სიახლე 

ფოთის მაჟორიტარმა თავისი არჩევანი მე-9 უბანზე დააფიქსირა 28 10 18

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ მე-9 საარჩევნო უბანში გააკეთა საკუთარი არჩევანი. მისი განცხადებით საქართველოს ევროპულ განვითარებას დაუჭირა მხარი.

იხილე მეტი
სიახლე 

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთელი ლიდერი დარღვევებზე საუბრობს 28 10 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით ხომერიკის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში კანონდარღვევას აქვს ადგილი. მისი თქმით ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორები არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ცდილობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერმა თავისი არჩევანი 30-ე უბანზე დააფიქსირა 28 10 18

30-ე სარჩევნო უბანში, თავისი არჩევანი ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ გააკეთა, როგორც მან „მე-9 ტალღასთან“ განაცხადა, ხმა მისცა საქართველოს სწრაფ და ევროპულ განვითარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე 10 საათის მონაცემებზე საუბრობს 28 10 18

დილის ათი საათის მონაცემებით ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც 41 352 ამომრჩეველია რეგისტრირდება, საკუთარი არჩევანი 2 685 ადამიანმა გააკეთა. რაც საერთო ამომრჩევლის 6,49 %- ია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის 9:00 საათის მონაცემები 28 10 18

9 საათამდე ფოთის სხვადასხვა საარჩევნო უბნებში ოპოზიციის მიერ 19 საჩივარი დაიწერა . ,,გაერთიანებული ოპოზიციისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, კანონდარღვევა კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილებისას დაფიქსირდა. 70- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,სალომე როდონაიას თქმით, კი საოლქოში ამ დრომდე 9 საჩივარია შესული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პირველი ამომრჩეველი 81 წლისაა 28 10 18

ფოთში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი ერთდროულად 7:00 საათზე გაიხსნა. 23-ე საარჩევნო უბანში პირველი ამომრჩეველი 81 წლისაა. დეტალები იხილეთ სიუჟეტში.

იხილე მეტი
თემა სიახლე 

“თემა” წინასაარჩევნო დებატები 26 10 18

გადაცემა “თემა” წინასაარჩევნო დებატები. მონაწილეობდნენ: -საქართველოს ლეიბორისტული პარტია -მამუკა ხორავა -ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -დარეჯან ცხვიტარია -კახა კუკავა თავისუფალი საქართველო  -თამარ ფაჩულია -ევროპული საქართველო -ვახტანგ დარცმელიძე

იხილე მეტი
სიახლე 

ქვემო ქართლში ფაროსანა ფერომონებზე არ დაფიქსირებულა 26 10 18

სეს-ქვემო ქართლში ფიტოსანიტართა ჯგუფი აზიურ ფაროსანაზე აქტიურ მონიტოგრინგს ანხორციელებს ,,ქვემო ქართლში აზიური ფაროსანა ფერომონებზე დაფიქსირებული არაა, თუმცა მავნებლის დაფიქსირების შემთხვევაში, ფიტოსანიტართა შესაბამისი ჯგუფი რეაგირებისთვის მზადაა“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსი. მირანგული ლიპარტელიანის თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების შემტხვევაში მის წინააღმდეგ საბრძოლველად სრულ მზადყოფნაშია, აქვთ კომუნიკაცია დასავლეთ საქართველოში მყოფ კოლეგებთან, რომლებიც მავნებელს უკვე ორი წელია ებრძვიან და მათ გამოცდილებას იზიარებენ. სეს-ის რეგიონულ სამსახურში აღნიშნავენ, რომ აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობაც საკმაოდ ინფორმირებული და მობილიზებულია. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ადგილობრივები აზიური ფაროსანას შესახებ სხვადასხვა კითხვით ცხელ ხაზს აქტიურად მიმართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას დაფიქსირების ერთეული შემთხვევებია 26 10 18

მირანგულა ლიპარტელიანი – ქვემო ქართლში აზიური ფაროსანას დაფიქსირების ერთეული შემთხვევები გავრცელებას არ ნიშნავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამსახურში ამბობენ, რომ ცხელი ხაზის მეშვეობის მოსახლეობისგან სისტემატურად იღებენ ინფორმაციას აზიური ფაროსანას შესაძლო გავრცელების შესახებ, მიღებულ ფაქტებზე კი მყისიერი რეაგირება აქვთ. უწყების რეგიონალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ტელეფონით გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე მოკვლევა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მავნებელი რეგიონში მანქანას შემოჰყვა, რაც აზიური ფაროსანას გავრცელებას არ ნიშნავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ ფოთის “კოლხეთი 1913-ს” გადამწყვეტი მატჩი აქვს 26 10 18

ხვალ სამ საათზე, პარკი არენაზე, საფეხბურთო მატჩი გაიმართება, სადაც ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. როგორც ფოთის „კოლხეთი -1913-ის“ წარმომადგენელმა, ოთარ ხარჩილავამ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ხვალინდელი თამაშით გადაწყდება ფოთის „კოლხეთის“ უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი. ფოთელი ფეხბურთელები გადამწყვეტ ბრძოლაში სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ

იხილე მეტი