სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 13 07 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის თქმით, ვაქცინის შერევა-კობინაცია საშიში ტენდენციაა. მისი მტკიცებით, ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით, საკმარისი მონაცემები, ან მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ, მოსახლეობას ვაქცინების შერევისგან თავის შეკავებას ურჩევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება და ბოლო ორ კვირაში, აშკარაა კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანა Pfizer-ის დოზებს მიიღებს და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის “დელტა” შტამი უფრო აზიანებს მომავალ თაობას, განსაკუთრებით კი, ბავშვებს. “უკვე არის ბავშვთა…

იხილე მეტი
სიახლე 

5 ივლისის მოვლენების შედეგები 12 07 21

2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. 5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მედიის წარმოამდგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 12 07 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით : 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება. ფოთის საზღვაო ზოლზე არსებული პროგნოზის მიხედვით: 13 ივლისს, სამშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი, ხოლო ღამით +22, +24 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის. 14 ივლისს, ოთხშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი, +22, +24 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. 15 ივლისს, ხუთშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი, +21, +23 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის, ღამით წვიმას…

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს ესტუმრა 12 07 21

9 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი,კელი დეგნანი დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალს, „ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრ“-ს ეწვია . ამერიკის ელჩი სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურას გაეცნო. კელი დეგნანმა ასევე დაათვალიერა ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი პროექტის საფუძველზე გახორციელდა. სასწავლებელში 13 ლაბორატორიაა, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით არის აღჭურვილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საზღვაო სასწავლებლის 10 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას უკვე მიენიჭა ავტორიზაცია და მსურველები სექტემბრიდან შეძლებენ სახელმწიფო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი“ ჩატარდა 12 07 21

ფოთში 9 ივლისს „შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი“ მოზარდებში ჩატარდა, რომელშიც პირველი ადგილი ფოთის გუნდმა დაიკავა. ფესტივალზე მონაწილეობას შავის ზღვის სანაპიროზე მდებარე 5 ქალაქი: ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, ურეკი და ლანჩხუთი იღებდა, სულ 40 გუნდი და 700-მდე ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ „შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი“-ს იტალიის მწვრთენლთა ასოციაციის წევრი ესწრებოდა, , როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილია, აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილე რომელიმე გუნდმა იტალიის საერთაშორისო ტურნირებზე იასპეროზოს. შეგახსენებთ, რომ ფოთში 9 ივლისს „შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი“ მოზარდებში ჩატარდა, რომელშიც პირველი ადგილი ფოთმა დაიკავა, გამარჯვებული გუნდი პრიზებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.

იხილე მეტი
სიახლე 

COVID სტატისტიკა 12 07 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.64%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3.87%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 4.24% იყო.Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 019-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 303 407 აცრა გაკეთდა.დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468 პაციენტი.კორონავირუსის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტში ახალი მეტეო სადგური განთავსდა 12 07 21

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური განათავსა, რომელიც გლობალური ლიდერი კომპანიის VAISALA- ს მიერ არის წარმოებული. ახალი მეტეოსადგური ქარის სიჩქარის, ქარის მიმართულების, ჰაერის ტემპერატურის, ნალექიანობის და ტენიანობის შესახებ ზუსტ მონაცემებს გვაწვდის. „ახალი მეტეოლოგიური სადგური მოგვცემს უფრო ზუსტ და უტყუარ ინფორაციას ამინდის ყოველდღიური პირობების შესახებ“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში სინოპტიკური სამმართველოს უფროსმა – რამაზ კინწურაშვილმა.შეგახსენებთ, რომ ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური განათავსა, რომელიც ამინდის ყოველდღიუტი პირობების შესახებ ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 5 შემთხვევა დაფიქსირდა 09 07 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი დომინანტი იმაზე ადრე გახდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ვარაუდით, ეს მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან, თვის ბოლომდე მოხდება. „ინდური შტამის დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, მაგრამ გახდება თუ არა დომინანტი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მოლოდინი გვქონდა, რომ ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდებოდა, მაგრამ ალბათ, კორონავირუსის ინდური ვარიანტი გაცილებით უფრო ადრე გახდება დომინანტი. სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში ან ივლისის ბოლოს იქნება. ამის უკან, არ არის მხოლოდ ვირუსოლოგიური მონაცემი, ამის უკან დგას სიტუაციის კლინიკური გაუარესება, ვინაიდან კორონავირუსის ინდური ვარიანტი გამოირჩევა უფრო მეტად აგრესიული მიმდინარეობით“, – განაცხადა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გაიხსნა 09 07 21

ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა.ოფისის გახსნას გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ესწრებოდა. ისინი შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდნენ და პარტია „საქართველოსთვის” პროგრამული ხედვების ძირითადი მიმართულებები გააცნეს. „საქართველოში, მათ შორის ფოთში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად გვჭირდება წესრიგი“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.„ზუგდიდის მერე გავხსენით ფოთში პარტიის ოფისი. ჯერჯერობით ვმსჯელობთ მერობის კანდიდატებზე და უახლოეს მომავალში ამის შესახებაც მოგახსენებთ, ვინ იქნება მერობის კანდიდატი ფოთში და ზუგდიდშიც“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. შეგახსენებთ, რომ ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნას, გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ესწრებოდა

იხილე მეტი