სიახლე 

ლანჩხუთში პოეტ სოფიო ღლონტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა 03 03 20

მორიგი საღამო გაიმართა ლანჩხუთში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში. მუზეუმმა ამჯერად გურული ფესვების მქონე პოეტსა და მსახიობს სოფიო ღლონტს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის ხალხმრავალ შეხვედრაზე სტუმრები ვანიდან, ფოთიდან, ბათუმიდანაც იყვნენ. სოფიო ღლონტმა მართლაც სასიამოვნოდ გააკვირვა ის მსმენელი, ვინც მის შემოქმედებას არ იცნობდა. ქალბატონ სოფიოს აშკარად ემჩნეოდა მისი მეორე პროფესია არტისტობა, იგი თავისი ლექსებით ნუსხავდა შეკრებილ საზოგადოებას, ყველამ იხალისა და ტაში დაუკრა დიმიტრი ბერიძის მიერ სახელდახელოდ დაწერილ ლექსს, რომელიც სოფიოს სტუმრობასა და ლანჩხუთის მასპინძლობას შეეხებოდა, ფეხზე წამოუდგნენ აკაკი გოგუას, რომლის ლექსებიც პატრიოტიზმით არის გაჟღენთილი, ტრადიციულად ემოციური გამოვიდა მისი გამოსვლები, ჯემალ დობორჯგინიძე თავის…

იხილე მეტი
სიახლე 

ნაქარგების გამოფენა „არტ გალერეა 34″-ში 03 03 20

ფოთში გალერეა 34-ში თამარ დობორჯგინიძის ნაქარგების პერსონალური გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო დაახლოებით 30-მდე ნამუშევარი. ასევე იყო ლალა თუნთიას ნამუშევრებიც. ნამუშევრები იყო სხვადასხვდა თემაზე, ბუნება აღმოსავლური და იაპონური მოტივები. შთამბეჭდავი იყო ცნობილი ტილოს “გოგონა მარგალიტის საყურით” ნაქარგი, რეპროდუქცია ვან გოგის ,,მზესუმზირები”. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა 02 03 20

კორონავირუსთან დაკავშირებით, ფოთში საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. შესაბამისი სტანდარტების მიხედვით დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ,,ფოთიქალაქტრანსპორტი”, შიდა საქალაქო სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს. წესისამებრ დამუშავდა როგორც ავტობუსები, ისე სამარშუტო ტაქსები. ტრანსპორტის სამსახურის განცხადებით ფოთის საავტობუსო მარშუტებს დაემატა ორი სვლა გეზი, რომლებიც ღამის ჩქაროსნული მატარებლის ჩამოსვლის დროს მგზავრებს მოემსახურებიან რკინიგზის სადგურიდან მალთაყვისა და ნაბადის მიმართულებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი პროგრამა დევნილი მოსახლეობისთვის 02 03 20

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს ააშენებენ. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში 122 სახლი აშენდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება 02 03 20

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული რეკომენდაცია ფოთის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. შაბათს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს სკოლამდელ დაწესებულებებშიც. სადენზიფექციო სამუშაოები იწარმოება სპეციალური საშუალებებით, ეს არის “მიკრო ბაგ ფორტე” , რომლის საშუალებითაც ხორციელდება იატაკების, მაგიდის ზედაპირების და ზოგადად ყველა იმ საგნის დამუშავება, რომელთანაც შეხება აქვთ ბავშვებს, მოხდა ასევე კვების ბლოკის და ჭურჭლის დავუშავება “მიკრო ბაგ ფუდის” პრეპარატების საშუალებით. სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადები, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია სპეციალური საშუალებებით და პერსონალი ყველა ჰიგიენური წესისა და ნორმის დაცვით უზრუნველყოფს სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დარეჯან სანიკიძემ საქველმოქმედო აქცია გამართა 02 03 20

ფოთში დარეჯან სანიკიძის ორგანიზებით 29 თებერვალს საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ის ოთხ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სურსათით დაეხმარა. ერთ-ერთი შშმ პირი ანი ხაბურზანია 11 წლისაა, ის თვეში ერთხელ საჭიროებს თბილისში ექიმთან ვიზიტს, რომელსაც 90 ლარი სჭირდება ამას ემატება საგზაო ხარჯები, რომლის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ასევე დაგეგმილი იყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ვირუსების გამო გადაიდო. საქველმოქმედო ღონისძიებაში წვლილი შეიტანა სააღმზრდელო დაწესებულებამ და მერვე საჯარო სკოლამ. დარეჯან სანიკიძე ფოთის საზოგადოებას მოუწოდებს, მიიტანონ გულთან მათი მდგომარეობა, ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი საგანგებო განცხადებას აკეთებს 02 03 20

,,ლეიბორისტული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ფოთში რეგისტრირებული ავტომობილებისთვის დროებით შეაჩერონ ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექ-დათვალიერების ვალდებულება. მისი განცხადებით, ფოთის ქუჩების ავარიული მდგომარეობა ავტომანქანების დაზიანებას იწვევს და მძღოლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. შეგახსენებთ, რომ ფოთის კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩების უმეტესობა გადათხრილია, დასრულების ვადებმა კი რამდენჯერმე გადაიწია.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 29 თებერვალს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15° +17° ; ღამით: +7° +9°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. სიჩქარით. 1 მარტს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა დროგამოშვებით წვიმა, დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7 +9 ; ღამით:+ 5° +7° იქნება.

იხილე მეტი