სიახლე 

ფოთს იაპონიის ელჩი სტუმრობდა 14 07 21

დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა ესტუმრა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. ქალაქის მერის განცხადებით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ფოთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ამ ეტაპზე, საქართველოში იაპონიის საელჩო ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას (GGP) ახორციელებს, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. როგორც იაპონიის ელჩმა აღნიშნა: საქართელოს სტრატეგიური მდებარეობა ძალიან საინტერესოა იაპონიისთვის. შეგახსენებთ,რომ საგრანტო კონკურსებს  იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 14 07 21

საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც მივიღეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული Pfizer-ის გარკვეული დოზები, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაწყების თარიღიც დაასახელა. „პირველი ეტაპისთვის ამ პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართული იქნება 7 კლინიკა. დღეის მდგომარეობით 30 ბრიგადა იქნება განკუთვნილი Pfizer-ით ვაქცინაციისთვის და ეტაპობრივად ამ პროცესში ჩაერთვება 80 დამატებითი კლინიკა და სულ მცირე 240 ბრიგადით მოვემსახურებით მოქალაქეებს. უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება 16 ივლისს“, – აღნიშნა ტიკარაძემ. “pfizer”-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო…

იხილე მეტი
სიახლე 

კლასიკური მუსიკის კონცერტები რეგიონებში 14 07 21

„კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი“  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“.პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კლასიკური მუსიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კლასიკური მუსიკით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მოსმენის კულტურის განვითარება. კონცერტების მსვლელობისას თავად მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. დღეს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დარბაზში, პროექტის  ფარგლებში ლექცია კონცერტი ჩატარდა,რომელშიც  მონაწილეობდა : თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით. აღნიშნული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო 14 07 21

ევექსის კლინიკების, ფოთის პოლიკლინიკაში 2 თვეზე მეტია  კოვიდ-19-ის გეგმიური  ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. დღეს კი საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო, როგორც ჩვენთან საუბარში ფოთის პოლიკლინიკის მენეჯერი ნანა ლემონჯავა აღნიშნავს მოსახლეობის მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და ამ დროისთვის  უკვე 70 ჯავშანია. აღსანიშნავია რომ დღეს ფოთის მერიის, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები აიცრნენ, ისინი მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ, რათა კოვიდ-19 გლობალური პანდემია დასრულდეს..შეგახსენებთ რომ დღეს ფოთში , ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო და როგორც ჩვენთვის ცნობილია,იმუნიზაციის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს 13 07 21

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტია პარლამენტში მონაწილეობას მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და კონსტიტუციის კენჭისყრაში მიიღებს. „ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ პარლამენტში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა“, – განაცხადა…

იხილე მეტი
სიახლე 

230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 13 07 21

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ,ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ.,მისი თქმით აღნიშნული პროგრამით ფოთის 100-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. შეგახსენებთ,რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე დაუკანონდა და პროცესის სამომავლოდ გაგრძელებაც იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

თბილისში მიმდინარე ამბებს ფოთელი ოპოზიციონერები გამოეხმაურნენ 13 07 21

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, რეგიონალური ტელევიზიები უმრავლესობამ მაუწყებლობა დროებით გათიშეს. 5 ივლისს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა პარლამენტის წინ თბილისის პრაიდის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს კი ის გარდაიცვალა. აქცია-პერფომანსი პარლამენტის წინ დღემდე მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხს ფოთის ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ. „ეს იყო ჟურნალისტების წინააღმდეგ და არა ლგბტს წინააღმდეგ მიმართული აქცია“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ ფოთში დარეჯან ცხვიტარიამ „მე გუშინ ვესწრებოდი აქციას და დღესაც ვაპირებ აქციაზე მისვლას“,- განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია ლელოს თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა.შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავა პარლამენტის წინ აქციაზე სასტიკად სცემეს, 11…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 13 07 21

სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი

იხილე მეტი