სიახლე 

ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს 09 04 21

1989 წლის 9 აპრილს რუსული ჯარის მიერ,მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა,2 წლის შემდეგ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.წელს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 32 წელი გავიდა, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ფოთის ადგილბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა სულებს და მათი მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.ამასთან მოხალისეების მიერ მემორიალთან დაღუპუთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ,21 ძირი „ვერცხლისფერი ცინერეა“-ს ხე დაირგო.შეგახსენებთ, რომ 9 აპრილი ყოველწლიურად აღინიშნება და ის მთელი საქართველოს მასშტაბით უქმე დღედაა გამოცხადებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში 9 აპრილთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო 09 04 21

,,9 აპრილი დღე ტრაგედიისა და დღე ზეიმისა ” ამ სათაურის პოსტერს აქვეყნებს სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებლის ერთ-ერთი მოსწავლე,რადგანაც სწორედ 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საფუძველი.ფოთის სამხატვრრო სასწავლებელში ,სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით გამოფენის მოწყობა.წელს სასწავლებელში,მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი პოსტერები გამოიფინა,რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ეძღვნებოდა.შეგახსენებთ,რომ მსგავსი სახის,სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები და გამოფენები ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ხშირად ეწყობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 1 საჯარო სკოლაში თეოფანე დავითაიას 110 წლის იუბილე აღნიშნეს 08 04 21

დღეს ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,დემოსი“-ის ორგანიზებით პროექტის ,,კაცი ლეგენდა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თეოფანე დავითაიას 110 წლის იუბილეს მიეძღვნა. თეოფანე დავითაია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი და საქართველოს დამსახურებული მოღვაწე გალხლდათ, მის სახელს ატარებს საქართველოში არსებული რამდენიმე ქუჩა და ფოთის 1 საჯარო სკოლა. თეოფანე დავითაიას დიდი წვლილი მიუძღვის ამინდის არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლაში.პრეზენტაციის ფარგლებში მემორიალური დაფის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა და დოკუმენური ფილმის ჩვენება მოეწყო.ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ესწრებოდნენაღსანიშნავია, რომ სამეგრელოში,სოფელ ეკში, დიდი ქართველი მოღვაწის თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი მდებარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 11 ქუჩას,რეაბილიტაცია უტარდება. 08.04.21

ამ ეტაპზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 11 ქუჩაზე მიმდინარეობს.საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.პროექტის ღირებულება 1 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ ნიუპოვერი„ აწარმოებს.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ გზების რეაბილიტაცია უახლოეს თვეებში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა 08 04 21

8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა, რომელიც ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება.აღნიშნული თემაზე, ფოთის მე-4 საჯარო სკოლამ დღეს ღონისძიება გამართა, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი.ღონისძიება ბოშა ბავშვების მიმართ თანადგომას და მათი სწავლის მხრივ წახალისებას ისახავს მიზნად.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბავშვებს საჩუქრები და სასკოლო ნივთები გადაეცათაღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფოთის მე-4 საჯარო სკოლა ამ პროექტს უკვე მესამე წელია უძღვება და სისტემატიური ხასიათისაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, წყალ-სათხილამურო სპორტის ფარგლებში შეკრება გაიმართა 08 04 21

ფოთში, წყალ-სათხილამურო სპორტის ფარგლებში ერთობლივი შეკრება გაიმართა, სადაც სტუმრად ჩამოსული გერმანელი და ბელარუსელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას, შეკრების მთავარი მიზანი სპორტსმენების უკეთ მომზადება და დაგეგმილი ჩემპიონატისთვის ფორმის შენარჩუნებაა.აღნიშნული თემით ჩენი გადამები ჯგუფი დაინტერესდა და გადაწყვიტა ადგილზე გაცნობოდა მიმდინარე პროცესებს, ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრები ფოთის ეკოსისტემით ძალიან კმაყოფილები არიან, და მომავალშიც გეგმავენ ვიზიტებს.როგორც შეკრების მონაწილეები აცხადებენ:,, ოქროს ტბაზე” იდეალური ჰავა და შესანიშნავი პირობებია სავარჯიშოდ, იმედვონებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი, ჩვენს ქალაქში ჩემპონატებსაც გამართავენ.შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სპორტსმენები 2 კვირით სტუმრობენ ფოთს და 11 აპრილს ქალაქს დატოვებენ.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია გიორგი კაპანაძე 08 04 21

ქვეყანაში მოსალოდნელი ახალი ,,ლოქდაუნის” უარყოფით და დადებით საკითხებზე ,,კურსორის”სტუმარი გიორგი კაპანაძე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08 04 21

დღეს საქართველოში კოვიდ-19ის 761ახალი შემთხვევა გამოვლინდა.მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წარუდგინეს – ოჯახი დარწმუნდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ექთანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, რაც მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გახდაფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი მთავრობას მოუწოდებს, მედიკოსების შემდეგ სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულები აიცრან.პანდემიის პირობებში ტრანსპორტის მუშაობაზე, გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა ისაუბრა.ირაკლი იზორია სახელმწიფოს მოუწოდებს, მედიკოსების შემდეგ მეორე კატეგორიის რისკჯგუფად დასახელდეს სატრანსპორტო სფერო და შესაბამისად მოხდეს ამ ადამიანების ვაქცინაციით უზრუნველყოფა.მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან სრული მზაობაა.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია დავით კოდუა 07 04 21

აკაკი ყალიჩავამ წარმატებულად დაასრულა საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. უძლიერეს ტიტულოვან მოჭადრაკეებთან პაექრობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორის” სტუმარია ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა”ს დირექტორი: დავით კოდუა.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება. 07.04.21

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება,გამქირავებელს კი პირობის დარღვევის შემთვევაში 10 000 ლარის გადახდა მოუწევს, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების მიზნით მიიღო, მას შემდეგ რაც ერთ კვირაში დაახლოებით 20 მდე ობიექტში დარღვევები გამოვლინდა.“ხშირ შემთხვევაში წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა თუ სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით. მიმდინარეობს მსჯელობა, საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული და მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მან ყველანაირი პრევენციული ზომები…

იხილე მეტი