სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების წარმატება. 11 დეკემბერი, 2017

რესპუბლიკური საჭადრაკო ფესტივალი \”ხონი-2017\”.ფოთის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკეთა ბრწყინვალე შედეგით დასრულდა.
I ადგილი – ნინო სოლომონია (12წ გოგონები);
I ადგილი – გაგა გვასალია (6წ ჭაბუკები);
II ადგილი – აკაკი ყალიჩავა (14წ ჭაბუკები);
II ადგილი – ლიზი ფოჩხუა (12წ გოგონები);
II ადგილი – ლიზი სარიშვილი (8წ გოგონები);
II ადგილი – ნია ჭითანავა (6წ გოგონები);
III ადგილი – თეიმურაზ კვიკვინია (12წ ჭაბუკები);
III ადგილი – კახაბერ კიზირია (10წ ჭაბუკები);
III ადგილი – ლუკა წურწუმია (8წ ჭაბუკები).

იხილე მეტი
სიახლე 

ელიზბარ თურქიამ ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

ჭიდაობა-სამბოში ევროპის პირველობაზე ფოთელმა მოჭიდავემ ელიზბარ თურქიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება ხორვატიაში გაიმართა. თურქია 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზაობდა.

იხილე მეტი

ფოთის სანაპიროზე 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება

ფოთის სანაპიროზე ამ დროისთვის 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველო ავრცელებს.მათი განცხადებით საშტორმო მდგომარეობა ხვალ საღამომდე შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სანაპიროზე 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. 8 დეკემბერი, 2017

ფოთის სანაპიროზე ამ დროისთვის 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველო ავრცელებს.მათი განცხადებით საშტორმო მდგომარეობა ხვალ საღამომდე შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკელი ასტრონავტი ფოთში

აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი, ფოთის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ბავშვებს კოსმოსში ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. როგორც მან აღნიშნა, კოსმოსში 27 დღე დაჰყო, 5-ჯერ ჰქონდა ღია კოსმოსში გასვლა, ხომალდის გარეთ კი 33 საათზე მეტი აქვს გატარებული.

იხილე მეტი
სიახლე 

სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში თელავის მე-5 სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებულ სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში, თელავის მე-5 საჯარო სკოლის გუნდა გაიმარჯვა. კონკურსანტებმა პრეზენტაცია იმ სპორტსმენებზე გააკეთეს, რომელბმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვეს და საქართველო ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მსოფლიოს წარუდგინეს.
გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა და ოლიმპიელებმა გამოავლინეს.
სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და განათლების სამინისტროების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.
ოლიმპიადა უკვე სამი წელია საქართველოს მასშტაბით 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრება. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპნძლა, 2018 წელს კი საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო.

იხილე მეტი
სიახლე 

თოჯინების თეატრის პრემიერა ფოთში

პარასკევს 8 დეკემბერს ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრში ფოთელ პატარებს სიურპრიზი ელოდებათ. მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგება, ,,ნატვრის ახდენა“ ასე ქვია საბავშვო სპექტაკლს რომლის ნახვაც ახალი წლის დღეების განმავლობაში იქნება შესაძლებელი

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება ფოთის მე-12 საჯარო სკოლაში. 6 დეკემბერი, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მაშტაბურ პროექტში თავისუფალი გაკვეთილები დღეს ფოთის მე-12 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ აღნიშნული პროექტი მიზნად განათლების ხარისხის ამაღლებას ისახავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის გუნდი „ჭაბონამა“ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა

სამოყვარულო ფეხბურთში ფოთის გუნდი „ჭაბონამა“ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა წყალტუბოს ცენტრალურ სატადიონზე გაიმართა. სადაც ფოთელებმა წყალტუბოს გუნდი, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მეტოქის კარში ორივე გოლი გიორგი ფარღალავამ გაიტანა.

იხილე მეტი
სიახლე 

შ.შ.მ პირთა დღის ცენტრის ბავშვები “ბაკუგანში“

ფონდი \”ქველმოქმედი 2015\”–მა და ბავშვთა გასართობმა ცენტრმა \”ბაკუგანმა\” შშმ პირთა დღის ცენტრის ბავშვებს უმასპინძლეს. გასართობ ცენტრში ფონდის მოხალისეებთან ერთად , ბავშვებმა სხვადასხა სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, დასასრულს ორგანიზატორებმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იხილე მეტი