ფოთში მეთევზეებმა აქცია გამართეს
ფოთში, მეთევზეებმა აქცია გამართეს. ისინი თევზჭერაზე კვოტების გაზრდას მოითხოვენ.აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის უწყებებთან შუამავლობა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება მოითხოვეს.
იხილე მეტიფოთში, მეთევზეებმა აქცია გამართეს. ისინი თევზჭერაზე კვოტების გაზრდას მოითხოვენ.აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის უწყებებთან შუამავლობა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება მოითხოვეს.
იხილე მეტიდღეს ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე დისკუსია გაიმათა. შეხვედრა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ინიციატივით შედგა,რომელსაც მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი, ადმინისტაციული სამსახურის უფროსი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილე მეტისამაუწყებლო ტელე-რადიო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა იზოლდა ტყებუჩავამ მოგვმართა.მისი თქმით საცხოვრებელი ფართის ქირისა და კოლუნალური გადასახადების დასაფარავად არანაირი სახსრები არ გააჩნია.ის დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.
იხილე მეტიმე-11 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღში სულ ხუთი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია ერთერთი ჯგუფის სამზარეულოს და საპირფარეშოს უტარდება. ბაღის გამგის ნანა ალასანიას თქმით, სარემონტო სამუშაოები დანარჩენ ჯგუფებში ეტაპობრივად განხორციელდება.
იხილე მეტითამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებმა თოჯინების ორი სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ და „მგელი და კრავი“ წარმოადგინეს. სპექტაკლს პირველი სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტის ავტორი, სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ანჟელა ნადირაშვილი გახლავთ, მხატვრული გაფორმება, ხელოვნების პედაგოგს ეკატერინე ხვიჩიას ეკუთვნის. მაყურებლის წინაში საცეკვაო ნომრით გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები გამოვიდნენ, მათ მოწვეულ სტუმრებს მხიარული განწყობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეუქმნეს.აღნიშნული ღონისძიება თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.
იხილე მეტიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლებში ახალი პროექტი „ევრიკა“ საპილოტე რეჟიმში თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება.მოსწავლეებს პროფესორ- მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს 5 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ჩაუტარებენ. ახალ პროექტში თავდაპირველად მე-9, მე-10 და მე-11 კლასები მიიღებენ მონაწილეობას, ახალი სასწავლო წლიდან კი მასში მე-7 და მე-8 კლასელებიც ჩაერთვებიან. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ,ფოთის ყველა სკოლა ონლაინ გაკვეთილებისთვის ტექნიკური თვალსაზრისით მზად არის, თუმცა პირველ ეტაპზე რამდენიმე სკოლა შეირჩევა.მათი ვინაობა კი იანვრის ბოლოს გაირკვევა.
იხილე მეტიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროის ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე დროგამოშვებით იწვიმებს
იხილე მეტი\” მისი სამყარო გამორჩეულია და ჩვენთვის ნაცნობი სამყაროსგან განსხვავებული, რაღაც უფრო მშვენიერი და სრულყოფილი … მისი აბსტრაქციები ძლევამოსილი ბუნების ზეიმია, სიცოცხლის დამკვიდრებისთვის ბრძოლაა\”- ასე არის აღწერილი ფოთელი მხატვრის გრიგოლ ღვანიას შემოქმედება კატალოგში, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის ინიციატივით გამოიცა. კატალოგში საქართველოს ათი საუკეთესო თანამედროვე ფერმწერის ნამუშევარია შესული.
იხილე მეტი,,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს და 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. სპეციალისტების განცხადებით, ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება და იგი საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ახალ სავაჭრო შესაძლებლობას შესძენს. ახალი ტერმინალის აშენება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე, მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით განიხილება.
იხილე მეტიფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი-1913“-ს ახალი მთავარი მწვრთვნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მომდევნო წლის განმავლობაში, 56 წლის რუსი სპეციალისტი, კონსტანტინ გალკინი იმუშავებს.ის რუსეთში წლების მანძილზე რამდენიმე გუნდს ავარჯიშებდა, მათ შორის, \”ჩელიაბინსკს\”, ორენბურგის \”გაზოვიკს\”, ნიჟნი ნოვგოროდის \”ვოლგას\” და ბოლო დროს ამავე ქალაქის \”ოლიმპიეცს\”. ასევე აღსანიშნავია, რომ „კოლხეთი-1913“-ის ხელმძღვანელების განცხადებით, გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი გადახალისება იგეგმება.
იხილე მეტი