სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვხედავთ, რომ ეპიდვითარება შედარებით გაუმჯობესდა, მძიმე პიკმა გადაიარა, მაგრამ, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია“, – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე.  რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურდება. მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უნდა დავხვდეთ ვაქცინირებული, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. N14, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში, ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.დაწესებულებაში, 31 აგვისტოს შემდეგ, კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.  ფოთში ბოლო 24…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების წარმატება სერბეთში 10 09 21

30 აგვისტოდან  6 სექტემბრამდე, სერბეთში,კრივის  საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობდა, მასში საქართველოს 10 მოკრივე მონაწილეობდა,მათ შორის 3 ფოთელი ,რომელთაგან ორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. „13-23 ნოემბერს გავემგზავრებით ევროპის ჩემპიონატზე მონტენეგროში და ვეცდებით, რომ მედლებით დავბრუნდეთ“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში  საქართველოს კრივის ნაკრების მწვრთნელმა, გოჩა რუსიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ (R) 10 09 21

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – – ლიბერთი ბანკმა ახალი სტრატეგია და გუნდი  წარადგინა,როლის მიზანია გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას. განსხვავებულ და საინტერესო ჭრილში დავინახოთ ახალი ლიბერთი’ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად შეხვედრას განაგრძობს 09 09 21

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად  წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც  ის, ფაზისის, ჭავჭავაძის , დანელიას, 9 აპრილის და გეგიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის თქმით, მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში აცნობენ იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ისმენენ მათ მოსაზრებებს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალში მათ უბანში განხორციელდება, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები” -განაცხადა ბექა ვაჭარაძემ. შეგახსენებთ,რომ 2021…

იხილე მეტი
სიახლე 

ყველა საჯარო და კერძო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება 09 09 21

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა საჯარო და კერძო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას ვესაუბრეთ.  მისი თქმით ფოთის ბაღებში სასწავლო პროცესი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით განახლდება-   აღმზრდელებს  ყოველ 2 კვირაში, პროტოკოლით გათვალისწინებული კოვიდ ტესტირება ჩაუტარდებათ.  ინტერვიუ აღსანიშნავია, რომ ფოთის №6, №12, №14 №17,ბაღებში ინფრასტრუქრურული სამუშაოები განხორციელდა და   №5 ბაღის მშენებლობა კი დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის, ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუმჯობესდება 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციის მაჩვენებელი, შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება მათთვის. ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.  სკოლების გახსნის ფონზე, გასულ კვირას, აშშ-ში კორონავირუსი თითქმის 250 ათასს ბავშვს დაუდასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს ამერიკის პედიატრიის…

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი, გუნდთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს 09 09 21

პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი,ფოთში, გიორგი აბსარიძე მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად ის, მალთაყვის უბნის, მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგლა თურქიასთან ერთად უბნის მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებული პრობლემები მოისმინა.  „ჩემთვის არ არის უცხო ეს პრობლემები, რადგან მე ფოთში დავიბადე, გავიზარდე და როგორც ყველა ფოთელი მეც დავდივარ ამ ქუჩებში და ვხედავ თუ რა სიტუაციაა ქალაქში“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია „საქართველოსთვის“ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიორგი აბსარიძემ. შეგახსენებთ,რომ პარტია ,,საქართველოსთის’’ 2 ოქტომბრის არჩვენებზე, საარჩევნო ნომრით ,,25’’ იქნება წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

რამდენად ინფრომირებულია ფოთელი მოსახლეობა არჩევნებთან დაკავშირებით 09 08 21

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 24 დღე რჩება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რამდენად ინფორმირებულია ფოთელი მოსახლეობა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. ინტერვიუ როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა,მოსახლეობის ნაწილი მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაციას მეტნაკლებად არ ფლობს. აღსანიშნავია რომ საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად ამომრჩევლებს ხვდებიან; ისინი მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას 2021 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

იხილე მეტი