სიახლე 

ფოთში ხვალ 21 00 სთ ფაროსანას თერმული ნისლით შეწამვლა იწყება 10 06 19

ფოთში ხვალ 21:00 სთ-დან, აზიური ფაროსანას თერმული ნისლით შეწამვლა იწყება. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფოთის მონიტორინგის ჯგუფმა დღეს ქალქის უბნებში, სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) ჩამატება და ამ ლოკაციებზე მოწამვლა ცივი შესხურებით განახორციელა, ხვალ კი აღნიშნული ღონისძიება უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის ბაზარში 07 06 19

დღეს ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური იყო. ყველით და რძის პროდუქტებით მოვაჭრეებმა, რომლებიც შენობაში ახორციელებენ გაყიდვებს, გარე მოვაჭრეების საქმიანობა გააპროტესტეს. მათი თქმით, გარემოვაჭრეების გამო მყიდველი ყველის ბაზრობაზე არ შედის, რის გამოც რძის პროდუქტების რეალიზაციას ვერ ახდენენ. მათივე თქმით, გარე მოვაჭრეები ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ახორციელებენ მალფუჭებადი რძის პროდუქტების გაყიდვას. მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან და შესაბამისი სამსახურებისგან კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას მოითხოვენ. როგორც, აგრარული ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ განაცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ახორციელებს გარე მოვაჭრეების შემოწმებას, რადგან ისინი ბაზრის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ის ამბობს, რომ გარე მოვაჭრეებს ბაზრის შენობაში ალტერნატიულ…

იხილე მეტი
სიახლე 

“საქართველოს სინფონიეტა”, კასუმი ბაროუქი და მირიან ხუხუნაიშვილი ფოთში ჩამოვიდა 06 06 19

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დარბაზში, კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა. საღამოზე, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ იაპონელ პიანისტ კასუმი ბაროუქისთან ერთად კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს, სადაც სიმებიანი ინსტრუმენტებით ნორვეგიელი კომპოზიტორის ედვარდ გრიგისა და ავსტრიელი კომპოზიტორის, იოზეფ ჰაიდნის ნაწარმოებები გააჟღერეს. დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, ჯგუფის წევრები კამერული მუსიკის კონცერტს, თელავში 9 ივნისს გამართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 10 ივნისამდე მოღრუბლული უნალექო ამინდი დაფიქსირდება 06 06 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 9 ივნისის ჩათვლით ცვალებადი მოღრუბლულობა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +26° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს ღია ჩემპიონატიო კრივში მიმდინარეობს 06 06 19

ფოთში, ზურაბ სარსანიას სახელობის საქართველოს ღია ჩემპიონატი კრივში მიმდინარეობს, რომელშიც 22 ქალაქის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. 2005-2006 წლებში დაბადებულ მოკრივეებს შორის ასპარეზობა სამი დღე გაგრძელდება და საბოლოო შედეგი კვირას, 9 ივნისს გახდება ცნობილი. ტურნირს საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები აფასებენ. ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი, კრივის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნიჩბოსანი მსოფლიო თასის ფინალისტი გახდა 06 06 19

გერმანიაში ქალაქ დუისბურგში კანოეთი ნიჩბოსნობაში მიმდინარე მსოფლიო თასის მე -2 ეტაპი დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესული ორი ფოთელი სპორტსმენი, გია გაბედავა და მურმან მალანია ასპარეზობდნენ. შეჯიბრი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მურმან მალანიამ ნახევარ ფინალში მეორე ადგილი დაიკავა, ფინალურ შეხვედრაში კი მერვე ადგილის მფლობელი გახდა. ფოთელი სპორტსმენი ამჟამად ბელარუსში, ქალაქ ბრესტში იმყოფება და ინტენსიურად განაგრძობს ვარჯიშს. ის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატიასთვის ემზადება, რომელიც ივლისის თვეში ჩეხეთსა და რუმინეთში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვის წყლის მონიტორინგი დაიწყო 05 06 19

ზღვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დღეს, ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო. ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის ინფორმაციით სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული. წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება თვეში სამჯერ მოხდება და ოქტომბრის ბოლოპმდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

“ქველმოქმედი 2015”-ის მორიგი აქცია 05 06 19

ფონდი „ქველმოქმედი 2015-ის მოწვევით“, “სიკეთის ქალაქის” დამფუძნებელი ნანა შველიძე იმერეთიდან ჩამოვიდა. პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ქველმოქმედი 2015“-მა ფონდის მიერ შეგროვილი ტანსაცმელი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის საჩუქრად გადასცა. როგორც იამზე გორგოტაძე ამბობს, ურთიერთთანამშრომლობა შედგა და მომავალში სხვადასხვა საქველმოქმედო ხასიათის ღონიშძიებაში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. “სიკეთის ქალაქის” დამფუძნებელი ნანა შველიძე პროფესიით კინოდოკუმენტალისტია. როგორც ის ამბობს, საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი აქვს და თითოეული შეჭირვებულის ისტორია შესწავლილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, გარემოს დაცვის საერთშორისო დღე აღნიშნეს 05 06 19

გარემოს დაცვის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მე-4 საჯარო სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეებმა, მარინა მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. სკოლის მოსწავლეებს, ეროვნული პარკის თანამშრომლები შეუერთდნენ და მათთან ერთად გარემოს დასუფთავებაში წვლილი შეიტანეს. მათ სანაპიროზე შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაახარისხეს და სხვადასხვა სახის ურნებში გადაანაწილეს. როგორც, მე-4 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა თქვეს, თითქმის 6 წელია, სანაპიროს დასუფთავებაში აქტიურად არიან ჩართულნი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, გარემოს დაცვის საერთშორისო დღეს, მსოფლიოში ყოველი წლის 5 ივნისს აღნიშნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჭადრაკის შიდასასკოლო ტურნირი მიმდინარეობს 05 06 19

ფოთის, ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, ჭადრაკის შიდა სასკოლო ტურნირი დღეს დაიწყო, მასში დაწყებითი კლასის 35 მოსწავლე მონაწილეობს. შეჯიბრი ვაჟთა და გოგონათა შორის, შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად მიმდინარეობს. ტურნირი 13 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეებს 14 ივნის საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებენ.

იხილე მეტი