სიახლე 

ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელმა კონკურსში გაიმარჯვა 30 11 21

მიმდინარე წელს, ფოთის სახელოვნებო  სამხატვრო სასწავლებელმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი – „ხალხური რეწვის სახელოსნოს აღჭურვა“, რომელიც ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელმა კონკურსზე წარადგინა, იმ პრიორიტეტების ხელშეწყობას გულისხმობდა,რომელიც სამინისტრომ გამოყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ პროექტის ავტორს მაია გვასალიას ვესაუბრეთ მისი განცხადებით : პროექტის მიზანი იყო  სასწავლებლის მოძველებული, კუსტარული, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და კერამიკის სახელოსნოს აღჭურვა თანამედროვე თიხის გამოსაწვავი დანადგარით. როგორც სამხატვროში აცხადებენ, ქ. ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის, კულტურული ცხოვრების გააქტიურებაში და ფოთის, როგორც კულტურული ცენტრის იმიჯის გამყარებაში.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 30 11 21

მოგზაურობის შეზღუდვით ვირუსს ვერ შევაჩერებთ – ექიმი ფაუჩიომიკრონის – კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენისთანავე, სამოგზაურო შეზღუდვები დაიწყო. ზოგმა ქვეყანამ უცხოელებისთვის საზღვრები მთლიანად ჩაკეტა. რას ემსახურება ეს ზომები და როგორი იქნება საშობაო სეზონი წელს – გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,პრემია “ფაზისი-” ს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა 29 11 21

ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში,პრემია “ფაზისი-” ს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით,წელს, აღნიშნული პრემიით, ფოთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, აკაკი დარჯანია დაჯილდოვდა. აღსანიშნავია,რომ პრემია სპეციალურ ჯილდოსთან ერთად ფულად პრიზს 1000 ლარის ოდენობით ითვალისწინებდა. ცნობისათვის პირველად პრემია ,,ფაზისი” ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს გადაეცა.

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმარია პროფესორი რომან მამულაძე 29 11 21

,კურსორი”-ს ჩართვის სტუმარია : პროფესორი, საზღვაო სამეცნიერო და ინოვაციების მენეჯერი, რომან მამულაძე, რომელიც ფოთში საზღვაო საწვრთნელ ცენტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების საკითხზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 11 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23 გრადუსი იქნება. ფოთში 30 ნოემბერს ძირითადად ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 + 16 გრადუსი,ხოლო ღამით , +11 +13იქნება. 1 დეკემბერს დღისითა და ღამით უმეტესად მოღრუბლული ამინდი გველოდება დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 +13, ხოლო ღამით +8 +10 იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

,,გალერეა 34’’-ში სალონური საღამო ,,ჰორიზონტს მიღმა-დასასრულს ისევ თავიდან თვლიან“გაიმართა 29 11 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ,,გალერეა 34’’-ში სალონური საღამო ,,ჰორიზონტს მიღმა-დასასრულს ისევ თავიდან თვლიან“გაიმართა, რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ღებულობდნენ მონაწილეობას. აქვე გაიმართა პოეტ ალეკო დოლბაიას წიგნის ,,ჰორიზონტს მიღმა“ პრეზენტაცია, პირველად წაიკითხა საკუთარი ლექსები ქორეოგრაფმა ლევან მაშავამ, ხოლო ჟურნალისტ და მწერალ ესმა ყურაშვილის ლექსები მისმა შვილმა ლუკა – დავითი დოლბაიამ წარმოადგინა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ, მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა, განათლების რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ, მწერალმა, საქართველოს მწერალთა…

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა 29 11 21 (R)

ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივები პირდაპირ ეხმიანება ლიბერთი ბანკის მიერ წარდგენილ სტრატეგიას ” ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის”. მემორანდუმს ხელი ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს 26 11 21

ფოთში კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში, მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არიან საპენსიო ასაკის მოქალაქეები. ვაქცინაციის პროცესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ ქალაქში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია რომ ფოთში, იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, კეთდება ე.წ. “ბუსტერ” დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს, მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით COVID 19…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდენტური კამპანია #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება 25 11 21

სტუდენტური კამპანია #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, პროექტი 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების და გადარჩენის ერთადერთი გზაა.კამპანიის ფარგლებში, სტუდენტები ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, ვაკის პარკში შეიკრიბებიან და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. აქციის ფარგლებში, სტუდენტები მოსახლეობასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეომიმართვებს, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებულ სამოტივაციო მესიჯებს, ინტერნეტსივრცეში კამპანიის – #ავიცრათერთმანეთისთვის სლოგანით გაავრცელებენ.აქციის ბოლოს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებს კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ და გამოწვევის პრინციპით…

იხილე მეტი