„კურსორის“ სტუმარია ირაკლი ლეჟავა 02 12 21

,,კურსორი”-ს სტუმარია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსი ირაკლი ლეჟავა, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე და დევნილთა საააგენტოს მიერ გაცემულ გრანტებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს 02 12 21

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და პოლიცია იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

1 დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა 01 12 21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს ადამიანები ერთიანდებიან, რათა აივ-ინფიცირებულებს სოლიდარობა გამოუცხადონ და შიდსით გარდაცვლილებს პატივი მიაგონ. 1 დეკემბერი ყოველ წელს სხვადასხვა სახის ,,დევიზით’’ აღინიშნება, წლევანდელი კამპანია, მიზნად ისახავს შეახსენოს მოქალაქეებს, რომ COVID-19 პანდემით გამოწვეული კრიზისის ფონზეც კი, მსოფლიომ უნდა დაიცვას ის შედეგები, რაც მიღწეულია აივ/შიდსის პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც 30 წელზე მეტია მძვინვარებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსის ნინო ხურციას თქმით, ფოთში  შიდსით ინფიცირების 68 შემთხვევა ფიქსირდება და ფოთი ამ მაჩვენებლით სამეგრელო- ზემო სვანეთში  მესამე ადგილს…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან საქართველოში ,,მწვანე პასპორტი’’ ამოქმედდა 01 12 21

დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე  აკრძალული იქნება შესვლა სხვადასხვა ობიექტებში როგორებიცაა:   რესტორნებისა  და ბარების ღია და დახურულ სივრცეები,  კინოთეატრები, თეატრები, გასართობი  ცენტრები, სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები და სასტუმროები.როგორც  ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ:  რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. იმისათვის,რომ მოქალაქეს ქონდეს ე.წ. ,,მწვანე პასპორტი’’ აუცილებელია : იყოს სრულად ვაქცინირებული, გადატანილი ქონდეს კორონავირუსი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი. აღსანიშნავია,რომ ,,მწვანე პასპორტი’’-ს გამოყენების საჭიროება არ იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მარკეტებში.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ მიმდინარეობს ,, განახლებული რეგიონების’’ პროგრამა 01 12 21

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტში პროექტი მოიცავს ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას, ფოთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციას, ხოლო სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის და რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაციას. გათვალისწინებულია,რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდეს ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდეს  და მოეწყოს ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია,რომ ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

როდის და როგორ ჩატარდება სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები 01 12 21

საჯარო სკოლის დირექტორობის გამოცდის მსურველები  სასერთიფიკაციო გამოცდის ჩატარებას   მეორე წელია ელოდებიან2020 წლის მარტში დაგეგმილი სერტიფიცირება მიმდინარე წელსაც არ გაიმართა და არც მომავალი გამოცდის ჩატარების თარიღი დაზუსტდა. როდის ჩატარდება დირექტორობის მსურველთა გამოცდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის საგანმანათლებლო რესურსს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, მისი თქმით უწყება, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „დირექტორის ახალ მოდელზე მუშაობს“, 2022 წელს კი, მას შემდეგ, რაც კონცეფციის შემუშავება მოხდება, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდა 2020 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა განათლების სამინისტრომ პროცესი გააჩერა და განმარტა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საკონკურსო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა 30,11,2021

დღეს ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’’-ში ,  ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი Xl  საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც 70-მდე ფოთელი მოჭადრაკე ასპარეზობდა დასრულდა.  აღსანიშნავია,რომ ფესტივალი რამდენიმე ტურნირად დაიყო. 9 წლამდე ჭაბუკებში პირველი ადგილი იაკობ რატიანმადაიკავა,ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გივიკო მუსერიძე და ალექსანდრე თარგამაძე გავიდნენ. 9 წლამდე გოგონათა შორის, პირველი ადგილის მფლობელი ნინო ლიპარტია გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე ელენე ჯობავა და ნია ბერიშვილი გავიდნენ. ,,ღია ტურნირი’’-ში პირველ ადგილზე  წურწუმია ლუკა გავიდა,ხოლო მეორე და მესამე ადგილები, გაგა გვასალიამ და ანა სანიკიძემ დაიკავეს. ,,ელვისებურ ჭადრაკში’’ პირველი ადგილის მფლობელი: კახაბერ კიზირია გახდა, ხოლო მეორე და…

იხილე მეტი

გადაცემა ,,დროა”: თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია 30 11 21

გადაცემა ,,დროა” წარმოგიდგენთ საზოგადოებისთვის აქტუალურ და საინტერესო თემების ანალიზს. დღევანდელი გადაცემის თემაა : თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია. გადაცემის სტუმრები არიან: ვებ. პორტალ ,,თვითმმართველობის დროა”-ს რედაქტორი მაგდა პოპიაშვილი და ექსპერტ-ანალიტიკოსი :ირაკლი მელაშვილი. გადაცემები ხორციელდება ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის (NED) მხარდაჭერით.

იხილე მეტი