,,მოდი გავიცნოთ ერთმანეთი”- სოფო კორტავას სადებიუტო წიგნი 19 06 18
„ მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“- ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ფოთის სტამბა “ირიდაში“ უკვე დაიბეჭდა და მას მკითხველი უახლოეს პერიოდში წაიკითხავს. წიგნის ავტორი სამაუწყებლო კომპანია “მეცხრე ტალღის” ჟურნალისტი და ფონდ “ქველმოქმედი 2015-ის” საპატიო წევრისოფო კორტავაა. იგი ამჟამად გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში საწავლო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მიმართულებით სწავლობს. ჟურნალისტის სადებიუტო წიგნში შესულია მინიატურები და მოთხრობა „პიტნის ჩაი“. იგი მკითხველს სწორედ ემიგრაციაში დანახულსა და განცდილს, ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ცოცხალი სურნელითა და მსუყე, მიმზიდველი ფერებით გადმოსცემს. წიგნის ავტორი ქალაქს ივლისის თვეში გერმანელ მეგობრებთან ერთად ეწვევა. წიგნის პრეზენტაცია კი 17 ივლისს ფოთში, რესტორან ” ძველი გემის ” ტერიტორიაზე…
იხილე მეტი