სიახლე 

ფოთში სასაფლაოებს პოლიცია აკონტროლებს 20 04 20

ფოთში, ხუთივე სასაფლაოს მიმდებარე პერიმეტრებზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, პროცესში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც. ხელისუფლების ინფორმაციით, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

იხილე მეტი
სიახლე 

სააღდგომო ლიტურგია ფოთში მრევლის გარეშე ჩატარდა 20 04 20

შაბათს, ფოთის საკათედრო ტაძრის ეზო მთელი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, სამღვდელოება მხოლოდ 11 საათისთვის მივიდა ტაძარში და სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. ღვთისმსახურებას მეუფესთან ერთად რამოდენიმე სასულიერო პირი, სტიქაროსნები და მგალობლები ესწრებოდა. ეპარქიის ყველა ეკლესია მონასტერში აღდგომის შემობრძანებას ზარების რეკვით შეეგებნენ, რაც მეუფის განცხადებით მოსახლეობისათვის ლოცვის აღვლენისა და გაერთიანებისაკენ მოწოდების ნიშანი იყო. დილით კი 7 საათიდან ტაძრის კარი ყველა მორწმუნესთვის გაიღო და წირვაც ჩატარდა

იხილე მეტი
სიახლე 

რუხის საავადმყოფოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი სტუმრობდა 17 04 20

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რუხის საავადმყოფო დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 35 ექიმია მობილეზებული და სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 72 პაციენტის მიღება შეუძლიასახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რუხის საავადმყოფო მოემსახურება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოქალაქეებს.მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.

იხილე მეტი
სიახლე 

“მეცხრე ტალღის” ეთერში “ეს ქვეყანა შენია”-ს მე-6 გადაცემა გავიდა 17 04 20

„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში   გადაცემა „ეს ქვეყანა შენიას“ ბოლო გადაცემა გავიდა . ჩვენი ეთერი, „კოვიდ 19“-ის გამო საქართველოსა და მსოფლიოში  შექმნილ მდგომარეობას და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების როლს და  მათი სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის    მნიშვნელობას   დაეთმო,

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი ბილივის მორიგი საქველმოქმედო აქცია 16 04 20

ფონდი ბილივი აგრძელებს საქველმოქმედო კამპანიას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის წევრებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კამპანია განახორციელა ბენეფიციარებს ასევე გადაეცათ ნიღბები და პირველადი საჭიროების სადეზინფექციო საშუალებები. COVID -19 ის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის ფარგლებში ბილივმა ასევე 30 სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის განახორციელა სურსათით უზრუნველყოფის კამპანია. ამ ეტაპზე, სამოცდასამი ბენეფიციარის ოჯახი ჩაერთო მიმდინარე პროექტში. ფონდ ბილივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სიღარიბესა და შიმშილთან ბრძოლაა. 2019 წლიდან ფონდის საქმიანობის სტრატეგია დაუკავშირდა გაეროს მდგარი განვითარების მიზნებს.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიცანით ფოთელი მხატვარი ლელა მეფარიშვილი 16 04 20

დღეს გვინდა გაგაცნოთ თვითნასწავლი მხატვარი, 19 წლის ლელა მეფარიშვილი ფოთიდან. მან მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა და სურვილი აქვს სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძოს. მისივე თქმით წარმატებისკენ მიისწრაფის. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს ბავშვობიდან ხატავს, თუმცა ადრე მისი ნამუშევრების საზოგადოების წინაშე წარდგენას ერიდებოდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ნამუშევრების გამოქვეყნება დაიწყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქვს სხვადასხვა ჟანრის 30-მდე ნამუშევარი.აღსანიშნავია რომ ლელა მეფარიშვილი ფოტოგრაფიითაცაა გატაცებული და უპირატესობას ვინტაჟური ფოტოების გადაღებას ანიჭებს.

იხილე მეტი