ფოთის საჭადრაკო კლუბში ,ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო 25 11 21

ფოთის საჭადრაკო კლუბში, ცნობილი ფოთელი საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, შ.პ.ს “კავტრექს ფოთის” ერთ-ერთი დამაარსებლის და ყოფილი გენერალური დირექტორის,, ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი XI საჭადრაკო ფესტივალი დღეს დაიწყო. ფესტივალი დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ტარდება და მასში 70-მდე დამწყები მოჭადრაკე მონაწილეობს. საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ტურნირი ჩატარდება, რომელშიც როგორც დამწყები ასევე პროფესიონალი მოჭადრეკეები მიიღებენ მონაწილეობას

იხილე მეტი

ფოთის მერმა, ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა 25 11 21

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას უმასპინძლა ელჩმა ბექა ვაჭარაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ფოთის მერმა ელჩს ქალაქის ისტორიაზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში წარმოებული პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას გულისხმობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა და ჩეხეთის ელჩმა ნიკო ნიკოლაძის კოშკში გამოფენა “ჩვენი სამშობლო – ცვლილებების გზები” დაათვალიერეს. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვთმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, 10 სტენდს მოიცავს, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქების…

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთა, სააგენტო 600 მდე ოჯახს საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფს 25 11 21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს განასახლებს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას თქმით, ფოთში მცხოვრები დევნილი ოჯახები ახლად აშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებენ,რადგან სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი ყველა დევნილისთვის საცხოვრებელი და საარსებო პირობების შექმნაა. აღსანიშნავია ,რომ საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა,პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.

იხილე მეტი

ქალაქ ფოთის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 24 11 21

ქალაქ ფოთის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე ,თანამშრომლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა და ახალ მერს წარმატებები უსურვა. ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილებას შეუდგა და ფოთელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ამასთან, აღნიშნა, რომ მზად არის თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ქალაქის განვითარებისთვის გამოიყენოს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდამა ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა და ის ფოთის ახალი მერია.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“- ს სტუმარია ფოთის თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია 19 11 21

,,ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი’’-ს დასი ერთი თვის განმავლობაში, ორ სხვადასხვა ქვეყანაში თეატრალურ ფესტივალზე იყო მიწვეული, დასმა ტურნე ეგვიპტით დაიწყო და ლიეტუაში დაასრულა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორის’’ ჩართვის სტუმარია : თენგიზ ხუხია,რომელიც ალიტუსიდან გვერთვება .

იხილე მეტი
სიახლე 

კოლეჯ „ფაზისში”სწავლება განახლდა 19 11 21

კოლეჯ „ფაზისი“-ში სწავლება განახლდა.  კოლეჯი ახორციელებს აგრარული, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ტურიზმისა და დარგთაშორისი მიმართულებების პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებს. აღსანიშნავია,რომ ,,ფაზისში’’ 2020 წელს პანდემიის პერიოდში ,,გაეროს ერთობლივი პროგრამა – ,,გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის ფარგლებში ,დისტანციურ რეჟიმში  13 სხვადასხვა მიმართულების ონლაინ პროგრამა გახორციელდა. კოლეჯ ,,ფაზისის’’ დირექტორის ნინო ბაკურაძის თქმით:  მიმდინარე ეტაპზე პირველი მარტიდან, კოვიდ პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით, კოლეჯის სახელოსნოებსა და ლაბორატორიებში მიმდინარეობს 8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფების პრაქტიკული ნაწილის სწავლება, ხოლო თეორიული ნაწილი ხორციელდება დისტანციურ რეჟიმში ასევე  მიმდინარეობს და მალე ექსპლუატაციაში შევა, სახელოსნოების  კომპლექსი და სადურგლო – ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნო. სსიპ კოპლეჯი…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 19 11 21

20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება. 22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსი იქნება. ფოთში 20 ნოემბერს დღისით და ღამით დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით , +10 + 12 გრადუსი,ხოლო  ღამით , +9 , +12 იქნება 21 ნოემბერს მოღრუბლული ამინდი გველოდა უმეტესად უნალექოდ, ჰაერის ტემპერატურა  დღისით +11 +13 გრადუსი,ხოლო ღამით +5 +7 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი