სიახლე 

ფოთის 70-ე საოლქო კომისიაში არჩევნებისთვის ემზადებიან 26 10 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ქალაქში არსებული 32-ვე საუბნო საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია. საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნება, ამომრჩეველს კი ხმის მიცემა 8 საათიდან შეეძლება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი იღებს მონაწილეობას

იხილე მეტი
სიახლე 

თეზო ბარამიძის სახელობის თასის გათამაშება ფოთში 26 10 18

ორი დღის მანძილზე, ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკისა და შაშის სასპორტო სკოლის დარბაზში, ქალაქ ფოთის პირველობა თენგიზ ბარამიძის სახელობის თასზე მიმდინარეობდა. შეჯიბრში საჯარო და ფიზიკა მათემატიკის სკოლების მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა შაშის გათამაშებაში სულ 96 მონაწილე გამოვიდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოთამაშეებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ. საპრიზო ადგილების გადანაწილების შემდეგ, გათამაშებაში გამოცხადებულ სამ ნომინაციაში საუკეთესო პარტიისთვის, ლამაზი დაბოლოებისთვის და საუკეთესო კომბინაციისთვის, გამარჯვებულები დაასახელეს და ჯილდოები გადასცეს. გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ფოთის შპს ,,ფიზიკა მათემატიკის’’ სკოლის მოსწავლემ მარიამ რეხვიაშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა N15 საჯარო სკოლის…

იხილე მეტი
სიახლე 

ტრიხოლკუს გრანდი – ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი 25 10 18

ტრიხოლკუს გრანდი – აზიური ფაროსანას შესაძლო კიდევ ერთი ბუნებრივი მტერი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ბიოლოგიური მტრის შესწავლა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი მწერი – ტრიხოლკუსის გვარის, მწერი საქართველოში გავრცელებული სახეობაა, ის ბაღლინჯოს კვერცს აპარაზიტებს. ზურაბ ლიპარტიას თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, თუმცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლაბორატორიაში იკლვლევენ, რამდენად შესაძლებელია მწერის ხელოვნურად გამრავლება და ამისთვის შესაბამისი ლაბორატორიული აპარატურაც უკვე შეიძინეს. ლიპარტია აქვე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ქიმიური წამლობა რჩება ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საშუალებად.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას წინააღმდეგ აპრილ-ოქტომბერში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა 25 10 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აპრილი-ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა -სეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების მთავარი მიზანი ეკონომიკური ზიანის 15%-მდე შემცირებაა,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე საუბრობს. ის აპრილიდან ოქტომრბის თვემდე ჩატარებულ ღონისძიებებს წარმატებულად აფასებს, მისი თქმით ამ პერიოდში დაახლოებით 700 ათასი ჰექტარი ტერიტორია შეიწამლა და ღონისძიებების ეფექტურობა სიმინდის მოსავალზე დადებითად აისახა. ზურაბ ლიპარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დიდი ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავება და ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების განთავსება მავნებელტან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გათვალისწინებით ხორციელდება. დოკუმენტი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით არის მომზადებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფრანგული ჯგუფის „საჩუქარის“ კონცერტი ფოთში 25 10 18

ფოთში, საფრანგეთის ქალაქ ანჟეს შემოქმედებითი ჯგუფის „საჩუქარის“ კონცერტი გაიმართა. სტუმრებმა პირველი სიმღერა „მრავალჟამიერი“ ანსამბლ „ფაზისის“ წევრებთან ერთად შეასრულეს. მათ 45 წუთიანი პროგრამა წამოადგინეს და 14-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა იმღერეს. კვარტეტის ერთ-ერთი წევრი ქართველია. როგორც ის ამბობს კონცერტებს ხშირად მართავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე საფრანგეთში, რადგან ფრანგებს ძალიან მოსწონთ ქართული ფოლკლორი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანა ქვემო ქართლი 24 10 2018

ფიქსირდება თუ არა აზიური ფაროსანა ქვემო ქართლის რეგიონში ქვემო ქართლში ფერმერთა ნაწილი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა უკვე მათ ბაღებშიც გამოჩნდა. ივანე მანთეშაშვილი ამბობს, რომ შემოდგომაზე მავნებელი საკუთარ ნაკვეთში სხვადასხვა კულტურაზე აღმოაჩინა და მწერისგან მომდინარე ზიანი ნაყოფზეც შეამჩნია. არის თუ არა ფერმერების მიერ დაფიქსირებული მწერი მართლაც აზიური ფაროსანა? სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს უფროსი მირანგულ ლიპარტელიანი განმარტავს, რომ მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, დამოტაჟებულია 600 ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, თუმცა არცერთ მათგანზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, მყისიერი რეაგირება ცხელი ხაზიდან მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციებზეც.

იხილე მეტი
სიახლე 

მეთხილე ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გურიაში 24 10 18

როგორ დავიცვათ თხილი აზიური ფაროსანასგან რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური ღონისძიებები – გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტებმა ყურადღება აღნიშნულ კულტურაში გავრცელებული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს დაუთმეს, გამორჩეულად დიდი დრო, რასაკვირველია, აზიურ ფაროსანაზე საუბარს დაეთმო. ღონისძიება აქტიურ რეჟიმში გაიმართა, ფერმერების მხრიდან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი 24 10 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ამინდი 25 ოქტომბრიდან გაუარესდება. მოსლოდნელია უხვი ნალექი. დაუბერავს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ზღვის ღელვა 5-6 ბალამდე მოიმატებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„არტ გალერეა 34“-ში სოფიო ღლონტის ლექსების კრებულის პრეზენტაციისთვის ემზადებიან 24 10 18

„არტ გალერეა 34“ მორიგი შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება. 26 ოქტომბერს მსახიობი და პოეტი სოფიო ღლონტი, მაყურებელს ახალი ლექსების კრებულს „გოლგოთის ღამე“-ს გააცნობს. ასევე წარმოადგენს პერფომანს “ადამი და ევა”. როგორც შემოქმედებითი სალონური საღამოს ორგანიატორმა, ია როგავამ განაცხადა, დასწრება თავისუფალია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნორჩი თეატრალების წარმატება 23 10 18

ბავშვთა თეატრალურ  ფესტივალში, რომელიც თბილისში გაიმართა, ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“ მონაწილეობდა. წლევანდელ ფესტივალზე „არგო“ ყველაზე მეტ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. მან საუკეთესო სპექტაკლის წოდება და თვრამეტი ჯილდო მოიპოვა.

იხილე მეტი