სიახლე 

დღეს ჩვენს ტელევიზიას საკრებულოს წევრი, მამუკა ხორავა დაუკავშირდა. 12 05 21

დღეს ჩვენს ტელევიზიას,ლეიბორისტული პარტიის,ფოთის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, მამუკა ხორავა დაუკავშირდა.ხორავამ ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი გზების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში დაწყებულია ვაქცინაცია,რომელიც  ,,ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში მიმდინარეობს’’- გამსახურდიას ქუჩაზე ,აღნიშნულ ქუჩას კი სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ,,ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სასწრაფოდ გამსახურდიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რადგან დიდი საფრთხეა იმის, რომ სანამ პაციენტი კლინიკამდე მივა რაიმე სახის დაიზიანება მიიღოს’’ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის,ფოთელმა ლიდერმა,ჩვენთან ინტერვიუში.გარდა ამისა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ სწორედ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს,ფოთის ,,კულტურის სახლი ‘’ და მოუწესრიგებელი ქუჩა,მის იერსახეს ამახინჯებს.შეგახსენებთ, რომ ფოთში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,თუმცა როდის მოხდება ,,გამსახურდიას’’ ქუჩის განახლება,ჯერჯერობით…

იხილე მეტი
სიახლე 

„ფოთის კოლხეთი 1913“ თბილისის „სიტის“ მასპინძლობდა 12 05 21

დღეს ფოთის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 3-ის 2021 წლის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც  „ფოთის კოლხეთი 1913“  თბილისის „სიტის“ მასპინძლობდა.მატჩი პირველივე წუთიდან ფოთელებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც 26-ე წუთზე შალიკაშვილის გოლი მოჰყვა, პირველი ძირითადი დრო ფოთელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაასრულეს.მეორე ნახევარი სტუმრება აქტიურად დაიწყეს,  საგოლე მომენტები მომენტები შექმენს, თუმცა ვერ გამოიყენეს, რასაც ფოთელი ფეხბურთელების მხრიდან 65-ე წუთზე ლეჟავას, ხოლო 83-ე წუთზე კაკუშაძეს გოლი მოჰყვა.აღსანიშნავია ის ფატიც, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“-თან არსებულმა საქველმოქმედო ფონდმა „ეს შენი გუნდია“-ს წარმომადგენლებმა, დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს, რომელსაც ,,მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი’’-ის პრიზი…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას განახლებული განრიგით განაგრძობს 12 05 21

ხვალიდან ფოთში საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას განახლებული განრიგით განაგრძობს. რა გახდა ცვლილებების მიზეზი? როგორია პანდემიის პერიდში მგზავრთა აქტივობა და რა რეგულაციების დაცვა უწევთ მგზავრებს . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ირინა ხიზანიშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით ახალი განრიგის შესაბამისად თბილისი-ფოთი მგზავრთა გადაყვანა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით განახორციელებს.მატარებლის განახლებული განრიგი შემდეგნაირია: თბილისიდან გასვლა 06:40- ფოთში ჩასვლა 12: 12 ,ხოლო ფოთიდან გასვლა 13 – თბილისში ჩასვლა 18:40,რაც შეეხება ბილეთის ფასს: პირველი კლასი- 28 ლარი მეორე კლასი – 16 ლარი ბიზნეს კლასი – 43 ლარი

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 37 შემთხვევა დაფიქსირდა 12 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 12 მაისის მონაცემებით, საქართველოში 71 570 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ. გარდა ამისა, დღეს 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დეზინფორმაციას უწოდებენ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ცენტრის დირექტორის…

იხილე მეტი
სიახლე 

ბანკებმა პირველი კვარტალი 412 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს 12 05 21

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ბანკებმა პირველი კვარტალი 412 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეკონომიკის ექსპერტს, ვახტანგ ჭარაიიას დავუკავშირდით,როგორც მან აღნიშნა, ბანკების მოგება,არ შეიძლება ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ ,რადგან,საქართველოს ეკონომიკის მთავარი ფინანსური წილი სწორედ ბანკებზე მოდის,ამასთან  მათ საკუთარი მსხვილი კაპიტალი აქვთ,რომელიც 4 მილიარდს აღწევს და მოგების ძირითადი ნაწილი ვალუტის კურსის ცვლილებიდან მიღებული თანხაა,თუმცა არც ის არის ადეკვატური,რომ სხვა სექტორები ძალიან დაზარალდა და ამის ფონზე ერთმა სექტორმა ასეთი სახის მოგება ნახოს,ამიტომ საჭიროა ქვეყანაში საბანკო პოლიტიკის დასტაბილურება. ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება –…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ვიცე-მერმა,პაატა ლაგვილავამ თანამდებობა დატოვა 11 05 21

დღეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ  აკაკი ხუნწელიამ  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მედიასთან შეხვედრისას მერის ყოფილმა  მოადგილემ პაატა ლაგვიალავამ ,განაცხადა,რომ დილით ფოთის მერთან შეხვედრის შემდეგ მას თანამდებობის დატოვება სთხოვეს, მიზეზი კი მათი გახარიას გუნდის წევრობაა. ,,მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადავმდგარვიყავით, კერძოდ დავით გუშიანისგან იყო დავალება, ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი’’ განაცხადა მედიასთან საუბრისას ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ  პაატა ლაგვილავამ. როგორც მარტვილის მერის ყოფილი  მოადგილე,  აკაკი ხუნწელია აღნიშნავს : ,,მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით,რადგან…

იხილე მეტი
სიახლე 

2023 წლიდან მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება 11 05 21

ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლოებას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლება, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და “საქმიან ეზოებში” განთავსებას. შეგახსენებთ,რომ 2023 წლიდა მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 21 შემთხვევა დაფიქსირდა 11 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის განმართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს. დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრადაა…

იხილე მეტი