,,სტუდია ვაშინგტონი” 05 03 20
„სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით, ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, ასევე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელებით, მწვრთნელების ოთახით, სამედიცინო ოთახით, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.
იხილე მეტიხმაურია ფოთის ბაზარში. თევზის მოვაჭრეებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტეს. რეალიზატორების განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ სარეალიზაციოდ გამოყოფილი ფართი დაახლოებით ერთი თვის წინ დაუნგრიეს, ახლა კი ბაზრის მეპატრონე მათ მაღაზიებზე მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. ისინი ბაზრის ადმინისტრაციას ზეწოლაში და მათი ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ. ბაზრის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ისინი მოვაჭრეებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ და მათთვის გაუგებარია აღნიშნული პროტესტი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
იხილე მეტისაბიბლიოთეკო გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრთა ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე მოისმინეს ფედერაციის პრეზიდენტის ვახტან ალანიას ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. შემდგომ, ყრილობის წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, და გამგეობის წევრები აირჩიეს. ფედერაციის პრეზიდენტი მეორე ვადით ვახტან ალანია გახდა, ვიცე-პრეზიდენტი აბაშის კლუბის წევრი გოჩა სიმონია. გამგეობის წევრები კი ვალერი მიქაია, რომან მიქაძე და ფრიდონ ბირკაია გახდნენ. ყრილობის დასასრულს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ სტეფინოვსკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დამსწრეებს ჩასატარებელი შეჯიბრებების განრიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
იხილე მეტი“ერის ჯანმრთელობა” უპირობო სოციალური ღირებულებაა, პრიორიტეტული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ეროვნული, ნაციონალური სიმდიდრის საფუძველი . ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ დაავადების არარსებობა, არამედ პირობა ფიზიკური, მორალური, გონებრივი, ეკოლოგიური და სოციალური კეთილდღეობა, ქცევისა და ცხოვრების სტილის ისეთი ფორმების ჩათვლით, რომლებიც საშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება. „ერის ჯანმრთელობა“ ურთიერთინტერესთა და ურთიერთპასუხისმგებლობის სფეროა სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ინდივიდს შორის . ჯანსაღი ცხოვრების წესი უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად, ერის ჯანმრთელობას შეიძლება ეწოდოს ჩვენი ,,არამატერიალური კაპიტალი” სახელმწიფო. ჯანსაღი ცხოვრების წესი – XXI საუკუნის ტრენდია.
იხილე მეტი29 თებერვალს ნადირობის სეზონი დასრულდა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან აიკრძალა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით კონტოლს გაამკაცრებენ. აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას, ზოგ შემთხვევაში მოპოვებული ობიქტისა და სანადირო იარაღების კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც დაემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ნადირობის სეზონი აგვისტოს თვეში გაიხსნება.
იხილე მეტი2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, ბრიფინგზე განაცხადა. რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს. მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ. ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარი, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის რეგისტრაციას, ის გამოცდებს გამოეთიშება. საჯარო და კერშო სკოლებში კი არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება. მანამ კი ფოთში სასწავლო დაწესებულებების სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, მეორე ნაწილი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 1 კვირით ადრე შეწყდა და არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2…
იხილე მეტიდედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. ,,დედის დღე”, დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა. ამიტომ არასოდეს დავინანოთ ის ფრაზა, რომელიც უთუოდ გაახარებს მის გულს: “მიყვარხარ, დე” დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფოთელ მოსახლეობას საშუალება მისცა მეცხრე ტალღის ეთერით ახლობლებისთვის დღევანდელი დღე მიელოცათ. დედის დღეს 46 ქვეყანაში აღნიშნავენ.
იხილე მეტიმიილია ზამთარი.. მზემ, სითბომ ყვავილებმა გუნებაც გაზაფხულის შესაფერად გამოგვიკეთა! კანონზომიერია ის რომ გაზაფხულის პირველი დღესასწაული სწორედ მშვენიერ ქალბატონებს ეკუთვნით.. ქალი და გაზაფხული, გაზაფხული და ქალი განუყოფელია მსგავსება.. ჰარმონიუილია შეთავსება… პოეზიამ თითქოს დატოვა ტელე-სივრცეები, მაგრამ ის არ გამქრალა.. მას ათასობით, ასიათასობით გულშემატკივარი ყავს..მინი- ფილმები წარმოსხვის საშუალებას აძლევს მაყურებელს არა მხოლოდ მოისმინოს, დაინახოს ლექსი. „ეს ჩემგან“ – საბიბლითეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონის „გულის სამელნე“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.. რომელიც მიზნად ისახავს შექმნას ახალი სივრცე, მისცეს საშუალება ნებისმიერ მსურველს მიიღოს მონაწილეობა.. ძალიან ხშირად ყოფიერება განაპირობებს ადამიანის ცნობიერებას. დღევანდელი ყოფიერება კი რთულია, ძნელია ამ პირობებში…
იხილე მეტიმორიგი საღამო გაიმართა ლანჩხუთში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში. მუზეუმმა ამჯერად გურული ფესვების მქონე პოეტსა და მსახიობს სოფიო ღლონტს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის ხალხმრავალ შეხვედრაზე სტუმრები ვანიდან, ფოთიდან, ბათუმიდანაც იყვნენ. სოფიო ღლონტმა მართლაც სასიამოვნოდ გააკვირვა ის მსმენელი, ვინც მის შემოქმედებას არ იცნობდა. ქალბატონ სოფიოს აშკარად ემჩნეოდა მისი მეორე პროფესია არტისტობა, იგი თავისი ლექსებით ნუსხავდა შეკრებილ საზოგადოებას, ყველამ იხალისა და ტაში დაუკრა დიმიტრი ბერიძის მიერ სახელდახელოდ დაწერილ ლექსს, რომელიც სოფიოს სტუმრობასა და ლანჩხუთის მასპინძლობას შეეხებოდა, ფეხზე წამოუდგნენ აკაკი გოგუას, რომლის ლექსებიც პატრიოტიზმით არის გაჟღენთილი, ტრადიციულად ემოციური გამოვიდა მისი გამოსვლები, ჯემალ დობორჯგინიძე თავის…
იხილე მეტი