„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო ქორქია 28 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ქორქია, რომელმაც მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ძალა”-ს ფოთის ფილიალი დააფუძნა და სოციალური პროექტების განხორციელება დაიწყეს. მათ ქალაქის ტერიტორიაზე უკვე დაარიგეს პირბადეები, ასევე ბაზარში გარე მოვაჭრეებს ცხელი ჩაი და საკვები მიაწოდეს. მომავალშიც არაერთი მსგავსი პროექტის განხორციელებას გეგმავენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შშმ დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ 28 12 20

გუშინ, კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისთვის“ ფოთის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს სახლში სანტა კლაუსი და კლაუსინა ესტუმრა და მათი წინა საახალწლოდ სურვილები აასრულა. აღსანიშნავია რომ სანტა კლაუსი და კლაუსინა შშმ დღის ცენტრის სოციალური განათლების პედაგოგები იყვნენ. ღონისძიება APMTERMINALS POTI-S ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 28 12 20

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მეორე ტალღის დროს შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები დაწესდა, დღეს ფოთის მერიის შემუშავებული პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, შეჭირვეულ და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.პროგრამა 1500ზე მეტი ოჯახის დახმარებას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამოწვევა ,,გახდი ელფერი” მიმდინარეობს 28 12 20

24 დეკემბრიდან ნათია კაკულიას ორგანიზებით, ” ფოთი -ქალაქის ხმასთან” ერთად გამოწვევა ,, გახდი ელფერი” დაიწყო. რომლის მიზანია ახალი წელი დღესასწაულად აქციოს იმ ადამიანებთვის, რომელთაც თანადგომა სჭირდებათ. ნათია კაკულია მოუწოდებს ფოთელებს ჩაერთონ გამოწვევაში და გახდნენ “ელფერები”. აქცია 31დეკემბერს დასრულდება.

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვებაში გერმანიიდან გვერთვება სოფო კორტავა 25 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი სოფო კორტავა რომელიც გერმანიაში სასწავლო კურსით იმყოფება რომელსაც რამოდენიმე დღის წინ “კოვიდ-19” დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდმა “ქველმოქმედი 2015” ფოთში 30 ოჯახს საახალწლოდ პროდუქტები გადასცა 25 12 20

დღეს ფოთში ფონდი ,,ქველმოქმედი2015″-ს, “გალერეა34″-ს და სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღას” ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ და საოციალურად დაუცველ 30ოჯახს საკვები პროდუქტები და სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი გადაეცათ.აღნიშნული აქცია ყოველწლიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი