ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 06 21
საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთმა Sinovac-ის ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ Sinovac-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა. „Sinovac-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცდა“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. კომპანიაში არ აზუსტებენ, როდის შეეძლებათ მცირეწლოვან ბავშვებს ვაქცინის მიღება. ვაქცინაციის გრაფიკს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია განსაზღვრავს. Sinovac-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ დაასრულა ვაქცინის ადრეული გამოცდის ეტაპი ბავშვებსა და მოზარდებში, ხოლო შედეგები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში მალე გამოქვეყნდება. 1-ელ ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinovac-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა…
იხილე მეტი