სიახლე 

ფოთში საშობაო კონცერტი გაიმართა 08 01 20

ფოთში შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება მთავარ მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან მოეწყო, მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა, ვოკალურმა და საესტრადო კოლექტივებმა მიიღეს. სპეციალური მოწვევით კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა “ფრანმა”-ც მიიღო. ნაძვის ხესთან მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ყველა მისულ სტუმარს გლინტვეინისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება ქონდა. სცენაზე 2019 წლის ფოთის საუკეთესო სპორტსმენთ დაჯილდოებაც მოხდა. საუკეთესოს ტიტული მოჭიდავე გივი ნადარეიშვილს ერგო, რომელმაც 2019 წელს სამბოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონაებტში დიდებს შორის III ადგილი მოიპოვა. მუნიციპალიტეტის სახელით სპორტსმენს ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენებით გადაეცა. ჯილდო 1000 ლარი გადაეცა ასევე მის მწვრთნელს, ზურაბ ტუღუშს.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საშობაო მსვლელობა გაიმართა 07 01 20

ფოთში, საშობაო ალილო გაიმართა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს. საეკლესიო პირების, ხელისუფლების წარმომადგნელებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. ალილოზე შეგროვილი სურსათ-სანოვაგე, შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით აღდგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა 06 01 20

ფოთის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გრიპის ვირუსის გავრცელების გამო სამედიცინო ამბულატორიულ გამყოფილებებში მოსახლეობის მომართვიანობა გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით ვირუსული ინფექციის შემთხვევებმა ორჯერ მოიმატა, თუმცა ფოთში მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სტაციონარს ძირითადად 5წლამდე ბავშვები და მოხუცები მიმართავენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გრიპის ვირუსის პროფილაქტიკის მიზნით ფოთში რისკ ჯგუფის 620მდე პაციენტი არის აცრილი ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ რომ მათ პრეპარატი ტამიფლუს მარაგი გააჩნიათ და მოუწოდებენ მოსახლეობას რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება 06 01 20

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა 12საათზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან ფოთის საკათედრო ტაძრამდე გაიმართება. საღამოს 7 საათზე კი ფოთის ცენტრალურ პარკში – ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ვოკალური და საესტრადო ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. იქვე სტუმრებს საახალწლო სოფელი ელოდებათ სადაც , გლინტვეინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. სპორტის და კულტურის სამსახურის მიერ იგეგმება ფოთის 2019წლის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება; დასასრულს ფოთელებს ცეცხლოვანი შოუ,ჯგუფი –,,LOUDspeakers“ის კონცერტი და DJ elesto ელოდება

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. ფოთი 06 01 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 7 იანვარს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11° +13° ; ღამით: +8° +10 °. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ, სიჩქარით. 8 იანვარს მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მ/წმ, სიჩქარით. ღამით მოსალოდნელია დრო გამოშვებით წვიმა შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +9° +12° ; ღამით: +4° +6° იქნება. 9იანვარს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დრო გამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +3° +7 ღამით +3° +5 იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზის გადამამუშავებელ 2 ქარხანაში დაკვირვების პროცესი დაიწყო 05 01 20

თევზის სუნის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შესაბამისად თევზის გადამამუშავებელ 2 ქარხანაში დაიწყო წარმოების პროცესზე დაკვირვება. გუშინ ნავმისადგომებზე გემების გადმოტვირთვის პროცესიდან დაწყებული და ქარხნებში გადამუშავებით გაგრძელებული, ზედამხედველობაში ჩართული იყვნენ სოფლის მეურნეობის , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა წარმომადგენლები. დაკვირვების პროცესი ეტაპობრივად სხვა ქარხნებშიც დაიწყება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2019 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ 02 01 20

30 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბექა გუგუშვილი და სხვა საპატიო სტუმრები. 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი 20 წლის გოგონათა შორის, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის პრიზიორი, 2020 წლის საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელი, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ნონა გაფრინდაშვილის თასის B ღია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის, მაია ჩიბურდანიძის თასზე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა…

იხილე მეტი