სიახლე 

შეხვედრა ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა კულტურის სტრატეგიების განხორციელების 2018 წლის სამოქმედო გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრადეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამართველოს უფროსი სპეციალისტი ელინა გედენიძე და რეგიონალური პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნინო ახალია უძღვებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო აქცია მე-5 საჯარო სკოლაში

ფოთის მე-5 საჯარო სკოლაშო დაწყებითი მასწავლებლების ინიციტივითა და მშობლების თანადგომით საქველმოქმედო აქცია გაიმართა სადაც შეჭირვებულო ოჯახებისათვის ტანსაცმელი საკვები პროდუქტები და სათამაშოები შეგროვდა მასწავლებლების თქმით საქველმოქმედო აქცია შემდგომშიც გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე-6 მოწვევის სხდომა

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მე-6 რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა სადაც დღის წესრიგის 3 საკითხი იყო წარდგენილი.საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში X ფაქტორის შესარჩევი ტური გაიმართა

X ფაქტორის შესარჩევი კონკურსი დასავლეთ საქართველოში დასასრულს უახლოვდება.14 თებერვალს ფოთში შესარჩევი ტური გაიმართა, მასში მონაწილეობა 20-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო. შემდეგი ტურები სენაკში და ზუგდიდში გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

დღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადრე ქრისტიანული ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოაზროვნეს წმინდა იუსტინე ფილოსოფოსს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრანტები რომელთაც წარადგინეს მოხსენებები იუსტინე ფილოსოფოსის მსოფლმხედველობის აზროვნების და მოღვაწეობის შესახებ. კონფერენციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დამსწრე პირები. კონფერენციებს აქვს ციკლური ხასიათი და ის პერმამენტულად გრძელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართა

ფოთში მხატვრული ფილმების „ხიბულასა“ და „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში, მწერალი გურამ ოდიშარია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ქალაქის საზოგადოება და მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა.ხიბულა“, რომლის პრემიერა თბილისში 2017 წლის ნოემბერში შედგა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი ბიბლიოთეკა ფოთში

ფოთში მხატვრული ფილმების „ხიბულასა“ და „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში, მწერალი გურამ ოდიშარია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ქალაქის საზოგადოება და მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა.ხიბულა“, რომლის პრემიერა თბილისში 2017 წლის ნოემბერში შედგა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

ხობის რაიონში, ყულევის ტერიტორიაზე დაგეგმილი „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედება დღეს ფოთის საზოგადოებას გააცნეს. გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთაშორისო სერთიფიცირების ცენტრის შპს „ეკოსპექტრის“ მიერ იქნა მომზადებული. იგი ცენტრის დირექტორმა ირაკლი კაველაძემ წარმოადგინა.
პროექტის განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შპს „ფაზის ოილი“ ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ქარხანა დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტ ნედლეულს გადაამუშავებს, აშენდება აირების სამარაგო რეზერვუარი და 2 მგვ. სიმძლავრის თბოელექტროსადგური.
ქარხანა 350 მუშახელს დაასაქმებს. ინვესტიციის მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდეა. კომპანია ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი „ბილივი“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა

ფონდ ,,ბილივის\” საბინაო მხარდაჭერის კამპანია 2 წელია მიმდინარეობს.
ამ კამპანიის მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა დედების და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 40 ზე მეტ სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებისოჯახს გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვადასვა საოჯახო ნივთი.
დღეს, 2 ოჯახი ჩაერთო საბინაო მხარდაჭერის კამპანიაში.
მათ გადაეცათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი საჭიროების ავეჯი და შეშა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთიში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე შეშის გაცემა მიმდინარეობს

ფოთიში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე შეშის გაცემა მიმდინარეობს,რომელიც მერიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი სიების მიხედვით, ნაწილდება. მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით შეშას 150 -მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ხის სეპარაციის გაცემა ქალაქში 2017 წელსაც განხორციელდა,რომლის ფარგლებში შეშა 200-მდე შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო.

იხილე მეტი