სიახლე 

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა 31 08 21

დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც ვრცელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა,ამასთან საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სამხატვრო სასწავლებელმა კონკურსში გაიმარჯვა 31 08 21

ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი, პროექტის „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სასწავლებლის დირექტორს მაია კორკელიას ვესაუბრეთ, როგორც ის აღნიშნავს ეს გამაერჯვება მისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა აღნიშნული კონკურსი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოცხადდა. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში კულტურის სამინისტროს სულ 10-მა განმცხადებელმა მომართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 30 08 21

30-31 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს. 31 აგვისტოს ფოთში ცვალებადი მოღრუბულობაა მოსალოდნელი. დღისით და ღამით შესაძლებელია წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი, ღამით კი+22, +24 გრადუსი იქნება. 1სექტემბერს , ფოთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25+27 გრადუსი, ღამით +21, +23 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია შორენა გამსახურდია 30 08 21

30 აგვისტოს, მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო  დღე აღინიშნება. საქართველოში 2003 წლიდან დღემდე 2 345 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად . წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოამზადა 40 წამიანი სოციალური ვიდეო რგოლი ამ ჰუმანიტარულ პრობლემასთან დაკავშირებით.აღნიშნულ თემაზე, ,,კურსორის’’ სტუმარი შორენა  გამსახურდია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ოპოზიციის საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატად ვახტანგ დარცმელიზე დასახელდა 30 08 21

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ფოთში, გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატად, ვახტანგ დარცმელიზე დასახელდა, რომელიც ამჟამად „ევროპული საქართველო“-ს ფოთის ორგანიზაციის თავჯოდმარეა. „რა თქმა უნდა ვაპირებთ გამარჯვებას, ეს რეჟიმი უნდა დამარცხდეს“- განაცხადა  დარცმელიძემ ჩვენთან ინტერვიუში.  შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის, მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, ხოლო საკრებულოს თავჯდომარეობის  ვახტანგ დარცმელიძეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 30 08 21

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული,- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ნებისმიერ ვაქცინას ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში არის, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და ყველა ვაქცინას შეუძლია მთავარი ფუნქციის შესრულება, ადამიანის სიკვდილობის და მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირების ფუნქცია, – ამის შესახებ ექიმ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 545 033 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 488 661, გარდაიცვალა 7 329 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს…

იხილე მეტი
სიახლე 

გავრცელებული ინფორმაციით ფოთის ნაციონალური მოძრაობის პარტიაში დაპირისპირება მიმდინარეობს 30 08 21

სოციალურ ქსელში ვრცელდება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეო მიმართვა, რომლითაც ის ფოთის ნაციონალური მოძრაობის პარტიაში არსებულ დაპირისპირებებზე საუბრობს.  „არ იცით რომ ფოთის ნაციონალური მოძრაობა უკვე დასრულებული ხართ„  აცხადებს აქტივისტი.ამასთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტია 10-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,, ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’-‘ის  ფოთის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით, მისი თქმით,პარტიის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “როგორც არასდროს ისე ვართ მჭიდროდ და ვართ მოტივირებული გამარჯვებისთვის“ – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ . შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოც. ქსელის მეშვეობით ფოთის ნაციონალური მოძრაობის პარტიაში არსებულ დაპირისპირების შესახებ ვიდეომიმართვა გავრცელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ლეიბორისტული პარტია“ მიიღებს მონაწილეობას 30 08 21

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტული პარტია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ფოთის, ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მამუკა ხორავას ვესაუბრეთ, როგორც ის აღნიშნავს მიუხედავად პარტიისთვის შეწვეტილი დაფინანსებისა, ლეიბორისტული პარტია არჩევნებში აქტიუად ჩაერთვება. მამუკა ხორავა,მოსახლეობასთან  წინასაარეჩევნო შეხვედრებს გეგმავს. მისი თქმით, ფოთში არაერთი აქტუალური  პრობლემაა . ,, ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის რომ როგოც ტურისტული, ისე ბიზნეს სექტორი განავითაროს“ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ფოთის, ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავამ.  შეგახსენებთ რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტული პარტია პარტიული სიით იქნება წარმოდგენილი და მას მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია 30 08 21

დღეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ჩარიცხვის და გრანტების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის რესურსს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით ფოთში ერთიან ეროვნულ გამოცდებში  400 აბიტურიენტი მონაწილეობდა, სულ საქართველოში 29 000 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, გრანტი კი 6 500ზე მეტ აბნიტურიენტზე გადანაწილდა. აღსნიშნავია რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები მიმდინარეობდა,. შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი

იხილე მეტი