სიახლე 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებია 21 12 21

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებია,რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ „სოფლად სახლის“ პროექტს შეეხო. აღსანიშნავია რომ ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. ცვლილებების თანახმად, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის, ირაკლი ლეჟავას განცხადებით აღნიშნული ცვლილებით, განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული  გახდა,რადგან მთავარი პრიორიტეტი დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა უცვლელია. ინტერვიუ ცნობილია,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“- ს ჩართვის სტუმარია მელორი წიფურია 21 12 21

,,კურსორის” ჩართვის სტუმარია : აშშ-ს და საქართველოს მეგობრობის, ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან- დიეგოში მელორ წიფურია, რომელის საქართველო- ამერიკის ურთიერთობების შესახებ, ფოთზე როგორც მშობლიურ ქალაქზე და სამომავლო გეგმებე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ჰიდროგრაფიული კომისია საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტით იხელმძღვანელებს 20 12 21

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის რიგით 22-ე ხმელთაშუა და შავი ზღვების კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილებით : ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისია საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტით იხელმძღვანელებს. ცნობილია,რომ , საქართველომ, როგორც აღნიშნული კომიისიის რეგიონალურმა წევრმა სხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამავე კომისიის სტატუტის შეცვლის პროცესში, რომელიც კომისიის რესტრუქტური ზაციისა და პროცედურული საკითხების შეცვლას გულისხმობდა. წარმოდგენილი რვა ვერსიიდან საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა ორგანიზაციამ საქართველოს ჰიდროგრაფიული ორგანიზციის მიერ წამოდგენილი დოკუმენტი შეარჩია, რომელიც ძალაში მომდევნო წლის მარტში შევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰიდროგრაფიული სამსახურის,საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნინო ზარანდია გვესაუბრება. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია (IHO) ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიულ კომისიებს…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა გამოვლინდა 20 12 21

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა,რის შესახებაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია ,რომ ორივე საქართველოს მოქალაქეა რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში.ორივე მათგანი იზოლირებულია მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექიმი, ეპიდემიოლოგი ,მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, ნინო ჭანტურია გვესაურება. მისი თქმით ,უპირობო გზა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და პირბადის ტარებაა.შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 20 12 21

21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, 22-23 დეკემბერს უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. როგორი ამინდი იქნება ფოთში,უახლოესი დღეების განმავლობაში, აღნიშნულზე, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკოსი ნინო ლაშხია გვესაუბრებაცნობილია,რომ ფოთში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის გაუარესება, ტემპერატურის ვარდნა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ელგუჯა გოგია 17 12 21

,,კურსორი”-ს სტუმარია ,ფოთელი მძლეოსანი: ელგუჯა გოგია, რომელმაც რუსთავში გამართული შერეული ორთაბრძოლის ჩემპიონატში, მასზე რვა წლით უფროსი მეტოქე დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 12 21

19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შეედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.ფოთში 18დეკემბერს დღისით და ღამით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10+12 გრადუსი,ხოლო ღამით , +8 +10 გრადუსი იქნება.19 დეკემბერს დღისითა და ღამით უმეტესად მოღრუბლული ამინდი გველოდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 +11, ხოლო ღამით +7 +9 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით განისაზღვრა 17 12 21

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის, საჯარო განხილვა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა სოციალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინსასებაც. ფოთის მერის ბექა ვაჭარაძეს ინფორმაციით, 2022 წელს ფოთი 7 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრატრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობასა  და სამომავლო პერსპექტივებზე. აღსანიშნავია რომ ფოთის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით განისაზღვრა.

იხილე მეტი