სტუდენტური კამპანია #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება 25 11 21
სტუდენტური კამპანია #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, პროექტი 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულების და გადარჩენის ერთადერთი გზაა.კამპანიის ფარგლებში, სტუდენტები ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, ვაკის პარკში შეიკრიბებიან და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. აქციის ფარგლებში, სტუდენტები მოსახლეობასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეომიმართვებს, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებულ სამოტივაციო მესიჯებს, ინტერნეტსივრცეში კამპანიის – #ავიცრათერთმანეთისთვის სლოგანით გაავრცელებენ.აქციის ბოლოს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებს კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ და გამოწვევის პრინციპით…
იხილე მეტი