ამინდის პროგნოზი ფოთში 29 04 22
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილიდან 3 მაისამდე ამინდი გაუარესდება. ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. 29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს, 30 აპრილს ფოთში დღისითა და ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება,…
იხილე მეტი