სიახლე 

3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა 03 12 21

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის საჭადრაკო კლუბში, ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ,,ქალთა საბჭოსთან’’ ერთად, შშმ პირთა მონაწილეობით, ტურნირი ნარდში, შაშში და მკლავჭიდში ჩაატარა.აღნიშნულ ტურნირში 15მდე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია რომ ღონისძიება, შშმ პირთა ხელშეწყობას და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. ტურნირის დასასრულს მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,საკრებულოს პირველი სხდომა, ხმაურით დაიწყო 03 12 21

დღეს ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომაზე ბანერი ,,თავისუფლება მიშას” და აწგარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს და წუთიერი დუმილით პატივის მიგებისაკენ მოუწოდეს საკრებულოს წევრებს, თუმცა მათ ეს მოწოდება არ გაიზიარეს რასაც ,,ნაციონალური მოძრაობის” პროტესტი მოჰყვა და თერთმეტივე წევრმა სხდომა დატოვა.”ქართული ოცნების” წარმომადგენელი ფეხზე არ წამოუდგა კოლეგას და თანაგრძნობა არ გამოხატა.”- განაცხადა საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან დარეჯან ცხვიტარიამ აღსანიშნავია რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ქართული ოცნების წევრი ალეკო ტყებუჩავა გახდა მას კანონის შესაბამისად 3 მოადგილე ყავს ესენია: საკრებულოს თავმჯდომარის პირველი…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ირაკლი ლეჟავა 02 12 21

,,კურსორი”-ს სტუმარია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსი ირაკლი ლეჟავა, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე და დევნილთა საააგენტოს მიერ გაცემულ გრანტებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს 02 12 21

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და პოლიცია იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

1 დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა 01 12 21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს ადამიანები ერთიანდებიან, რათა აივ-ინფიცირებულებს სოლიდარობა გამოუცხადონ და შიდსით გარდაცვლილებს პატივი მიაგონ. 1 დეკემბერი ყოველ წელს სხვადასხვა სახის ,,დევიზით’’ აღინიშნება, წლევანდელი კამპანია, მიზნად ისახავს შეახსენოს მოქალაქეებს, რომ COVID-19 პანდემით გამოწვეული კრიზისის ფონზეც კი, მსოფლიომ უნდა დაიცვას ის შედეგები, რაც მიღწეულია აივ/შიდსის პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც 30 წელზე მეტია მძვინვარებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსის ნინო ხურციას თქმით, ფოთში  შიდსით ინფიცირების 68 შემთხვევა ფიქსირდება და ფოთი ამ მაჩვენებლით სამეგრელო- ზემო სვანეთში  მესამე ადგილს…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან საქართველოში ,,მწვანე პასპორტი’’ ამოქმედდა 01 12 21

დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე  აკრძალული იქნება შესვლა სხვადასხვა ობიექტებში როგორებიცაა:   რესტორნებისა  და ბარების ღია და დახურულ სივრცეები,  კინოთეატრები, თეატრები, გასართობი  ცენტრები, სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები და სასტუმროები.როგორც  ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ:  რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. იმისათვის,რომ მოქალაქეს ქონდეს ე.წ. ,,მწვანე პასპორტი’’ აუცილებელია : იყოს სრულად ვაქცინირებული, გადატანილი ქონდეს კორონავირუსი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი. აღსანიშნავია,რომ ,,მწვანე პასპორტი’’-ს გამოყენების საჭიროება არ იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მარკეტებში.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ მიმდინარეობს ,, განახლებული რეგიონების’’ პროგრამა 01 12 21

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტში პროექტი მოიცავს ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას, ფოთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციას, ხოლო სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის და რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაციას. გათვალისწინებულია,რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდეს ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდეს  და მოეწყოს ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია,რომ ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

იხილე მეტი