სიახლე 

რა ევალება ფერმერს და რა სახელმწიფოს

როგორ შევამციროთ აზიური ფაროსანას პოპულაცია, რა ხერხებით დავიყვანოთ მინიმუმამდე ბაღლინჯოსაგან მოსალოდნელი ზიანი – ლევან დავითაშვილი სახელმწიფოსა და ფერმერების შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ტყის განაპირა ტერიტორიაზე მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს განათავსებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს ტყიდან ბაღებში გადმონაცვლებული ბაღლინჯოს ოდენობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ ფოთში მშვიდობიანი აქცია გაიმართება

24 მარტს ფოთში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა!“ გაიმართება
ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია იმის ჩვენება, რომ ფოთელები, სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს და მოქალაქეებს უნდათ სუფთა ჰაერით სუნთქვა,ამიტომაც, მოუწოდებენ ყველას მოვიდნენ აქციაზე ბავშვებთან ერთად რათა სიყრმის ასაკიდანვე მიაჩვიონ ისინი გარემოზე ზრუნვას!

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფეხბურთის სასკოლო ჩემპიონატი დასრულდა

სამეგრელოს ქუჩზე მდებარე ფეხბურთის სასპორტო სკოლის მოედანზე, გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადით გათვალისწინებული ქალაქ ფოთის პირველობა მინი ფეხბურთში, მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის 2002 წელს დაბადებულ ვაჟთა გუნდები
ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა. ფინალურ ეტაპზე მე5 მე6 და მე-15 სკოლის გუნდები გადავიდნენ.
დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონის ტიტული მე15 სკოლის ფეხბურთლებს ერგოთ, მეორე და მესამე შესაბამისად მე5 და მე6 სკოლელები იყვნენ.

იხილე მეტი

ფოთში გამწვანების სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრმა ფუნქციონირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო,ახალი ორგანიზაცია ქუჩების დაგვა დასუფთავებას, სატუმბი სადგურების და სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობას, პარკებისა და სკვერების მოვლის სამუშაოებს, საბინაო ფონდის და გარე განათების მომსახურებას ახორციელებს.
სერვისების ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით დღემდე დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ეს სწორედ ერთიანი, ცენტრალური სისტემის დამსახურებაა. ცენტრში შემავალი სხვა და სხვა სამსახურების ერთობლივი ღონისძიებები ყოველდღიურად განყოფილებების უფროსებთან შეთანხმებით იგეგმება რაც საშუალებას იძლევა სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით წარიმართოს.
დღეს საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ცენტრალურ პარკში ხეების გათეთრების, გადაბელვის და შემობარვის სამუშაოები მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამწვანების სამუშაოები დაიწყო. 23 მარტი, 2018

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრმა ფუნქციონირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო,ახალი ორგანიზაცია ქუჩების დაგვა დასუფთავებას, სატუმბი სადგურების და სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობას, პარკებისა და სკვერების მოვლის სამუშაოებს, საბინაო ფონდის და გარე განათების მომსახურებას ახორციელებს.
სერვისების ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით დღემდე დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ეს სწორედ ერთიანი, ცენტრალური სისტემის დამსახურებაა. ცენტრში შემავალი სხვა და სხვა სამსახურების ერთობლივი ღონისძიებები ყოველდღიურად განყოფილებების უფროსებთან შეთანხმებით იგეგმება რაც საშუალებას იძლევა სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით წარიმართოს.
დღეს საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ცენტრალურ პარკში ხეების გათეთრების, გადაბელვის და შემობარვის სამუშაოები მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

თევზის სუნის საწინააღმდეგო აქცია ფოთში

დღეს საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა!“ გიმართა.
აქციის მონაწილეები თეატრის შენობასთან შეიკრიბნენ და აღმაშენებლის ქუჩის გავლით ნიკო ნიკოლაძის ძეგლიკენ გაემართნენ.
ორგანიზატორებმა წუხილი გამოთქვეს დამსწრეთ სიმცირის გამო და განაცხადეს რომ მოქალაქეთა მხრიდან საჭიროა მეტი აქტიურობა , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია არ შეიცვლება და ქაფშიის რეწვის სეზონის დადგომიდან ქალაქი ისევ აყრილდება.
აქციის მონაწილეები მსგავს აქტივობებს მომავალშიც გეგმავენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით ფოთში, ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების ინფორმაციით , დაავადებულმა პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეს . და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ქუთაისში, ხოლო მესამე კი ბინაზე გაეწერა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ზიზი გაგუას განცხადებით, დაავადებული საქონლის დაკვლა კერძო სახლში მოხდა და დაავადნნენ ის ადამიანები , რომლებმაც ხორცის დამუშავების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამოფენა გაიმართა

დღეს ღვინის სახლ „ხარებაში“ სამხატვრო სასწავლებლის მოდელირების ფაკულტეტის პედაგოგების პერსონალური გამოფენა „ქალი და მარტი“ გაიმართა სადაც ეკატერინე გედენიძეს, მაია წულაიას, სერგო ხაზალიას და მათი მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ხელნაკეთი გობელენები, თოჯინები და ხალხური რეწვის ნამუშევრები ეხილათ. სასწავლებლის აღსაზრდელემბა ქართულ-ტარდიციულ მოტივებზე შექმნილი ტანსაცმლის მოდელები დამსწრე საზოგადოებას თავადვე წარუდგინეს .

იხილე მეტი
სიახლე 

სემინარი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 22 მარტი, 2018

21 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“. პროფესორ ლალი ზაქარაძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქართული ფილოსოფიის ისტორია, შუა საუკუნეების ფილოსოფია, კულტურის ფილოსოფია და სოციოლოგია, ინტერკულტურული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

იხილე მეტი