სიახლე 

“აგრომობილი“ ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში ჩავიდა

ექსპერტები გურიაში
აზიური ფაროსანას მიერ გურიის რეგიონისათვის მიყენებული ზიანი და მავნებელთან ბრძოლის საშუალებები-სოფელ შრომაში მოსახლეობის ინფორმირებისა და ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების უკეთ გაცნობის მიზნით, აგრომობილი ექსპერტებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენლებთან ერთად ჩავიდა.
სოფელ შრომაში მოსახლეობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრისა“ და პარტნიორი მედიასაშუალებების ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

უბედური შემთხვევა ფოთში. 19 ოქტომბერი, 2017

ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე 8 თვის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. იგი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი “ნაციონალები“ ზეწოლაზე საუბრობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, საუბნო კომისიებში განაწილებულ პარტიის წევრებზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობს,მისი განცხადებით მმართველი გუნდი არჩევნების გასაყალბებლად ყველანაირ ხერხს მიმართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზაცია

არჩევნებამდე ორი დღით ადრე „ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციაში, არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ.მათი განცხადებით მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

გურიაში აზიურმა ფაროსანამ ციტრუსები დააზიანა

დასავლეთ საქართველოში „ნარინჯისფერი რთველისთვის“ ემზადებიან, თუმცა როგორი იქნება მოსავალი ჯერ უცნობია. ამის მიზეზი კი საქართველოში გავრცელებული მავნებელი აზიური ფაროსანაა.გურიაში, ადგილობრივები ამბობენ რომ ნაყოფი ხეზე ფუჭდება და ნაადრევად ცვივა. ისინი შიშობენ რომ წელს მათი ოჯახი მანდარინის მოსავლის გარეშე დარჩება. მათი პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
უწყებაში განმარტავენ, რომ შემოდგომაზე ბაღლინჯოს საწინააღმდეგო შესაწამლი პრეპარატების დარიგების პროცესი იმ რეგიონებიდან დაიწყეს სადაც ციტრუსის კულტურა ხარობს. თუმცა უამინდობის გამო მოსახლეობამ ხეების დროული შეწამვლა ვერ მოასწრო. მათი მოსავალი კი ვინც პრეპარატი გამოიყენა შედარებით უკეთესი ხარისხისაა.
სპეცილისტების რეკომენდაციით, შეწამვლასთან ერთად აუცილებელია ციტრუსის ბაღებში ფერომონების განთავსება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით მიმდინარე წელს 60 ათასა ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე „ციტრუსის ექსპორტი 2017-ზე“ განაცხადა. თუმცა გურიაში ამბობენ რომ მავნებელმა მათი მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა.
მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლვლეად ახალი მედიაკამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტების მორიგი შეხვედრა

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ფოთის ორგანიზაცია ამომრჩეველს დღეს აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა.პარტიის პირველმა ნომერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა რომ არსებული პრობლემების გადჭრა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

“ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი შეხვედრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაცია განაგრძობს ამომრჩეველთან შეხვედრებს.პარტიის წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატთან მაკა ჯინჯოლიასთან ერთად ,ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების აუცილობლობაზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხარჩილავა ფოთის საარჩევნო კომისიას ადანაშაულებს

არჩევნებამდე სამი დღით ადრე „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა, აცხადებს,რომ არა აქვს ილუზია არჩევნებს პიველივე ტურში მოიგებს.როგორც ის ამბობს „ქართული ოცნების“ კანდიდატს მეორე ტურში დაამარცხებს.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას

როგორ უნდა ებრძოლონ ფერმერები აზიურ ფაროსანას და რას აკეთებს სახელმწიფო მავნებელ მწერთან გასამკლავებლად – ამის გაგება მოსახლეობას მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სადა CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორისგან ვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს. საშუალებით შეეძლება.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დაიცვა გურულმა ფერმერმა აზიური ფაროსანასგან მოსავალი

როგორ ვებრძოლოთ და შევამციროთ აზიური ფაროსანასგან მოყენებული ზიანი – ტელეკომპანია ,,გურია TV“-ს ეთერი დასავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურ თემას დაეთმო.
საკუთარი გამოცდილების შესახებ ფერმერებმაც ისაუბრეს. მაშინ როდესაც გურიის მოსახლეობის უმეტესობა თხილის განადგურებაზე ჩივის, რეზო ჭეიშვილი აცხადებს, რომ წელს მან მაღალი ხარისხის მოსავალი აიღო და თანაც სრულად.
ფერმერი საკუთარი წარმატების მიზეზად შეწამვლითი სამუშაოების დროულ ჩატარებას ასახელებს. ჭეიშვილი ამბობს, რომ აზიურმა ფაროსანამ მცენარე ისე დაასუსტა, რომ ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე გახადა. ფერმერი კომბინირებული წამლობის ეფექტურობაზე საუბრობს.
დისკუსია მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), FERRERO და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ ახორციელებს.

იხილე მეტი