რას ფიქრობს ფოთის მოსახლეობა პურის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით 24 11 20
რამდენად გაიზარდა პურის ფასი, რა გავლენა იქონია მასზე ფქვილის გაძვირებამ და რას ფიქრობს მოსახლეობა, ამ საკითხით დღეს ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა.
იხილე მეტირამდენად გაიზარდა პურის ფასი, რა გავლენა იქონია მასზე ფქვილის გაძვირებამ და რას ფიქრობს მოსახლეობა, ამ საკითხით დღეს ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი- ჯო ბაიდენი კაბინეტის პირველ წევრებს ასახელებს- ყარაბახის საკითხში რუსეთი და თურქეთი ვერ თანხმდებიან- საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დაიწყო- ბრიტანული ვაქცინის ეფექტურობა 70%-ია- აშშ-ში მადლიერების დღის აღსანიშნავად ემზადებიან
იხილე მეტიდღეს ჩვენს ეთერში დოკ. ფილმის პრემიერა შედგება, რომელიც ხობის რაიონის ერთ-ერთი ულმაზესი სოფელის ,,ბიას“ შესახებ გადაიღო ჩვენმა კოლეგამ, ბლოგერმა ირაკლი შონიამ. ფილმის შესახებ სასაუბროდ კურსორის სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი და რეგიონის კულტურული ძეგლების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი გოგიტა ჩიტაია.
იხილე მეტი2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ჩვენ დავუკავშირდით ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენბლებს და მათ მეორე ტურისა და შექმნილი სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში თექვსმეტივე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
იხილე მეტისაქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 958 შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 159 . გამოჯანმრთელდა 3 531 პირი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 18 482. გარდაიცვალა 36 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 108 690-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 89 170- ია. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 482. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 012 გარდაცვალების შემთხვევა . რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი 54 167 შეადგენს. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 169 ადამიანი იმყოფება.…
იხილე მეტი23 ნოებერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს რომელიც წმინდანის აღსრულების დღეა და 23 ნოემბერი ბორბალზე წამების დღე. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. დღევანდელ დღეს გიორგობა მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.
იხილე მეტი24 ნოემბერს ფოთში დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი გველოდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 ღამით +4 ფიქსირდება. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში. ოთხშაბათს 25 ნომებერს წვიმიანი ამინდი გველოდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით +7 გრადუსამდე დაიწევს. დაუბერავს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ით. 26 ნომებერს კი მთელი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დრისით +10, ღამით +6 გრადუსი იქნება. დაუბერასვს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ის სიჩქარით.
იხილე მეტი22 ნოემბერს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ზონის მეოთხედფინალური მატჩების გაიმართა, სადაც 8 გუნდი მონაწილეობდა. ფოთის ,,ჭაბონამა“ ხონის ,,ხონს“ დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ბრძოლა დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი ჭაბონამამ გიორგი ფარღალავას გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგო. ფოთელებმა მხოლოდ მატჩის ბოლოს შეძლეს სრული უპორატესობის მოპოვება, გიორგი ფარღალავან კიდევ ორჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი და გუნდ დიდი ანგარიშით გამარჯვება მოუტანა. დანარჩენი მეოთხედფინალები კი ასე დასრულდა. ,,საძმომ“ 3-2 ,,სამეგრელო“ დაამარცხა. ,,მაკვანეთმა“ 2-1 სძლია ,,ბაშს“. ხოლო ,,მეგრის“ და ,,ოდაბადეს“ შეხვედრა ,,მეგრის სასრგებლოდ“ 7-2 დასრულდა. ოთხშაბათს 25 ნოემბერს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო…
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი21 ნოემბერს ფოთში დღის განმავლობაში ,წვიმიანი ამინდი გველოდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 ღამით +6 გრადუსი იქნება. დაუბერავს ქარი 15-20 მ/წმ ის სიჩქარით. 22 ნოემბერს დღისით +12 ხოლო ღამით +5 გრადუსი ფიქსირდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15 – 20 მ-წმ ის სიჩქარით.
იხილე მეტი