სიახლე 

პრემიერი გადადგა- ფოთელი მოსახლეობის შეფასება 14 06 18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოსტი დატოვა. გიოორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა. საინტერესოა, როგორ აფასებს ფოთელი მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

იხილე მეტი
სიახლე 

მაშველებს სამედიცინო დახმარების ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ 14 06 18

ფოთში, საზღვაო სეზონისთვის შექმნილი სამაშველო სამსახური მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს. დღეს კი მათ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა პირველადი დახმარების ინსტრუქტაჟი ჩაუტარა. დეტალები სიუჟეტში

იხილე მეტი
სიახლე 

„ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ ტრენინგი ხობში 13 06 18

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის – „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა თემაზე – „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ ტრენინგი ჩაატარეს. 2014 წლიდან, ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში პროექტს „გენდერი და არჩევნები რეგიონებში“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ტრენინგს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია,,ქალები სამართლიანობისათვის“ მსგავს ტრენიგებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

გორში ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის 7-კაცა რაგბი გაიმართა 13 06 18

გორში, 9 ივნისს, ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის 7-კაცა ჩემპიონატი რაგბიში გაიმართა. ჩემპიონატში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 12გუნდი იღებდა მონაწილეობას ფოთის „კოლხმა რაინდებმა “ წარმატებით იასპარეზეს და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.  ჩემპიონატის გამარჯვებული  კი თბილისის გუნდი „ლელო“გახდა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მორაგბეები თასებით, მედელებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება 13 06 18

საქართველოს მასშტაბით 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება. ფოთის რესურცენტრის ინფორმაციით, წლევანდელ გამოცდებზე ათასასი აბიტურიენტია რეგისტრირებული. პირველი გამოცდის ჩაბარება მათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ.  

იხილე მეტი
სიახლე 

მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები ფოთშიც დაიწყო 12 06 18

2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11კლასელებისთვის დღეს დაიწყო. ფოთის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა ქორქიას განცხადებით, სულ გამოსაშვებ გამოცდებზე ფოთის მასშტაბით 360 მოსწავლეა რეგისტრირებული. სულ ფოთში 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ფუნქციონირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნიჩბოსნების წარმატება 12 06 18

ჩვენი თანაქალაქელები, აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, ზაურ ჩერნიშოვი და ზურაბ კინტირაია  სლოვენიაში გაემგზავრნენ , სადაც საერთაშორისო რეგატაში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია რომ, 2018 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელშიც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები გუნდი მონაწილეობდა ზაურ ჩერნიშოვმა და ზურაბ კინტირაიამ ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით B ფინალში 6:46 წუთი ნაჩვენები დროით მე-5 ადგილი დაიკავეს, საერთო ჩათვლაში კი მე-11ადგილი,რაც   დიდი მიღწევაა და ბოლო 25 წლის მანძილზე ქართველი სპორტსმენების საუკეთესო შედეგია ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საერთაშორისო რეგატა სლოვენიაში  15 ივნისს იწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სანაპიროზე ზღვის სინჯები აიღეს 12 06 18

ფოთში, ზღვის წყლის სინჯები აიღეს. საზღვაო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო. ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის თქმით, საანალიზოდ ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს. მისივე ინფორმაციით, მათ ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.  ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ეკობანაკი ლაგოდეხში 12 06 18

ლაგოდეხის ნაკრძალში გახსნილი ეკობანაკი მოქალაქეთა სურვილების გათვალისწინებით მოეწყო. ,,შესაძლებლობების სივრცის” მიერ გახსნილ ბანაკში კინოჩვენებების, სოციალური კამპანიების, სპორტული შეჯიბრებებისა თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი. რას ითვალისწინებს ოჩო კემპის სოციალური პროექტი, ვისი მხარდაჭერით შეიქმნა ეკობანაკი და რა მიზანს ემსახურება მსგავსი პროექტების მხარდაჭერა – ლაგოდეხში მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს თასის გათმაშების IIეტაპი აკადემიურ ნიჩბოსნობაში 11 06 18

9 და 10 ივნისს,ქ.ფოთში,მდინარე კაპარჭინაზე ჩატარდა შეჯიბრება აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს თასზე (II ეტაპი). მონაწილეობდნენ: ა.ა.ი.პ.ფოთის სპორტული სკოლა (მწვრთნელი:ლევან ბირკაია), ა.ა.ი.პ.აბაშის სპორტული სკოლა (მწვრთნელი:გოჩა სიმონია), სპორტული კლუბი „მალთაყვა“ (მწვრთნელი:ფრიდონ ბირკაია), აბაშის სპორტული კლუბი „კოლხა-2016“ (მწვრთნელი: მამუკა სიმონია) და სპორტული კლუბი „კაიაკი“(მწვრთნელი:მალხაზ მიქაძე). შეჯიბრების მთავარი მსაჯი: თამაზ ჩიტაია იყო. გამარჯვებული სპორტსმენები, საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ალანიამ, დიპლომებით მედლებით და თასებით დააჯილდოვა. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები ზაურ ჩერნიშოვი და ზურაბ კინტირაია შეჯიბრების დასრულებისთანავე სლოვენიაში გაემგზავრნენ , სადაც საერთაშორისო რეგატაში მიიღებენ მონაწილეობას. 8-12 აგვისტოს კი ჩვენი ნიჩბოსნები მონაწილეობას  მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატში მიიღებენ,რომელიც…

იხილე მეტი