სიახლე 

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოში ვიზიტს აფასებს 22 06 18

“დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ ვითარება  2017 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესია“,- პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოში ვიზიტს აფასებს. გრეგ კრავჩუკი რამდენიმე დღის განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი საკოორდინაციო შტაბების მუშაობის გაცნობისა და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. მისი თქმით, მოსახლეობამ და ფერმერებმა დაიწყესსაკუთარიბაღებისდა სამეურნეო ფართობების მოვლა, ხოლო მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად სურსათის ეროვნული სააგენტო ინტეგრირებული მიდგომით ახორციელებს ღონისძიებებს.საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.

იხილე მეტი
სიახლე 

ქიმიური წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 22 06 18

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ღონისძიების დაწყების სემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ მათი წინასწარი ინფორმირება არ ხდებოდა. გურიაში, სოფელ შემოქმედის ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ  მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებისას მათი წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ადგილობრივები წამლობის დაწყებამდე გააფრთხილეს,   ხოლო მეფუტკრეებს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაწოდეს ინფორმაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება სახელოვნებო სასწავლებელში 22 06 18

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში კონცერტი ჩატრადა. ვოკალური და საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა წარადგინეს. მათ მაყურებლის წინაშე 35 ნომერი შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიმართა 21 06 18

ხობის კულტურის სახლში ანიმაციური ფილმების ფესტივალი – “ექო თოფუზი” გაიმართა.მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის წევრებმა პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად ანიმაციური ფილმის შექმნაზე იმუშავეს. პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთწუთიანი ფილმით ისინი მონაწილეობას ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალში მიიღებენ. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერიტ ეწყობა. საქართველოს რეგიონებში „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი“. ფესტივალის ფარგლებში პროფესიონალი ანიმატორები ატარებენ უორქშოპებს, იმართება ქუჩის მსვლელობა – „ბარაბანშოუ“. გარდა ამისა, ტარდება წამახალისებელი ვიქტორინები თემაზე ქართული ანიმაციის ისტორია. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფესტივალის პრიზებით. ასევე, ეწყობა საუკეთესო უცხოური და ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების…

იხილე მეტი
სიახლე 

ოზურგეთში მოშიმშილეთა აქციას დარეჯან ცხვიტარია შეუერთდა 21 06 18

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოშიმშილეებთან გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთისა და სამტრედიის ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია კი მოშიმშილეებს შეუერთდა და მათთან ერთად შიმშილობა დაიწყო. უკვე მეოთხე დღეა, აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ქათამაძის ცემის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი გიორგი სანიკიძე კინგსის გამარჯვებული გახდა 21 06 18

ფოთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სანიკიძე კინგსის ოლომპიადის გამარჯვებული გახდა. მან ქართული ენის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით ტანატოლებს შორის, ყველაზე მაღალი ქულა აიღო და პირველი ადგილი დაიკავა.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსახლეობის ელექტრონულ ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს 20 06 18

მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის კვლევის, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით მოსარგებლე მოსახლეობის, აღრიცხვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრის მიერ, მოსახლეობის ელექტრონულ ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს

იხილე მეტი
სიახლე 

მუსიკალური სასწავლებლის შემაჯამებელი კონცერტი 20 06 18

დღეს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელის საკონცერტო დარბაზში წლის შემაჯამებელი კონცერტი ჩატარდა. პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მაყურებლის წინაშე მოსწავლეებმა 40-მდე სხვადასხვა ნომერი შეასრულეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს პირველობის კალენდარული მატჩი კალათბურთში გაიმართა 19 06 18

17 ივნისს ქალაქ ფოთში საქართველოს პირველობის კალენდარული მატჩში კალათბურთში 14 წლამდელთა შორის გაიმართა. ერთანეთს ფოთის ,,ირაო’’ და ბათუმის ,,ბათუმი’’ დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით ანგარიშით 58:80 დასრულდა. რაც შეეხება 12 წლამდელთა შორის მატჩს, ფოთის ,,ირაო’’ ოზურგეთის კალათბურთელთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე გუნდი 56:28 დაამარცხა.  

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში 19 06 18

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში  საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. მაყურებლის წინაშე მათ რამდენიმე ნომერი წარადგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.  

იხილე მეტი