სიახლე 

„Kids Fashion Studio-ს” ქასთინგი ფოთში 27 06 18

სამოდელო სტუდიო „kids Fashion Studio -მ “ გუშინ, კულტურის სახლში პატარა მოდელებისთვის ქასთინგი ჩაატარა, რომელშიც 30-მდე ბავში მონაწილეობდა. შერჩეული გოგონები და ვაჟები მონაწილეობას მოდების ჩვენებაში მიიღებენ მონაწილეობას, მონაწილოებას, რომელიც ფოთში,10 ივლისს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

კორპორატიულ ჩემპიონატში ფოთელ მოჭადრაკეთა წარმატება 26 06 18

ბრწყინვალედ იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა ფოთის გუნდმა “ქოქო მობილმა” საქართველოს პირველ კორპორატიულ ჩემპიონატში , რომელიც საქართველოს ჭადრაკის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, 23-24 ივნისს სასტუმრო “იოტა”-ში გაიმართა. გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თორნიკე სანიკიძე, გიორგი გამზარდია (ქოქო მობილის თანამშრომელი), ნიკა ღვამბერია, გოჩა ჩაჩუა, დათო კოდუა (კაპიტანი). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ფოთელთა გუნდმა 7 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 ფრედ, ხოლო 1-ში კი დამარცხდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა 22 გუნდი. რომელთა რიგებში ითამაშა 30-მდე საერთაშორისო დიდოსტატმა და ოსტატმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კონცერტი ჩატარდა 26 06 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრში არსებულმა სტუდია „ენკი-ბენკიმ” და „მელოდიამ“ გუშინ, კულტურისა და დასვენების პარკში, სააანგარიშო შოუ-კონცერტი გამართა. მაყურებლის წინაშე პატარებმა რამდენიმე ნომერი წარადგინეს და დიდი მოწონებას დაიმსახურეს.  

იხილე მეტი
სიახლე 

“უსინათლოთა საზოგადოების წევრებს” საჩუქრად ხმოვანი წნევის აპარატები გადაეცათ 26 06 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა დღეს „უსინათლოთა საზოგადოების“ წევრებს საჩუქრად ხმოვანი წნევის აპარატები გადასცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით, ქალაქში სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. 2018 წლის 6 თვის განმავლობაში, არსებული 13 სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 185 395, 55 ლარი იქნა გამოყოფილი.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა და უსაფრთხოების ზომები 26 06 18

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო  ღონისძიებებთან დაკავშირებით,  ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს. ჯგუფის წევრები სწავლობენ  მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას   გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.ზუგდიდში, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობასა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში პირველადი დახმარების მნიშვნელობას. აქვე აღინიშა, რომ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდება  ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. წამლობის დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის ხმის გამაძლიერებლებით.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა 25 06 18

ფოთში კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა. აღნიშნული ლაბორატორია თანამედროვე კომპიუტერებით აღიჭურვა. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.  

იხილე მეტი
სიახლე 

სეს-ს USAID-მა 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა 25 06 18

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ერთეული ტრაქტორი,გადასცა  რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით და პერსონალური დამცავი აღჭურვილობით .სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ამერიკის მთავრობამ მავნებელთან პროძის პრიცესში ქართულ მხარეს უკვე ორი წელია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორმა  რეგიონში მიმიდნარე სამუშაოები შეაფასა. როგორც ლევან შონია ამბობს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაწყებული წამლობის შედეგი ეფექტურია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები სამეჯლისო ცეკვების ფესტივალისთვის ემზადებიან 23 06 18

29 ივნისს ქალაქ ბათუმში ტარდება საერთაშორისო შეჯიბრი ევროპულ და ლათინურ ცეკვებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ჩვენი ქვეყნის მოცეკვავეები ასევე მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სამეჯლისო ცეკვების სტუდია ბუმის ხელმძღვანელის ნინო დოლიძეს განცხადებით ეს შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმით რომ ისინი შეჯიბრზე ახალი შემადგენლობით მიემგზავრებიან, რომელშიც ფოთის ბავშთა ცენტრის აღსაზრდელებიც მიიღებენ მონაწილეობას, ასევე აღნიშნავს რომ ეს ბავშვები სულ რამდენიმე გაკვეთილია რაც ვარჯიშობენ მაგრამ სირთულეებს არ უშინდებიან. აღნიშნულ ღონისძიებაში ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს ფონდი ,,ქველმოქმედი-2015“ უზრუნველჰყოფს

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ სიმინდის მოსავალი აზიური ფაროსანასაგან 22 06 18

აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში  საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე  წამლობითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ანჯელის მასივში“ მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია  12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა,  ივლისის შუა რიცხვებიდან კისიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავებაა დაგეგმილი.ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით,სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ,აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60   ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ლაშა შალამბერიძის თქმით,  სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით,  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

აშშ-ს წამყვანი ენტომოლოგი საქართველოში 22 06 18

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ჩატარებულ და მიმდინარე  ღონისძიებების გასაცნობად აბაშაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი იმყოფებოდა.  გრეგ კრავჩუკის განცხადებით, ორგანიზებული მიდგომა, რომელიც მასდახვდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შეამცირებს მავნებლის წნეხს სასოფლო- სამეურნეო კულტურებზე.

იხილე მეტი