები დაარიგა. როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, ფოთელებისთვის უხერხულია ის მომენტი რომ, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილმა არჩევნების პირველ ტურში, ფოთში წააგო, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან ეს ფოთის გადარჩენის ბოლო შანსია.

იხილე მეტი
სიახლე 

უფასო გამოკვლევები ფოთის პოლიკლინიკაში 26 11 18

კვირას, კლინიკა ევექსისა და ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინი გამოკვლევების აქცია გაიმართა. ფოთის ამბულატორიულ ცენტრში, მოწვეულმა ექმიმებმა პაციენტებს სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი საჭირო კვლევები ჩაუტარეს. მოქალაქეებს მთელი დღის მანძილზე თბილისისა და ქუთაისის რეფერალური კლინიკების წამყვანი სპეციალისტები ემსახურებოდნენ. როგორც მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა, საჭირო კვლევების შემდეგ, ბენეფიციარების მკურნალობის გარკვეულ მიმართულებებს საყოველთაო დაზღვევა და ასევე ქალაქის მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ დააფინანსებს. „ევექსის“ კლინიკაში აქციის მიმდინარეობას ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ექიმ, გურანდა თევზაძეს თქმით, აქცია პერმანენტული ხასიათისაა და ის მომავალშიც გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” ამუშავდება 23 11 18

2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამუშავდება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალ გზებს შესთავაზებს. საპილოტე პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარი არის გამოყოფილი. მეწარმეები 7 ათასიდან 35 ათას ლარამდე დაფინანსდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება 23 11 18

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.ისინი თანმშრომლებზე ზეწოლას უარყოფენ და ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია აღიარებს თანამშრომლების დემოკრატიულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ პირადი შეხედულებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე არასდროს არ გვქონია მათ არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობა , კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მიზნით,“- აცხადებენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგი გამართა და ანონიმური წერილი გაასაჯაროა, რომელიც მისი თქმით დაუდგენელმა პირმა ოფისის კარებთან დატოვა. წერილში მითითებულია, რომ პორტში იძულებით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხელმოწერებს აგროვებენ, წინააღმდეგ…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს კულტურის სახლში გამართული ღონისძიება გიორგობის დღეს მიეძღვნა 23 11 18

დღეს კულტურის სახლშიგამართული ღონისძიება გიორგობის დღეს მიეძღვნა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დღის ბოლოს ფოთის კულტურის სახლის დარბაზში, კონცერტი გაიმართა. სადაც, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრთან არსებული ფოლკლორის შემოქმედებითი კოლექტივი: ანსამბლი „ფაზისი“, იროდი ტიკარაძეს ხელმძღვანელობით; ვოკალური ანსამბლი „ფაზისი“ გიორგი ჯანელიძეს ხელმძღვანელობით; ვოკალური კვარტეტი, დარიკო ჩოჩიას ხელმძღვანელობით და ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი „ლაზიკა“ და „ფაზისი“ წარსდგნენ, მუსიკალური ნომრებითა და ქართული ცეკვებით მაყურებლის წინაშე. ბოლოს კი მსახიობმა, რობერტ ნადარაიამ წმ. გიორგის ცხოვრებასა და ღვაწლზე ისაუბრა. ღონისძიება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრის ხელმძღვანელის ნინო პაჭკორიასა და გიგლა თურქიას ინიციატიცით და ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდა 23 11 18

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ფოთში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში გაიმართა , რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ქალაქში არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირველ რიგში, სამშობიარო სახლის ინფრასტრუქტურის მოგვარება დადგება დღის წესრიგში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გიორგობა აღნიშნეს 23 11 18

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დრესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. წმინდა გიორგი, მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. ის, იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, რომის ლაშქარში მსახურობდა, მოგვიანებით კი მისი პირადი მცველი და მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც კერპთაყვანისმცემლებმა ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მხედართმთავარი კი მათ განუდგა. ამის შემდგომ, დიოკლიტიანეს ბრძანებით წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკრეს და აწამეს. 303 წელს წმ. გიოგრის თავი მოჰკვეთეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. საქართველოს…

იხილე მეტი