სტუდია ვაშინგტონი 07 09 21
,,ამერიკის ხმისა”” და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი: ,,სტუდია ვაშინგტონი”
იხილე მეტი,,ამერიკის ხმისა”” და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი: ,,სტუდია ვაშინგტონი”
იხილე მეტიპარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ფოთის მერობის კანდიდატად, ფინანსისტი, გიორგი აბსარიძე წარადგინა.მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ნაცნობია აქ არსებული ყველა პრობლემა. დიდი ფიქრის შემდეგ სრულად მაქვს გააზრებული ის სიძნელეები და პასუხისმგებლობა, რაც მერად არჩევის შემთხვევაში დამეკისრება. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ფოთი იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებული ქალაქი. გაავრცელა მიმართვა ფისბუკის საკუთარ გვერდზე გიორგი აბსარიძემ. ფოთში 4 სექტემბერს პარტიამ ფოთის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მერები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.ყოფილი მინისტრის თქმით ,,ქართული ოცნება” მის მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს და სწორედ ამ არჩევნების შემდეგ დაიწყება ცვლილებები…
იხილე მეტი,,კურსორი”-ის სტუმარია : უეფას მედია ოფიცერი, ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი მამუკა კვარაცხელია, რომელიც ფოთში ქართული ფეხბურთის მუზეუმის შეიქმნის ინიციატივას გამოხატავს.
იხილე მეტი,,ამერიკის ხმისა”” და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი: ,,სტუდია ვაშინგტონი”
იხილე მეტი10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. 8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება. 7 სექტემბერს ფოთში ძირითადად მოღრუბულობაა მოსალოდნელი. დღისით და ღამით შესაძლებელია წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი, ღამით კი+16, +18 გრადუსი იქნება. 8სექტემბერს , ფოთში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21+23 გრადუსი, ღამით +18, +20 გრადუსი იქნება
იხილე მეტიგაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, მაჟორიტარობის კანდიდატად ფოთში, „ცენტრის უბანი’’- ში ლევან ბერიძე დასახელდა. ის პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ის, წარმომადგენელია ფოთში. „20 წლის მერე მე იძულებული გავხდი, რომ დავბრუნებულიყავი პოლიტიკაში, იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაცია თითოეულ ქართველს აიძულებს ხმა ამოიღოს“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერიძემ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, მაჟორიტარობის კანდიდატად ფოთში, „ცენტრის უბანში“ ლევან ბერიძე იქნება.
იხილე მეტიფოთში ,,ქართული ოცნება’’-ის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ,ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გუნდის ხედვები და გეგმები ფოთელ ახალგაზრდებს გააცნო. ვაჭარაძეს თქმით, ახალგაზრდების შემართება, მიზანსწრაფვა, და ცოდნა დადებითი ცვლილებების საფუძველია. აღსანიშნავია,რომ შეხვედრაზე კანდიდატმა, ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე, ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე ისაუბრა.
იხილე მეტიფოთში, გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. ლიდერებმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს , რომ ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე მხარი დაუჭირონ მათ ან სხვა ნებისმიერ კანდიდატს გარდა მმართველი გუნდისა.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 400-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებებში, გარკვეულწილად ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განმარტა, თუ რა შემთხვევაში ითვლება პაციენტის მდგომარეობა მძიმედ: „პირველ რიგში, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია პირველ რიგში ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, ამდენად, ყველაზე ხშირი სიმპტომები სუნთქვასთან დაკავშირებულია. სუნთქვის უკმარისობა კლინიკებში სხვადასხვაგვარად ფასდება. სახლის პირობებში ასეა შესაძლებელი: თუ პაციენტს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ადვილად იღლება, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე აღენიშნება,…
იხილე მეტიგარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი. 4 სექტემბერს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +17, +19 გრადუსი. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის. 5 სექტემბერს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება,ხოლო, ღამით +19, +21 გრადუსი. დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი.
იხილე მეტი