დღეს პროექტის – „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსი, ავთანდილ ქვაჩაკიძე ჟურნალისტებს დისტანციურად შეხვდა. ვებინარს იმერეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა, თუ რა გავლენა მოახდინა გარემოს მდგომარეობაზე COVID19-თან დაკავშირებით დადგენილმა შეზღუდვებმა. ამასთან, ორი დიდი ქალაქის ქუთაისისა და თბილისის 2019-2020 წლის გაზაფხულის პერიოდის ჰაერის ატმოსფერული მაჩვენებლები განიხილეს. რაც შეეხება ფოთის ატმოსფერულ მდგომარეობას, როგორც ქვაჩაკიძემ განაცხადა, სადგურის არ არსებობის გამო მისი მდგომარეობის შემოწმება ვერ მოხდა ქვაჩაკიძემ ასევე ისაუბრა, ოზონის წარმოშობის პირობებზე, ოზონის შრის…
იხილე მეტი